პროდუქტებზე დატანილი ეკონიშნები

ადამიანის  ჯანმრთელობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარემოს სისუფთავეზე და უვნებელ პროდუქტებზე. დღესდღეობით მილიონობით ადამიანი ცდილობს  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შეიძინოს.

სასურსათო პროდუქტებზე დატანილი ეკომარკირება აწვდის ინფორმაციას მომხმარებელს, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, რომ იგი  უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე ნედლეული, წარმოება, ტრანსპოტირება, რეალიზაცია, მოხმარება გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ეკომარკირება ეტიკეტზე დაიტანება  ეკოლოგიურ მოთხოვნებზე პროდუქტის სერტიფიცირების შემდეგ. იგი დეტალურად არ აღწერს პროდუქტის თვისებებს და შემადგენლობას, მიუხედავად იმისა, რომ პროდუტის ხარისხი მხედველობაში მიიღება სერტიფიცირების დროს.

სხვადასხვა ქვეყნების ეკოსერტიფიკაციის ორგანიზაციებს აერთიანებს 1994 წელს შექმნილი ეკომარკირების დამოუკიდებელი  არაკომერციული საერთაშორისო ასოციაცია „ეკომარკირების გლობალური ქსელი“ - The Global Ecolabelling Network (GEN). GEN-ის მიერ განსაზღვრულია ეკომარკირების ფერები: ცისფერი და მწვანე, შავი თეთრ ფონზე, და თეთრი შავ ფონზე გაგაცნობთ ზოგიერთ ეკონიშანს, რომელიც სხვადასხვა პროდუქტზე შეიძლება შეგხვდეთ.

„ცისფერი ანგელოზი“ - ეს სიმბოლო გერმანიის მთავრობის ეკონიშანია და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის აღმნიშვნელია. სიმბოლო პირველად 1978 წელს გამოჩნდა. მისი ცენტრალური ფიგურა აღებულია გარემოს შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი პროგრამის აბრევიატურიდან. დღესდღეობით ასეთი ნიშანი გერმანიაში წარმოებულ დაახლოებით 12 ათას სხვადასხვა დანიშნულების პროდუქტზეა.
„ჩრდილოეთის გედი” - წარმოადგენს ხუთი ქვეყნის - შვედეთის, ნორვეგიის, ფინეთის, დანიისა და ისლანდიის ეკოლოგიური სერტიფიკაციის სიმბოლოს. შეიქმნა 1989 წელს და იმ პროდუქტებს ენიჭება, რომელთა წარმოებაც მინიმალურ ზიანს აყენებს გარემოს.
„ვეგანი“ - ეს ნიშანი დაიტანება  ვეგეტარიანულ პროდუქციაზე.   ნიშანი   ადასტურებს, რომ პროდუქტი არ შეიცავს ცხოველურ საკვებს. ნიშანი ეკუთვნის საზოგადოება Vegan Society -ის. იგი  1944 წელს ბრიტანეთში შეიქმნა.
 „ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა“ წარმოადგენს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთვნილებას. ეს ლოგოტიპი 2008 წლიდან დაიტანება ევროკავშირის ქვეყნების მწარმოებელთა ეკოპროდუქტებზე, რომლებიც  ეკომეურნეობების მიმართ  საფრანგეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
„ეკოლოგიური პროდუქტი“ - ეკუთვნის მოსკოვის ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის სისტემას, რომელიც  2003 წელს შეიქმნა. დაიტანება ნატურალური ნედლეულიდან წარმოებულ სურსათზე, რომლის უვნებლობის მაჩვენებლები შეესაბამება ბავშვთა კვების პროდუქტებსათვის დადგენილ მოთხოვნებს.
„შვედეთის ბუნების დაცვის საზოგადოების“ მარკირების ლიცენზია გაიცემა იმ  მეწარმეებზე, რომელთა პროდუქცია აკმაყოფილებს ეკოლოგიურ სტანდარტებს - არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, წარმოების პროცესში არ აბინძურებს გარემოს და ა.შ. გამოიყენება 1992 წლიდან.

„მწვანე წერტილი“ - ეს სიმბოლო მიგვითითებს, რომ აღნიშნული პროდუქტის წარმოება ეკოლოგიურად  სუფთა გარემოში მიმდინარეობს და მისი ნარჩენები ექვემდებარება გადამუშავებას. ეს ეკონიშანი ეკუთვნის 1991 წელს გერმანიაში შეიქმნილ სააქციო საზოგადოებას - Duales System Deutschland (DSD). DSD გამოყენებული და გადამუშავებას დაქვემდებარებული შესაფუთი მასალების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დახარისხების ორგანიზებას ახდენს. იგი ფინანსდება სალიცენზიო მოსაკრებლით, რომელსაც იხდიან ეკომარკირება „მწვანე წერტილი“-ს მქონე შესაფუთი მასალების მწარმოებლები და ის მეწარმეები, რომლებიც ამ შესაფუთ მასალას იყენებენ. 1993 წ-დან  „მწვანე წერტილს“ შეუერთდნენ ევროკავშირსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ევროკავშირის ეკონიშანი - 1992 წ. ევროკომისიამ მოიწონა საერთო ევროპული  ნებაყოფლობითი ეკოლოგიური პროგრამა.  „ეკონიშანი“ იმ პროდუქტებსა და მომსახურებას ენიჭება, რომლებიც გარემოს დაცვის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ: ნაკლებად აბინძურებენ გარემოს, ახასიათებთ ექსპლოატაციის დიდი ვადები და ექვემდებარებიან გადამუშავებას.

ეკონიშანი „დედამიწისადმი მეგობრული“ (Earth Friendly) მიღებულია იაპონიის გარემოს დაცვის ასოციაციის (The Japan Environment Association) მიერ და აღნიშნავს რომ ამ ნიშნის მქონე პროდუქციის წარმოება ნაკლებად აბინძურებს გარემოს. სასერტიფიკაციო კრიტერიუმები მოიცავს პროდუქციის სასიცოცხლო ცილკის ყველა ეტაპს (ნედლეულის დამზადება-მოპოვება, წარმოება, გამოყენებ, უტილიზაცია). ეკომარკირება ფუნქციონირებს 1989 წ.-დან.

„მწვანე ბეჭედი“ შექმნილია GEN-ის წევრი, ამავე სახელწოდების მქონე ეკოლოგიური სერტიფიკაციის ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ (აშშ).   დაარსების  დღიდან (1989 წ.)  მის მიერ გაცემული სერტიფიკატებიი ამტკიცებს პროდუქციის უვნებლობას ადამიანისა და გარემოს მიმართ. 

„სიცოცხლის ფოთოლი“   ეკუთვნის რუსეთის ეკომარკირების სისტემას, რომელიც  ჩამოყალიბდა 2007 წელს. ეკონიშანი შემუშავებულია სანკ-პეტერბურგის ეკოლოგიური კავშირის «Листок жизни»-ს მიერ, რომელმაც რუსეთში პირველმა მოიპოვა   უფლება გასცეს პროდუქციის საერთაშორისო დონის  ეკოლოგიური სერტიფიკატი.

 

„მწვანე წერო“ უკრაინის ეკონიშანი ოფიციალურად რეგისტრირებულია GEN-ის მიერ 2004 წელს და სრულად შეესაბამება პროდუქციის ხარისხზე საერთაშორისო მოთხოვნებს. ამ ეკონიშნის გამოყენების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ საწარმოებს, რომელთა პროდუქციამ  გაიარა სერტიფიცირება სრულიად უკრაინულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია  „ცოცხალ  პლანეტაში“.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. Знак качества "Голубой Ангел" - http://mirlaminata.com
  2. Экологические и этические знаки, их значение - https://elit-galand.ru
  3. Коммерческое товароведение: Учебник / Под общ. ред. д. э. н., проф. В. И. Теплова. — 4-е изд., перераб. и доп. — М.:Из. «Дашков и К°», 2012 — 696 с.
  4. Семь систем зеленой сертификации материалов – http:/green-citi.su
  5. ECOLOGO® Certification Program - https://www.ul.com
  6. Green Seal - https://www.greenseal.org/
  7. Blue Angel, The German Ecolabel - https://www.blauer-engel.de/en
  8. Nordic Swan Ecolabel - http://www.nordic-ecolabel.org/
  9. EU Ecolabel - https://ec.europa.eu/environment/ecolabel/
  10. The Japan Environment Association - https://www.jeas.or.jp/english/activ/04_label.html#02

 

 

 

28.04.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია