ყველის შემოწმების შედეგები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყველის ნიმუშები შეიძინეს და ლაბორატორიას ჩააბარეს. შემოწმდა რამდენიმე სანიტარიული მაჩვენებელი: კოლიფორმული ბაქტერიები, სალმონელა და (კოაგულაზა დადებითი) სტაფილოკოკი. კვლევები ჩატარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში. სულ 42 ნიმუში ეს რიცხვი და შესაბამისად სხვა მონაცემები შესწორდა 2023 წ. 20 ნოემბერს, ვინაიდან, აღმოჩნდა, რომ ერთი ნიმუში არა ყველი, არამედ მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი იყო. შემოწმდა, 27 - არაეტიკეტირებული, ხოლო 15 - ეტიკეტირებული. საერთო ჯამში, დარღვევები გამოვლინდა 12 ნიმუშში, აქედან, 11 ნიმუში არაეტიკეტირებული იყო, ხოლო 1 ნიმუში - ეტიკეტირებული. აღმოჩენილი დარღვევები ჰიგიენური მოთხოვნების დაუცველობაზე მიუთითებს.

კოლიფორმებზე შემოწმდა ყველა, 42 ნიმუში, (კოაგულაზა დადებით) სტაფილოკოკზე - 15 ნიმუში, ხოლო სალმონელაზე - 27 ნიმუში.

კოლიფორმები აღმოჩნდა 11 ნიმუშში, (კოაგულაზა დადებითი) სტაფილოკოკი - 4 ნიმუშში, ხოლო სალმონელა - 1 ნიმუშში.

დარღვევების შესახებ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები აგზავნიან წერილებს სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან.

შემოწმებები ტარდება ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ  დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.  პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.

ქვემოთ მოცემულია კვლევების შედეგები:

გურჯაანის მუნიციპალიტეტი (ნიმუშები აიღო საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციამ): ლაბორატორიას ნიმუშები მათი შეძენის დღესვე ჩაბარდა. თუმცა, ნიმუშების შეძენის ქვითრებში 2023 წლის 27 სექტემბერია დაფიქსირებული, ხოლო ლაბორატორიის ოქმებში ნიმუშის ჩაბარების თარიღად 2023 წლის 28 სექტემბერი წერია. ლაბორატორიამ ეს იმით ახსნა, რომ ნიმუშები ლაბორატორიაში მიიტანეს 17:00 საათზე, სამუშაო დღე იწურებოდა და ჩაბარება მეორე დღეს გააფორმეს. ამავე დროს, ნიმუშების ჩაბარებისას გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი თარიღი და საათია მითითებული - 2023 წლის 27 სექტემბერი, 17:00. ხელშეკრულება იხილეთ ბმულზე /contentfiles/Cheese_Regions/Contract_with_Laboratory_SSIDA.pdf

1.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: დავით კახაბრიშვილი, საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. გურჯაანი, აგრარული ბაზარი, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა დარღვევა (კოლი-ფორმები) ლაბორატორიის ოქმი;

_____________________________________________________________

2.

________________________________________________________

3.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ი.მ. ვახტანგ ციციშვილი, საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. გურჯაანი, წმინდა ნინოს ქ. 9, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

_____________________________________________________

4.

პროდუქტის დასახელება: ყველი ქარხნული "ხიზა"

მწარმოებელი/ქვეყანა: რკ სამეურნეო კოოპერატივი "ხიზა", საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 07.09.2023-07.11.2023

შესყიდვის ადგილი: "ორი ნაბიჯი", ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. #1, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________

5.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული "დიდგორი"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს შავნაბადა, საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.09.2023-14.10.2023

შესყიდვის ადგილი: შპს უნივერსამი, ქ. გურჯაანი, კოსტავას ქ. #28, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:   აღმოჩნდა დარღვევა (კოლი-ფორმები) ლაბორატორიის ოქმი

შედეგის გამოქვეყნების შემდეგ, ყველის მწარმოებლის, შპს შავნაბადას თხოვნით, ყველის რეფერენტული (სათადარიგო) ნიმუშის ერთობლივი შემოწმება ჩატარდა მწარმოებლის მიერ შერჩეულ ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, კოლი-ფორმები რეფერენტულ ნიმუშშიც აღმოჩნდა - ლაბორატორიის ოქმი;

____________________________________________________

თელავის მუნიციპალიტეტი (ნიმუშები აიღო ასოციაციამ „სოციალური ქოლგა“): ლაბორატორიას ნიმუშები მათი შეძენის დღესვე ჩაბარდა. თუმცა, ნიმუშების შეძენის ქვითრებში 2023 წლის 28 სექტემბერია დაფიქსირებული, ხოლო ლაბორატორიის ოქმებში ნიმუშის ჩაბარების თარიღად 2023 წლის 29 სექტემბერი წერია. ლაბორატორიამ ეს იმით ახსნა, რომ ნიმუშები ლაბორატორიაში მიიტანეს 16:30 საათზე, სამუშაო დღე იწურებოდა და ჩაბარება მეორე დღეს გააფორმეს. ამავე დროს, ნიმუშების ჩაბარებისას გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი თარიღი და საათია მითითებული - 2023 წლის 28 სექტემბერი, 16:30. ხელშეკრულება იხილეთ ბმულზე /contentfiles/Cheese_Regions/Contract_laboratory_Umbrella.pdf

1.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ი.მ. ბესიკ ამზოევი, საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. თელავი, თბილისის გზატკეცილი 1, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

____________________________________________

2.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული "ექსტრა"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს შირაქი, საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 18.09.2023-02.10.2023

შესყიდვის ადგილი: კარფური, ქ. თელავი, ალაზნის გამზ. 77, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

__________________________________________________________

3.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ი.მ. გელა გაგნიძე, საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. შალაური, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

________________________________________________________

4.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ფ/პ ნოდარ ხუციშვილი, საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. თელავი, რუსთაველის ქ. შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

_________________________________________________________

5. 

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს წიფორა სამცხე, საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 07.09.2023-07.10.2023

შესყიდვის ადგილი: ორი ნაბიჯი, ქ. თელავი, სეხნიაშვილის ქ.1, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

________________________________________________________________________________

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი (ნიმუშები აიღო "საქართველოს სასოფლო დარბაზმა"):

ორგანიზაციის მიერ  შემოწმდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მაღაზიებსა და ბაზრობაზე შეძენილი, საქართველოში წარმოებული, ყველის 5 ნიმუში. შემოწმებული ნიმუშებიდან ერთში აღმოჩნდა დარღვევა.

შემოწმების შედეგები იხილეთ  ბმულზე.

____________________________________________________________________________________

ვანის, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები (ნიმუშები აიღო "მომხმარებელთა უფლებების ცენტრმა")

1.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ვენერა მინაძე/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. ბაღდათი, აგრარული ბაზარი, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა (კოლი-ფორმები და სალმონელა) ლაბორატორიის ოქმი;

_____________________________________________________________

2.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ლაშა უგრეხელიძე/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. თერჯოლა, აგრარული ბაზრის მიმდებარედ,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

___________________________________________________________________

3.

პროდუქტის დასახელება: ყველი სოფლიდან "რჩეული"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "მილიანო"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 29.08.2023 - 29.02.2024

შესყიდვის ადგილი: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. სიქთარვა, მაღაზია შპს "ს მარკეტს", შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

____________________________________________________________________

4.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ნინო მჭედლიძე/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ვანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზეინდარის აგრარული ბაზარი,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა (კოლი-ფორმები და კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი) ლაბორატორიის ოქმი;

_______________________________________________________________________

5.

პროდუქტის დასახელება: ქართული ყველი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "რძის პროდუქტების კომპანია ცეზარი"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 30.08.2023 - 30.10.2023

შესყიდვის ადგილი: ქ. ბაღდათი, შპს "დეილი", წერეთლის 10,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი

_______________________________________________________________

ქალაქები ქუთაისი და სამტრედია (ნიმუშები აიღო რეგიონული ინიციატივების ცენტრმა "ნათელი მომავალი")

1.

პროდუქტის დასახელება: ქარხნული ყველი "შირაქი"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "შირაქი"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.09.2023 - 14.12.2023 პარტია #001924

შესყიდვის ადგილი: ქ. ქუთაისი, სუპერმარკეტი "კარფური", ჟიული შარტავას #2,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

___________________________________________________________________

2.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ი.მ. ლელა გოგუა/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. ქუთაისი, ი.მ. "ლელა გოგუა", ბუკიას #1-ის მიმდებარედ,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

_____________________________________________________________________

3.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ი.მ. გიორგი ზაქარეიშვილი/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. სამტრედია, ი.მ. "გიორგი ზაქარეიშვილი", ჭანტურიას #33,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

____________________________________________________________

4.

პროდუქტის დასახელება:  ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ი.მ. მარიამ სტურუა/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. სამტრედია, ი.მ. "მარიამ სტურუა", ჭავჭავაძის #20,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა (კოლი-ფორმები და კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი) ლაბორატორიის ოქმი;

_________________________________________________________________________

ქ. ოზურგეთი (ნიმუშები აიღო გურიის მედიატორთა ასოციაციამ)

1.

პროდუქტის დასახელება: ყველი ალპური "სანებო"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 14.08.23 – 25.11.23. პარტიის ნომერი 078

შესყიდვის ადგილი: ქ. ოზურგეთი, შპს "პირველი სავაჭრო სახლი", ერისთავის #8,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

____________________________________________________________________

2.

პროდუქტის დასახელება: ყველი ქარხნული "სანებო"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 31.08.23 –29.12.23. პარტიის ნომერი 018

შესყიდვის ადგილი: ქ. ოზურგეთი, შპს "პირველი სავაჭრო სახლი", ერისთავის #8,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

_____________________________________________________________________

3.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული "სანაქებო"

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "დავით გოგიაშვილი"/ საქართველო

ყველის გამოშვების თარიღი: 27.09.2023

შესყიდვის ადგილი: ქ. ოზურგეთი, შპს "მოდერნი 2009", თაყაიშვილის #2,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

_______________________________________________________________________________

4.

პროდუქტის დასახელება: ყველი "სამგორი"

გამყიდველი/ქვეყანა: შპს "პირველი სავაჭრო სახლი"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. ოზურგეთი, შპს "პირველი სავაჭრო სახლი", ერისთავის #8,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

___________________________________________________________________

5.

პროდუქტის დასახელება: ყველი

გამყიდველი/ქვეყანა: შპს "პირველი სავაჭრო სახლი"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. ოზურგეთი, შპს "პირველი სავაჭრო სახლი", ერისთავის #8,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

________________________________________________________________________________

ამბროლაურის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები (ნიმუშები აიღო რაჭის სათემო ორგანიზაციამ)

1.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ი.მ. "გია კოპალიანი"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. ცაგერი, აღმაშენებლის 44,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

_____________________________________________________________________

2.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ი.მ. "ზაირა ჩაფრავა"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. ცაგერი, აგრარული ბაზარი ,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

_______________________________________________________________________

3. 

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "თორნიკე სხირტლაძე"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ონის მუნიციპალიტეტი, სოფ. მრავალძალი,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

________________________________________________________________________

4.

პროდუქტის დასახელება: ყველი იმერული

გამყიდველი/ქვეყანა: ი.მ. "ვახტანგ ანდრიაძე"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. ამბროლაური, აგრარული ბაზარი, მახალდიანის ქ., შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  აღმოჩნდა დარღვევა (კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი) ლაბორატორიის ოქმი;

_______________________________________________________________________

5.

პროდუქტის დასახელება: ყველი სანებო ალპური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 27.09.2023 - 08.01.2024, პარტია #114

შესყიდვის ადგილი: ქ. ამბროლაური, მაღაზია „მადაგონი“, შპს რითეილ ჯგუფი", ბრატისლავა-რაჭის ქ. 1, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა ლაბორატორიის ოქმი;

_______________________________________________________________________

სიღნაღის მუნიციპალიტეტი (ნიმუშები აიღო სათემო ორგანიზაციამ „ნუკრიანი“)

1.

პროდუქტის დასახელება: ნინოწმინდის (ბოგდანოვკის) ყველი

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "მ.ეგოიანი"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 28.09.2023 - 28.11.2023

შესყიდვის ადგილი: ქ. სიღნაღი, შპს "ფუდმარტი", ერეკლე მეორის ქ. #1,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა  ლაბორატორიის ოქმი;

_______________________________________________________________________

2.

პროდუქტის დასახელება:  ყველი

გამყიდველი/ქვეყანა: თეიმურაზ ჩერქეზიანი/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი:-

შესყიდვის ადგილი: ქ. სიღნაღი, აგრარული ბაზარი,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა (კოლი-ფორმები) ლაბორატორიის ოქმი;

_______________________________________________________________________

3.

პროდუქტის დასახელება:  ყველი

გამყიდველი/ქვეყანა: შპს "თი-თა-მი"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ილიაწმინდა, შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა (კოლი-ფორმები)  ლაბორატორიის ოქმი; ოქმში მითითებულია შპს-ის დირექტორის და არა თავად შპს-ის სახელი. ნიმუშების ჩაბარებისას ლაბორატორიასთან დადებულ ხელშეკრულებაში შპს-ის დირექტორის სახელი ჩაიწერა, რაც შემდეგ ავტომატურად გადავიდა ოქმში. ოქმის გაცემის შემდეგ, ლაბორატორიამ უარი თქვა მის შესწორებაზე.

_______________________________________________________________________

4.

პროდუქტის დასახელება: ყველი

გამყიდველი/ქვეყანა: თინათინ მაზიაშვილი/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნუკრიანი,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა (კოლი-ფორმები) ლაბორატორიის ოქმი;

_______________________________________________________________________

5.

პროდუქტის დასახელება: ყველი სანებო ალპური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები"/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 26.08.2023 - 07.12.2023, პარტია #089

შესყიდვის ადგილი: ქ. სიღნაღი, შპს "ფუდმარტი", ერეკლე მეორის ქ. #1,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა  ლაბორატორიის ოქმი;

________________________________________________________________________

ქ. ზესტაფონი (ნიმუშები აიღო ორგანიზაციამ "ჩემი იმერეთი")

1.

პროდუქტის დასახელება: ქართული ყველი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს რძის პროდუქტების კომპანია "ცეზარი" / საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 23.09.2023 - 60 დღე

შესყიდვის ადგილი: ქ. ზესტაფონი, შპს "რითეილ ჯგუფი", აღმაშენებლის ქ. #39,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა   ლაბორატორიის ოქმი;

______________________________________________________________________

2.

პროდუქტის დასახელება: ყველი

გამყიდველი/ქვეყანა: მერიკო გურეშიძე/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. ზესტაფონი, აგრარული ბაზარი,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა (კოლი-ფორმები) ლაბორატორიის ოქმი;

_________________________________________________________________________________

3.

პროდუქტის დასახელება: ყველი

მწარმოებელი/ქვეყანა: ლამარა კვანტრიშვილი/ საქართველო

ყველის გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: -

შესყიდვის ადგილი: ქ. ზესტაფონი, აგრარული ბაზარი,  შესყიდვის ქვითარი

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა  ლაბორატორიის ოქმი.

------------------------------------

საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელისადმი, ნინო პაატაშვილისადმი სეს-ის 2023 წლის 13 ოქტომბრის პასუხის თანახმად, ნინო პაატაშვილის სატელეფონო მიმართვის სეს-ისადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების პარალელურად, ასოციაციამ ტელეფონითაც შეატყობინა სეს-ს მის მიერ გამოვლენილი დარღვევის შესახებ. საფუძველზე, სეს-მა შეამოწმა შპს შავნაბადას საწარმო (ს/კ 454406651, მის: ქ.თბილისი, ჯანჯღავას ქ. #78) და დარღვევები არ დაუფიქსირებია. მეწარმემ სეს-ს, ასევე, წარუდგინა მის მიერ წარმოებული სურსათის (ყველი სულგუნი „დიდგორი“, ყველი იმერული „დიდგორი“, ყველი „დიდგორი“ სახაჭაპურე) მიკრობიოლოგიური კვლევის ოქმები, რომლებიც აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

გაუგებარია, რატომ არ მოიძია და გადაამოწმა სეს-მა ყველის ის პარტია, რომელშიც ორგანიზაციამ დაბინძურება გამოვალინა.

------------------------------------

მომხმარებელთა უფლებების ცენტრისადმი სეს-ის 2023 წლის 7 ნოემბრით დათარიღებული პასუხის თანახმად, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, სეს-მა შეამოწმა ბაღდათის აგრარული ბაზარი და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდრის ბაზარი. ყველის გამყიდველები, რომელთაგან შეძენილ პროდუქციაშიც ცენტრმა დაბინძურება აღმოაჩინა, ვერ იპოვეს. თუმცა, სოფელ ზეინდრის ბაზარში დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები, რომელთა გამოსწორებაც დაევალა ბაზრის ადმინისტრაციას. გარდა ამისა, ქალაქ ბაღდადში გამოვლინდა რძის პროდუქტების გამყიდველი ი/მ „რამაზ დენოსაშვილი“ (ს/კ 09001000977; ფაქტობრივი მისამართი: ბაღდათი, ნინოშვილის ქ. №8), რომელიც სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. იგი დაჯარიმდა და რეგისტრაციამდე შეუჩერდა საქმიანობა. გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტში შეუსაბამობები დაფიქსირდა, რომელთა გამოსწორებაც აღნიშნულ მეწარმეს დაევალა.

------------------------------------

რეგიონული ინიციატივების ცენტრ „ნათელი მომავლისადმი“ სეს-ის 2023 წლის 8 ნოემბრით დათარიღებული პასუხის თანახმად, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, სეს-მა შეამოწმა ი/მ „მარიამ სტურუა“-ს კუთვნილი სავაჭრო ობიექტი (ფაქ. მისამართი: სამტრედია, ჭავჭავაძის ქ. №20). შემოწმების შედეგად დადგინდა რომ, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, ასევე, არ ჰქონდა დაცული მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, კერძოდ ვერ წარმოადგინა ჩანაწერები ყველის მომწოდებლის შესახებ. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და რეგისტრაციამდე შეუჩერდა საქმიანობა.

------------------------------------

საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელისადმი, ნინო პაატაშვილისადმი სეს-ის 2023 წლის 10 ნოემბრის პასუხის თანახმად, ნინო პაატაშვილის სატელეფონო მიმართვის სეს-ისადმი გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების პარალელურად, ასოციაციამ ტელეფონითაც შეატყობინა სეს-ს მის მიერ გამოვლენილი დარღვევის შესახებ. საფუძველზე, სეს-მა შეამოწმა რძის ნაწარმით მოვაჭრე ი/მ დათო კახაბრიშვილი (ს/კ 13001060255, მისამართი: გურჯაანი, წმინდა ნინოს ქუჩა N3) და გამოვლინა, რომ იგი არ აწარმოებს ჩანაწერებს მიღებული პროდუქტის მიკვლევადობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვერ ხერხდება მის მიერ გაყიდული პროდუქტების მწარმოებლების დადგენა და წარმოქმნილი სურსათის უვნებლობის საფრთხეების აღმოფხვრა. აღნიშნული დარღვევის გამო მოვაჭრე დაჯარიმდა.

------------------------------------

საქართველოს სასოფლო დარბაზისადმი სეს-ის 2023 წლის 13 ნოემბრით დათარიღებული პასუხის თანახმად, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, სეს-მა გამოკითხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მცხოვრები მოქალაქე გერონტი პატარაია. დადგინდა, რომ გერონტი პატარაიას საკუთრებაში ჰყავს ხუთი სული მსხვილფეხა პირუტყვი, მათ შორის ორი სული ძროხა (მეწველი). მისი თქმით, ის ბაზარზე არ ყიდის რძის პროდუქტებს (ყველის ნიმუში საქართველოს სასოფლო დარბაზმა ოჯახიდან აიღო). ბატონი გერონტი არ არის რეგისტრირებული ოჯახური წარმოების სუბიექტად, რისი რეკომენდაციაც სეს-ის წარმომადგენლების მხრიდან მიეცა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება ოჯახური წარმოების მიერ რძისა და რძის ნაწარმის წარმოებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ამ მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 5  სულს.

------------------------------------

სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანისადმი“ სეს-ის 2023 წლის 13 ნოემბრით დათარიღებული პასუხის თანახმად, ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, სეს-მა შეამოწმა ი/მ თეიმურაზ ჩერქეზიანი (ს/კ 40001004309, მისამართი: სიღნაღი, ლოლაძის N6), ი/მ თინათინ მაზიაშვილი (ს/კ 40001016746, მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი) და შპს თითამი (ს/კ 440398124, მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ილიაწმინდა). 

შპს თითამის კუთვნილ მარკეტში დარღვევები არ გამოვლენილა. დადგინდა, რომ რეალიზაციაში არსებული ყველი წარმოებულია ი/მ ცოლაკ გრიგორიანის მიერ (მისამართი: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფ. განძა). 9 ნოემბერს სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ი/მ ცოლაკ გრიგორიანთან. ბიზნესოპერატორის განმარტებით და მიკვლევადობის დოკუმენტაციიდან გამომდინარე იგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აწარმოებს მხოლოდ „ქარხნულ“ და არა „იმერულ“ ყველს, რომელიც „ნუკრიანმა“ შეამოწმა.

ი/მ თინათინ მაზიაშვილთან სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგის წარდგენის შემდეგ ყველი აღარ მიუღია და რეალიზაციაში არ ჰქონდა. დადგინდა, რომ ყველის მიმწოდებელია ფ/პ ავთანდილ ჯანიაშვილი (მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ბოდბე). ავთანდილ ჯანიაშვილთან განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი და დადგინდა, რომ ფ/პ საქმიანობას ეწეოდა სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც დაჯარიმდა და რეგისტრაციამდე შეუჩერდა საქმიანობა.

ი/მ თეიმურაზ ჩერქეზიანის შემოწმების შედეგად სეს-მა დაადგინა, რომ იგიც სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, აგრეთვე, დარღვეული ჰქონდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი და მიკვლევადობა, რის გამოც დაჯარიმდა და რეგისტრაციამდე შეუჩერდა საქმიანობა. ამასთანავე, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს ყიდულობს ე.წ. კაბლის ბაზარზე. შესაბამისად, სეს-მა დამატებით დაგეგმა კაბლის ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

ველით სეს-ის შემდგომი კონტროლის შედეგებს.

------------------------------------

ა(ა)იპ ჩემი იმერეთისადმი სეს-ის 2023 წლის 16 ნოემბრით დათარიღებული პასუხის თანახმად, ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, სეს-მა შეამოწმა ი/მ მერიკო გურეშიძე წერილში, ასევე, შეტანილია ინფორმაცია სხვა მეწარმეების შემოწმების შესახებ, რომლებზეც ა(ა)იპ ჩემმა იმერეთმა სეს-ს შეტყობინებები გაუგზავნა, მაგრამ, შესყიდვის დამადასტურებელი ინფორმაციის მოუწესრიგებლობის გამო, აღნიშნული ნიმუშების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. (ს/კ 18001019297, ყველის რეალიზაცია, დახლზე ვაჭრობა აგრარულ ბაზარში, ფაქტობრივი მისამართი: ზესტაფონი, ჭანტურიას ქ. №42), დაადგინა, რომ იგი საქმიანობდა სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, დააჯარიმა და, რეგისტრაციის გავლამდე, საქმიანობა შეუჩერა.

ინდმეწარმისგან ა(ა)იპ ჩემი იმერეთის მიერ შეძენილი იმერული ყველის ნაშთი სრულად იყო რეალიზებული. მოვაჭრემ სეს-ს ვერ წარუდგინა ყველის აღნიშნული პარტიის მწარმოებლის შესახებ დოკუმენტაცია. მას მიეცა რეკომენდაცია მხოლოდ რეგისტრირებული მწარმოებლებისგან მიღებული ყველის რეალიზაცია მოახდინოს.

------------------------------------

საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციამ ხელახლა მიმართა სეს-ს იმის გასარკვევად, თუ რატომ არ შეამოწმა სეს-მა შპს შავნაბადას წარმოებული ყველი. ასოციაციის ხელმძღვანელისადმი, ნინო პაატაშვილისადმი სეს-ის 2023 წლის 21 ნოემბრის პასუხში განმეორებულია სეს-ის წინა წერილით მოწოდებული ინფორმაცია, რომ მეწარმემ სეს-ს წარუდგინა მის მიერ წარმოებული სურსათის (ყველი სულგუნი „დიდგორი“, ყველი იმერული „დიდგორი“, ყველი „დიდგორი“ სახაჭაპურე) მიკრობიოლოგიური კვლევის ოქმები, რომლებიც აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

აღნიშნული პასუხი გაუგებარია და არ არის ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი.

------------------------------------

სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანისადმი“ სეს-ის 2023 წლის 22 ნოემბრით დათარიღებული დამატებითი წერილის თანახმად, სეს-მა შეამოწმა ე.წ. კაბლის ბაზარი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაისუბნის აგრარული ბაზრის (შპს იმედი, ს/კ 433104543) ყველის რეალიზატორები. შეუსაბამობები არ გამოვლენილა. თუმცა, ყველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არაორგანიზებულადაც იყიდებოდა. უკანონო გარე ვაჭრობის აღკვეთა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებაა. სეს-ის კომპეტენცია ამ მხრივ შეზღუდულია, ამიტომ სეს-ის თანამშრომლები მოვაჭრეთა მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.

რაც შეეხება „ნუკრიანის“ მიერ შპს თითამში გამოვლენილი დაბინძურებული ყველის ნიმუშის მწარმოებელს, როგორც ჩანს სეს-მა ეს ვერ დაადგინა.

------------------------------------

რაჭის სათემო ორგანიზაციისადმი სეს-ის 2023 წლის 5 დეკემბრით დათარიღებული პასუხის თანახმად, სეს-მა შეამოწმა ი/მ ვახტანგ ანდრიაძის (პ/ნ 41001025886, ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა, ამბროლაური, სადგურის მ/ტ) კუთვნილი ობიექტი. დადგინდა, რომ იგი სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრირებული არ იყო. მეწარმე დაჯარიმდა და რეგისტრაციამდე შეუჩერდა საქმიანობა.

შემოწმებისას ყველის რეალიზაცია არ ხდებოდა. მეწარმეს მიეცა მითითება რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველი შეისყიდოს მხოლოდ რეგისტრირებული ოჯახური წარმოების სუბიექტებიდან და აწარმოოს სურსათის მიკვლევადობისთვის საჭირო ჩანაწერები.

------------------------------------

სეს-ის რეაგირების შეჯამების შემდეგ, სურათი ასეთია:

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიმართვების საფუძველზე, სეს-მა 18 სურსათის ბიზნესოპერატორი შეამოწმა. შეუსაბამობები დაუფიქსირდა 10 მეწარმეს, რომელთაც მათი გამოსწორება დაევალათ.

8 მეწარმე დაჯარიმდა. აქედან, 6 მეწარმე დაჯარიმდა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის და რეგისტრაციამდე აეკრძალა საქმიანობა, ხოლო 2 მეწარმე - მიკვლევადობის მოთხოვნების დარღვევისათვის დაჯარიმდა. თუმცა, მიკვლევადობის მოთხოვნები იმ მეწარმეთა ნაწილსაც დარღვეული ჰქონდა, ვინც რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

სეს-მა მიმართვების მიღებიდან რამდენიმე დღეში მოახდინა რეაგირება, გამონაკლისს წარმოადგენდა სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სადაც სეს-მა მიმართვის მიღებიდან 7 დღეში განახორციელა კონტროლი. თუმცა, დაბინძურებული ნიმუშები ვერ იპოვა. ამის მიზეზები შემდეგი იყო:

  1. მოვაჭრეს დარღვეული ჰქონდა მიკვლევადობის მოთხოვნები, ანუ შესაბამის ჩანაწერებს არ აწარმოებდა, ამიტომ ყველის მწარმოებლების დადგენა ვერ მოხერხდა.
  2. შემოწმების მომენტისათვის ობიექტში ყველი არ იყიდებოდა.
  3. ერთ შემთხვევაში დაბინძურებული ყველი აღმოჩენილი იყო მცირე ოჯახურ მეურნეობაში, რომელზეც სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება.
  4. „დიდგორის“ ბრენდის მწარმოებლის, შპს შავნაბადას შემთხევაში, სეს საწარმოს შემოწმებით შემოიფარგლა, დარღვევები ვერ გამოავლინა და დაბინძურებული პარტია არ მოუძიებია.

რაც შეეხება მიმართვების ადრესატებისადმი წერილობითი პასუხების გაცემის ვადებს, 7-დან 5 შემთხვევაში იგი აღემატებოდა 20 დღეს, აქედან 2 შემთხვევაში 32 და 38 დღე შეადგინა.

მთლიანობაში, სეს-ის რეაგირება შეიძლება დადებითად შევაფასოთ.

კითხვის ნიშნები რჩება, „დიდგორის“ ყველის შემოწმებასთან დაკავშირებით.

დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება საჩივრების ადრესატებისადმი პასუხების გაცემის ვადები.

შემოწმებული ყველის ნიმუშების მცირე რაოდენობის მიუხედავად, დარღვევების რაოდენობისა და ნიმუშების აღების საკმაოდ ფართო არეალის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ არაეტიკეტირებული ყველის მიკვლევადობა და ჰიგიენური მდგომარეობა პრობლემას წარმოადგენს.

19.10.2023

კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები