სათამაშოები მოზრდილი ბავშვებისათვის
© მომხმარებელი-ge ვებ-გვერდის მითითების შემთხვევაში მასალის გამოყენება თავისუფალია.
სხვადასხვა ტიპის სათამაშოების შემოწმების პროცესში, ერთ-ერთ მაღაზიაში 2016 წლის 30 ნოემბერს, შევიძინეთ სამი დასახელების სათამაშო: თოფები, მშვილდ-ისარი და საქსოვი რეზინების ნაკრები. სამივე სათამაშო გავგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში მათში ფტალატების შემცველობის დასადგენად.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ორ სათამაშოში აღმოჩნდა ფტალატების გადაჭარბებული შემცველობა: დი-2-ეთილჰექსილფტალატის (DEHP), დი-იზონონილფტალატის (DINP) და დი-ბუტილფტალატის (DBP).
მომხმარებელს აქვე განვუმარტავთ, რომ , DEHP და DINP ფტალატების გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია იხ. ევროკავშირის 1907/2006 რეგულაციის მე-17 დანართის 51-ე პუნქტი (დაშვებული შემცველობაა არა უმეტეს 1მგ/გ იგივეა, რაც 1 გ/კგ, ან 1000მგ/კგ, ან 0,1 წონითი პროცენტი. ხოლო ნივთიერება დი-იზონონილფტალატი (DINP) საშიშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათამაშოს ბავშვი პირში ჩაიდებს იხ. ევროკავშირის 1907/2006 რეგულაციის 27-ე დანართის 52-ე პუნქტი. . საქართველოში ეს შეზღუდვები დაწესებული არ არის.
| მაღაზია და შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი | სათამაშოს ფოტო | სათამაშოს დასახელება | მავნე ნივთიერების შემცველობა პროდუქტში (მგ/გ) | მიმართება ევროპულ ნორმასთან (მგ/გ) |
|
შპს "ონავარი" წერეთლის გამზ #49-51-51ა |
![]() |
Super Bow |
DEHP:13,613 მგ/გ DINP: 5,626 მგ/გ DBP: 5,811 მგ/გ |
ევროპულ ნორმებს ევროპაში ამ ნივთიერებების დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ. იხ. ევროკავშირის 1907/2006 რეგულაციის მე-17 დანართის 51 და 52-ე პუნქტი. აჭარბებს |
|
შპს "ონავარი" წერეთლის გამზ #49-51-51ა |
![]() |
Shoot |
DEHP: 43,583 მგ/გ DINP: 4,161 მგ/გ DBP: 55,672 მგ/გ |
ევროპულ ნორმებსევროპაში ამ ნივთიერებების დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ. იხ. ევროკავშირის 1907/2006 რეგულაციის მე-17 დანართის 51 და 52-ე პუნქტი.აჭარბებს |
|
შპს "ონავარი" წერეთლის გამზ #49-51-51ა |
![]() |
Bend Accesory Case |
DEHP: 0,11 მგ/გ DINP: <0,01 მგ/გ DBP: <0,001 მგ/გ |
ევროპულ ნორმასევროპაში ამ ნივთიერებების დაშვებული ნორმაა არა უმეტეს 1მგ/გ. იხ. ევროკავშირის 1907/2006 რეგულაციის მე-17 დანართის 51 და 52-ე პუნქტი. შეესაბამება |
© მომხმარებელი-ge ვებ-გვერდის მითითების შემთხვევაში მასალის გამოყენება თავისუფალია.
13.06.2017





კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია