სათამაშოები მოზრდილი ბავშვებისათვის

© მომხმარებელი-ge ვებ-გვერდის მითითების შემთხვევაში მასალის გამოყენება თავისუფალია

სხვადასხვა ტიპის სათამაშოების შემოწმების პროცესში, ერთ-ერთ მაღაზიაში 2016 წლის 30 ნოემბერს, შევიძინეთ სამი დასახელების სათამაშო:  თოფები, მშვილდ-ისარი და საქსოვი რეზინების ნაკრები. სამივე სათამაშო გავგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში მათში ფტალატების შემცველობის დასადგენად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ორ სათამაშოში აღმოჩნდა ფტალატების გადაჭარბებული შემცველობა:  დი-2-ეთილჰექსილფტალატის (DEHP),  დი-იზონონილფტალატის (DINP) და დი-ბუტილფტალატის (DBP).

მომხმარებელს აქვე განვუმარტავთ, რომ , DEHP და DINP ფტალატების გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია იხ. ევროკავშირის 1907/2006 რეგულაციის მე-17 დანართის 51-ე პუნქტი  (დაშვებული შემცველობაა არა უმეტეს 1მგ/გ  იგივეა, რაც 1 გ/კგ, ან 1000მგ/კგ, ან 0,1 წონითი პროცენტი.  ხოლო  ნივთიერება დი-იზონონილფტალატი (DINP) საშიშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათამაშოს ბავშვი პირში ჩაიდებს იხ. ევროკავშირის 1907/2006 რეგულაციის 27-ე დანართის 52-ე პუნქტი. . საქართველოში ეს შეზღუდვები დაწესებული არ არის.

მაღაზია და შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი სათამაშოს ფოტო სათამაშოს დასახელება მავნე ნივთიერების შემცველობა პროდუქტში (მგ/გ) მიმართება ევროპულ ნორმასთან (მგ/გ)

შპს "ონავარი"

წერეთლის გამზ #49-51-51ა

ჩეკი და ზედნადები

Super Bow

DEHP:13,613 მგ/გ

DINP: 5,626 მგ/გ

DBP: 5,811 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმებს ევროპაში ამ ნივთიერებების დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ. იხ. ევროკავშირის 1907/2006 რეგულაციის მე-17 დანართის 51 და 52-ე პუნქტი. აჭარბებს

შპს "ონავარი"

წერეთლის გამზ #49-51-51ა

ჩეკი და ზედნადები

Shoot

DEHP: 43,583 მგ/გ

DINP: 4,161 მგ/გ

DBP: 55,672 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმებსევროპაში ამ ნივთიერებების დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ. იხ. ევროკავშირის 1907/2006 რეგულაციის მე-17 დანართის 51 და 52-ე პუნქტი.აჭარბებს

შპს "ონავარი"

წერეთლის გამზ #49-51-51ა

ჩეკი და ზედნადები

Bend Accesory Case

DEHP: 0,11 მგ/გ

DINP: <0,01 მგ/გ

DBP: <0,001 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმასევროპაში ამ ნივთიერებების დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ. იხ. ევროკავშირის 1907/2006 რეგულაციის მე-17 დანართის 51 და 52-ე პუნქტი.  შეესაბამება

© მომხმარებელი-ge ვებ-გვერდის მითითების შემთხვევაში მასალის გამოყენება თავისუფალია

13.06.2017


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია