კამპანია რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის შესამოწმებლად

საქართველოს კანონმდებლობით, პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით არის ჩანაცვლებული, არ წარმოადგენს რძის ნაწარმს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში, საქართველოში მცენარეული ცხიმების შერევით ფალსიფიცირებული რძის ნაწარმი იყიდება. შესაბამისად, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად, სხვა პროდუქტს იძენს.

როგორც ცნობილია, მცენარეული ცხიმი ჩვეულებრივად გამოიყენება საკვებად და, როგორც ასეთი, საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის ნორმალური განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის დაბალანსებულ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რის ერთ-ერთ ნაწილსაც, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით, რძის ნაწარმიც წარმოადგენს.

გარდა ამისა, ადამიანი მატერიალურადაც ზარალდება, როდესაც რძისა და რძის ნაწარმის შესაბამის ფასს ფალსიფიცირებულ პროდუქციაში იხდის.

მცენარეული ცხიმების შერევით რძის ნაწარმის ფალსიფიკაციას, სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) აკონტროლებს. ეს უწყება, სავაჭრო ქსელში არსებულ პროდუქტებში, რძის ცხიმის სისუფთავეს ყოველწლიურად ამოწმებს:

წელი

2023 (6 თვე)

2022

2021

ნიმუშის რაოდენობა

113 მოგვიანებით სეს-მა 2023 წლის 9 თვის შედეგები გამოაქვეყნა, რის თანახმადაც 216 ნიმუში შეამოწმა და 7 დარღვევა გამოავლინა.

100

116

დარღვევა

3

6

10

დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სეს ავალებს მეწარმეებს სურსათის შესაბამისი პარტიები სავაჭრო ქსელიდან ამოიღონ და ეტიკეტირების წესების დარღვევის გამო, მწარმოებლებს ან დისტრიბუტორებს 200-დან 500 ლარამდე თანხით აჯარიმებს.

2021 წლიდან, სეს-მა რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების გამოვლენის შემთხვევების შესახებ  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეტყობინება დაიწყო, რადგან აღნიშნული ფაქტები სისხლისსამართლებრივი დანაშაულის, ფალსიფიკაციის ნიშნებსაც შეიცავს, და ასეთ დროს, ჯარიმებზე  უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული. თუმცა, სისხლისსამართლებრივი დანაშაულების გამოძიებას დამატებითი მტკიცებულებები და გაცილებით მეტი  დრო სჭირდება. 2023 წლის 1 მარტის მონაცემებით, კანონდამრღვევებს სულ ორ საქმესთან დაკავშირებით დაეკისრათ  პასუხისმგებლობა.

ასე რომ, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვანი სახელმწიფო უწყება ისევ სეს-ია. თუმცა, მომხმარებლის უფლებების დასაცავად მხოლოდ სახელმწიფოს იმედად ვერ ვიქნებით. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ თავად მომხმარებელთა აქტიურობაა აუცილებელი. მით უფრო, რომ, ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საქართველოში სურსათის უვნებლობისა და ფალსიფიკაციის სახელმწიფო კონტროლს ჯერჯერობით ეფექტიანს ვერ დავარქმევთ. რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისთვის,  წელიწადში თუნდაც 100 ნიმუშის შემოწმებაც არ არის ბევრი, ვინაიდან სავაჭრო ქსელში არსებული რძის ნაწარმის რაოდენობა გაცილებით მეტია.

სწორედ ამიტომ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია წლების განმავლობაში, შეძლებისდაგვარად ახდენს მომხმარებლის უფლებების დამცველი სახელმწიფო უწყებებისა და სამომხმარებლო  ბაზრის მონიტორინგს, მათ შორის, რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის კუთხით.

2015 წელს, სწორედ ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ და რძის ნაწარმის სახელწოდებით მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა (იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/6331). მას შემდეგ, ჩვენ რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისთვის, რამდენჯერმე შევამოწმეთ რძის ნაწარმი,  არაერთი დარღვევა გამოვავლინეთ, შევატყობინეთ სეს-ს და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებაში დავეხმარეთ (ჩვენი ბოლო შემოწმების შედეგები იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98/6737?f=1).

ჩვენ ვანახლებთ საზოგადოებრივ მონიტორინგს რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის შესამოწმებლად  და ამ მიზნით თანხების შეგროვებას ვიწყებთ. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ამ საქმეში საკუთარი მოქალაქეობრივი წვლილი შეიტანოს.

ძირითადად, ჩვენი ორგანიზაცია პროდუქციის კვლევას უცხოურ დონორ ორგანიზაციათა დაფინანსებით ახორციელებს. თუმცა, რამდენიმე შემოწმება მოქალაქეთა შემოწირულობების მეშვეობითაც ჩავატარეთ. ინიციატივისათვის გამიზნულ სახსრებს ამჯერადაც მოქალაქეებისაგან ვაგროვებთ, რადგან სურსათის ფალსიფიკაციის კვლევისათვის  დონორების დაფინანსება ამჟამად არ გვაქვს. დონორების მხარდაჭერით მხოლოდ ინიციატივის წარსამართად საჭირო ადმინისტრაციული და საკომუნიკაციო ხარჯები იფარება. 

შეგროვებული თანხით შევიძენთ და შევამოწმებთ საქართველოს სავაჭრო ქსელში წარმოდგენილ რძის ნაწარმს. ლაბორატორიაში თითო ნიმუშის შემოწმება 70 ლარი ღირს. რაც უფრო მეტი თანხა შეგროვდება, მით უფრო მეტი ნიმუშის შემოწმებას შევძლებთ. 

შემოწირული თანხების დეტალურ ანგარიშგებას, ლაბორატორიული კვლევის შედეგებსა და სხვა სიახლეებს, ტრადიციულად, ჩვენს საიტსა და ფეისბუქის გვერდზე გამოვაქვეყნებთ. 

კამპანიის მსვლელობისას, რეგიონებში შეხვედრები გაიმართება, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ ორგანიზატორებისაგან მიიღონ.  საიტი და ფეისბუქის გვერდი ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს და ნებისმიერ მსურველს შეეძლება კითხვების დასმა. 

თანხების შეგროვება 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კამპანიის განხორციელების შედეგად:

  • მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას შემოწმებული რძის ნაწარმის შემადგენლობის შესახებ, რაც მათ დაეხმარება, სურსათის შერჩევისას სწორი არჩევანი გააკეთონ.
  • დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შეტყობინებები გაიგზავნება შესაბამის მეწარმეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებსაც ჩვენი და კამპანიის მონაწილე ყველა მოქალაქის სახელით, პრობლემის სიღრმისეულად აღმოფხვრისთვის შესაბამისი  ზომების მიღებას მოვთხოვთ.
  • მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენს მომავალ ინიციატივებში, სურსათისა თუ სხვა პროდუქციის შესამოწმებლად.

თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

თი-ბი-სი ბანკი:  GE53TB7606836020100005;

საქართველოს ბანკიGE65BG0000000161129735. 

მიმღები: ()იპ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: შემოწირულობა პროდუქციის კვლევისათვის.


შემომწირველთა სახელები და მათ მიერ გაღებული თანხები საიტზე გამოქვეყნდება. თუკი კონფიდენციალურობის შენარჩუნება გსურთ, საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვის დროს, დანიშნულების ველში, გთხოვთ მიუთითოთკონფიდენციალური“.

კამპანია იმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

16.10.2023


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები