ზეთის შემოწმება

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ მცენარეული ზეთის 15 ნიმუში და გავაგზავნეთ იტალიაში, ლაბორატორია „ნეოტრონში“ უვნებლობის რამდენიმე მაჩვენებელზე შესამოწმებლად. 

ევროკავშირში მოქმედი ნორმის მიხედვით, გამოვლინდა დარღვევა ზეითუნის ზეთში „ფინალი“, დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 05.06.2025 – 05.06.2027 / YG16569. 

ნიმუშში აღმოჩნდა 3-მონოქლოროპროპანდიოლის (3-MCPD) და 3-MCPD ცხიმოვანი მჟავების ეთერების ჯამის, გამოხატული როგორც 3-MCPD ნორმის გადაჭარბება. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მე-13 ნიმუში ქვემოთა სიაში. 

მიღებული შედეგი (1600 მკგ/კგ) შესაბამისობაშია  საქართველოში ამჟამად მოქმედ ნორმასთან (2500 მკგ/კგ ზეითუნის ზეთებისათვის, რომლებიც შედგება რაფინირებული ზეითუნის ზეთისა და პირველი/პირველადი გამოწურვის ზეითუნის ზეთისგან). თუმცა, 2026 წლის 1 ივნისიდან, ეს ნორმა, ევროკავშირის მსგავსად, 1250 მკგ/კგ ხდება და, ასეთი შედეგის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოშიც დარღვევად ჩაითვლება. მეტი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია. ასე რომ, ამ პროდუქტის უვნებლობა ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. საქართველოს სხვადასხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია უვნებლობის მთელი რიგი პარამეტრებისა, რომლებსაც ზეთი უნდა აკმაყოფილებდეს. ამავე დროს, ზეთი დიდი საფრთხის შემცველ პროდუქტად არ ითვლება და სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მისი შემოწმების მასშტაბი მცირეა. 2023 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უვნებლობის მაჩვენებლებზე ზეთის მხოლოდ 11 ნიმუში შეამოწმა და ისიც მხოლოდ პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობაზე. ვინაიდან უვნებლობის პარამეტრებზე ზეთის შესამოწმებლად საქართველოში დანერგილი ლაბორატორიული კვლევების სახეობები შეზღუდულია, ნიმუშები საზღარგარეთ გაიგზავნა. დარღვევები არ გამოვლენილა.

რაც შეეხება საბაჟო საზღვარზე, იმპორტირებული პროდუქციის შემოწმებას, პროცედურა ზეთის ნიმუშების უვნებლობის მაჩვენებლებზე შემოწმებას არ ითვალისწინებს, მცირე გამონაკლისების გარდა (როგორებიცაა აზერბაიჯანში წარმოებული თხილის ზეთი, კოტ-დ'ივუარსა და განაში წარმოებული პალმის ზეთი). 

ჩვენმა კვლევამ მოიცვა უვნებლობის ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა: 
1.    3-მონოქლოროპროპანდიოლის (3-MCPD) და 3-MCPD ცხიმოვანი მჟავების ეთერების ჯამი, გამოხატული როგორც 3-MCPD;
2.    გლიციდილის ცხიმოვანი მჟავების ეთერები, გამოხატული როგორც გლიციდოლი;
3.    ქლორპირიფოსი.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილ მაჩვენებლებზე ლაბორატორიული კვლევები არ ტარდება.

საქართველოში 3-MCPD ზეთში ნორმირებულია სურსათში ზოგიერთი  დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება №567), დანართის პ. 4.3. 

გლიციდოლი ზეთში ამჟამად არ არის ნორმირებული. თუმცა, 2026 წლის 1 ივნისიდან უნდა იყოს ნორმირებული იმავე დასახელების ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ (საქართველოს მთავრობის დადგენილება №127, სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, რეგლამენტის დანართის პ. 5.4.1 და 5.4.2).

რაც შეეხება ქლორპირიფოსს, ეს არის პესტიციდი, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით, არ შედის იმ პესტიციდების შემადგენლობაში, რომელთა შემცველობაც ზეთშია დაშვებული.

3-MCPD-ითა და გლიციდოლით ზეთის დაბინძურება წარმოების პროცესშია შესაძლებელი, ხოლო ქლორპირიფოსით შესაძლებელია ის ნედლეული (მზესუმზირა, სიმინდი, ზეთისხილი თუ სხვა) იყოს დაბინძურებული, რომლისგანაც ზეთი მზადდება.

ზემოაღნიშნული მაჩვენებლები შეირჩა ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებლების მიერ ბოლო წლების მანძილზე ზეთებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით /https://food.ec.europa.eu/food-safety/rasff_en; 2024 Annual Report, Alert & Cooperation Network, European Commission, გვ. 11/.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, ზეთის თითოეული ნიმუში ყველა შესაძლო დამაბინძურებელზე ვერ შემოწმდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარზე ბევრი რუსეთში წარმოებული ზეთი გვხვდება, სამწუხაროდ, ამ პროდუქციის შესამოწმებლად გაგზავნა ვერ შევძელით. დაწესებული სანქციების გამო, იტალიის საბაჟოდან გვაცნობეს, რომ რუსული პროდუქციის მიღება ვერ მოხდება. შესაბამისად, შევიძინეთ სხვა ქვეყნებში წარმოებული მცენარეული (მზესუმზირის, სიმინდისა და ზეითუნის) ზეთის ნიმუშები, რომლებიც ქსელურ მაღაზიებში იყიდება, როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში, რამდენის შემოწმების საშუალებასაც კვლევისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი იძლეოდა.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული ნივთიერებებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისათვის მომდინარე საფრთხეებს:

სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, საქართველოში მოქმედი ნორმების დარღვევა არ გამოვლინდა. თუმცა, ეს შედეგი დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან:
•   ერთ პროდუქტში ევროკავშირში მოქმედი ნორმის დარღვევა გამოვლინდა; 
•   მხოლოდ 15 ნიმუშის შემოწმება მთელი ქვეყნის ბაზარზე არსებული მდგომარეობაზე სათანადო წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის, მით უფრო, რომ რუსული წარმოების პროდუქციის შემოწმება, რომელიც ბაზრის დიდ სეგმენტს იკავებს, ვერ მოხერხდა.

ამგვარად, საჭიროა, რომ გაფართოვდეს იმ მაჩვენებლების ნუსხა, რომლებზეც მცენარეული ზეთები სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდება, სულ მცირე, 3-MCPD-ის დამატებით.

შემოწმებები ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA), „საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში. CAPCA-ს თანადამფინანსებელია ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ (გერმანია). პროექტი ხორციელდება  კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების  საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი) და მისი ორი თანაპარტნიორი ორგანიზაციის: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ.

ქვემოთ მოცემულია შემოწმებული ნიმუშების სია:

 

1. 

პროდუქტის დასახელება: სიმინდის ზეთი "ფინალი"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს Baki Qida va Yag Fabriki/აზერბაიჯანი

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 18.09.2025 – 18.03.2027 / YG17350

შესყიდვის ადგილი: ცინცაძის #12, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

_____________________________________________________________

2. 

პროდუქტის დასახელება: სიმინდის ზეთი "რენკი"

მწარმოებელი/ქვეყანა: ინკორ. "იონჯა ფუდ ინდასტრიზ"/თურქეთი

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 08.10.2025 -08.10.2027 / 450019587-14-793

შესყიდვის ადგილი: ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტ. #4, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

______________________________________________________________________

3

პროდუქტის დასახელება: ზეითუნის ზეთი "კრისტალი"

მწარმოებელი/ქვეყანა: Ticaret ve Sanayi Kontuvari T.A.S../თურქეთი

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 18.09.2025-18.03.2027 / A25073-311

შესყიდვის ადგილი: ცინცაძის #12, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

_______________________________________________________________

4. 

პროდუქტის დასახელება: მზესუმზირის ზეთი "ოლეინა"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "დნეპრის ზეთის ქარხანა"/უკრაინა

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 25.10.2025 – 24.10.2027 / L-314-1

შესყიდვის ადგილი: ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტ. #4, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

_______________________________________________________________

5. 

პროდუქტის დასახელება: მზესუმზირის ზეთი "ზალატოე სოლნიშკო"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს Baki Qida va Yag Fabriki/აზერბაიჯანი

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 11.09.2025 -11.03.2027 / YG17268

შესყიდვის ადგილი: ქავთარაძის ქ. #1, მაღაზია "გუდვილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

_______________________________________________________________

6. 

პროდუქტის დასახელება: სიმინდის ზეთი "ბარაქა"

მწარმოებელი/ქვეყანა: "Yonca Gida Sanayi" A.S./თურქეთი

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 16.06.2025 – 16.06.2027 / 450019587-14-490

შესყიდვის ადგილი: ქავთარაძის ქ. #1, მაღაზია "გუდვილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

_____________________________________________________________________

7. 

პროდუქტის დასახელება: ზეითუნის ზეთი "სვანიძე"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "დომეინ სვანიძე"/საქართელო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 06.07.2025 -06.01.2027 / 0225001

შესყიდვის ადგილი: ცინცაძის #12, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

__________________________________________________________________

8. 

პროდუქტის დასახელება: მზესუმზირის ზეთი "ფინალი"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს Baki Qida va Yag Fabriki/აზერბაიჯანი

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 22.07.2025 – 22.01.2027 / YG16949

შესყიდვის ადგილი: ანჯაფარიძის #32, მაღაზია "ფრესკო შოფინგ ცენტრი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

___________________________________________________________________

9.  

პროდუქტის დასახელება: ზეითუნის ზეთი "ჯეოლივი"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ქართული ზეთისხილი"/საქართელო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 13.08.2025-10.02.2027

შესყიდვის ადგილი: ცინცაძის #12, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

_______________________________________________________________

10. 

პროდუქტის დასახელება: სიმინდის ზეთი "კოპოლივა"

მწარმოებელი/ქვეყანა: Medsol Srl/იტალია

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 05.09.2025 – 04.09.2027 / 01F08245L1

შესყიდვის ადგილი: ცინცაძის #12, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

_____________________________________________________________________

11. 

პროდუქტის დასახელება: მზესუმზირის ზეთი "საოცრება"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს Baki Qida va Yag Fabriki/აზერბაიჯანი

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 16.09.2025 – 16.03.2027 / YG17272

შესყიდვის ადგილი: ანჯაფარიძის #32, მაღაზია "ფრესკო შოფინგ ცენტრი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

_______________________________________________________________________

12. 

პროდუქტის დასახელება: მზესუმზირის ზეთი "ჩვენი სუფრა"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს Baki Qida va Yag Fabriki/აზერბაიჯანი

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 21.07.2025 – 21.01.2027 / YG16955 

შესყიდვის ადგილი: ანჯაფარიძის #32, მაღაზია "ფრესკო შოფინგ ცენტრი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

__________________________________________________________________

13. 

პროდუქტის დასახელება: ზეითუნის ზეთი "ფინალი"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს Baki Qida va Yag Fabriki/აზერბაიჯანი

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 05.06.2025 – 05.06.2027 / YG16569 

შესყიდვის ადგილი: ცინცაძის #12, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ევროკავშირში მოქმედი ნორმის დარღვევა (ანალიზის შედეგი)

_________________________________________________________________________

14. 

პროდუქტის დასახელება: რაფინირებული ზეითუნის ზეთი "Luglio"

მწარმოებელი/ქვეყანა: Medsol Srl/იტალია

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 07.04.2025-06.04.2027 / 03C04092L1

შესყიდვის ადგილი: ცინცაძის #12, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

____________________________________________________________________

15. 

პროდუქტის დასახელება: მზესუმზირის ზეთი "Mocuze"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს Baki Qida va Yag Fabriki/აზერბაიჯანი

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 15.10.2025 – 15.04.2027 / YG17615

შესყიდვის ადგილი: ცინცაძის #12, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ანალიზის შედეგი)

29.12.2025


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია