ჰიგიენის საშუალებების შემოწმების შედეგები

იტალიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ გასულ თვეში არაერთი პირადი ჰიგიენის საშუალება და კოსმეტიკური პროდუქტი გამოავლინა, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნეა. მათ შორისაა ისეთი ბრენდების ნაწარმიც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ფართოდაა გავრცელებული. ესენია პალმოლივი, გარნიე, ინტეზა და დავი. ყველა მათგანში აღმოჩნდა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA), რომელიც ამ პროდუქტების შემადგენლობაშია მითითებული. ეს ნივთიერება წლების მანძილზე გამოიყენებოდა ჰიგიენის საშუალებებსა და კოსმეტიკაში, თუმცა ბოლო წლებში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ნაწარმში მისმა შემცველობამ შეიძლება დააზიანოს ადამიანის რეპროდუქციული სისტემა და ორსულობის შემთხვევაში, ნაყოფი. შესაბამისად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა ისეთი კოსმეტიკური ნაწარმისა და ჰიგიენის საშუალებების გაყიდვა, რომლებშიც butylphenyl methylpropional (BMHCA) შედის.

გავრცელებული ინფორმაციიდან უცნობია საქონლის ის პარტიები, რომლებშიც ზემოაღნიშნული ნივთიერება გამოვლინდა, საქართველოშიც თუ არის შემოსული. თუმცა, ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ საფრთხის შემცველი ნიმუშების სია და გადაამოწმოთ, ხომ არა გაქვთ იგივე პარტია შეძენილი. აღნიშნული ნივთიერების ფართო გავრცელების გათვალისწინებით ისიც შესაძლებელია, რომ მას კოსმეტიკისა და ჰიგიენის საშუალებების სხვა პროდუქციაც შეიცავდეს, რისი ნახვაც ეტიკეტზე შეგიძლიათ.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სავაჭრო სექტორში პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ შემთხვევას და არ დაუშვებენ საფრთხის შემცველი ნიმუშების გავრცელებას.

თუმცა, მხოლოდ მეწარმეთა კეთილსინდისიერების იმედად ვერ ვიქნებით და მხოლოდ ეტიკეტის მეშვეობითაც ვერ შევძლებთ იმ უამრავი მავნე ნივთიერების შემოწმებას, რომელსაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდეს, მით უფრო, რომ ეტიკეტის გაყალბებაც შეიძლება. აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს ევროკავშირსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშია. ამის გარეშე, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ვერ იქნება დაცული.

ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებების მიერ გამოვლენილი საფრთხის  შემცველი არასასურსათო პროდუქციის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საიტზე https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport#weeklyReports.

ქვემოთ იხილეთ ჩვენს მიერ დასახელებული ბრენდების პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც 2023 წლის 14 აპრილს ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის  სისტემით გავრცელდა:

1.

პროდუქტის დასახელება: ხელის საპონი PALMOLIVE NATURALS

შტრიხკოდი: 8693495034364

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი

_______________________________________

2.

პროდუქტის დასახელება: თხევადი საპონი Dove

შტრიხკოდი: 8720181050527

მწარმოებელი ქვეყანა: ნიდერლანდები

_____________________________________

3.

პროდუქტის დასახელება: კრემ-კონდიციონერი Garnier Fructis

პარტიის ნომერი: 26NN01

შტრიხკოდი: 3600541252486

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი

___________________________________

4.

პროდუქტის დასახელება: დეოდორანტი მამაკაცებისათვის INTESA

შტრიხკოდი: 8003510002733

მწარმოებელი ქვეყანა: უცნობია

____________________________________

5.

პროდუქტის დასახელება: შამპუნი Palmolive hydra balance 2 in 1

პარტიის ნომერი: 020321 IT 10222 * B

შტრიხკოდი: 8714789880501

მწარმოებელი ქვეყანა: იტალია

წყარო: https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport/detail/10000144?lang=en 

 
 

18.04.2023


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები