პროდუქტის უსაფრთხოების კონტროლი

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას გავუგზავნეთ 33 საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიმართვა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. საქმე ისაა, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქტების დიდი უმრავლესობა უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. სამწუხაროდ, ამ პრობლემას არც საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ზემოაღნიშნული კანონის ცვლილებები აგვარებს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები იყო: 

• „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მოქმედება არ შეიზღუდოს გარკვეული სახის პროდუქტებით და რომელიმე პროდუქცია კანონის ჩარჩოებს მიღმა არ დარჩეს.
• ხელისუფლებამ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, ყველა სახეობის პროდუქტზე სახელმწიფო კონტროლის დასანერგად.

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ ჩვენი მოთხოვნები არ გაითვალისწინა და კანონპროექტში ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებები არ შესულა.

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცებისა და მის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო პოლიტიკის ახალი ხედვის გაცნობის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა შეიცვლება და, მათ შორის, ჩვენი ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებაც შესაძლებელი გახდება. ამიტომაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს ჩვენი 2018 წლის მარტის მიმართვა გავუგზავნეთ. პასუხის მიღებისთანავე ამის თაობაზე გავავრცელებთ ინფორმაციას.

04.07.2018


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები