ტრანსცხიმის შემცველობა მარგარინებში
თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ მარგარინების (გამყარებული მცენარეული ცხიმების) ნიმუშები და გავაგზავნეთ საერთაშორისო ლაბორატორიულ ქსელ „ევროფინსში“ შემავალ თურქეთის ლაბორატორიაში, ტრანსცხიმების შემცველობაზე შესამოწმებლად. ევროკავშირში მოქმედი ნორმის მიხედვით, დარღვევა 1 ნიმუშში გამოვლინდა, ესაა საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი „ლუნა“, დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტია: 09.12.2024 - 09.12.2025 / A. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ 35-ე ნიმუში ქვემოთა სიაში. მიღებული შედეგი საქართველოში მოქმედი ნორმის მიხედვითაც დარღვევა გამოდის.
მარგარინი ფართოდ მოხმარებადი სურსათია. მას მოიხმარენ როგორც უშუალოდ მოქალაქეები, ისე საკონდიტროები, თუ კვების ობიექტები. ასე რომ, ამ პროდუქტის უვნებლობა ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯამრთელობისათვის.
ტრანსცხიმებს ბუნებრივად შეიცავს საქონლის ხორცი და რძის ნაწარმი. ტრანსცხიმი, ასევე, წარმოიქმნება მცენარეული ცხიმის თხევადიდან მყარ მდგომარეობაში გადაყვანის, ანუ მარგარინის წარმოების დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც ჰიდროგენიზაციის ტექნოლოგიური პროცესი ბოლომდე არ არის მიყვანილი. ასეთი მარგარინის გამოყენებით სხვა პროდუქტების შეწვის ან გამოცხობის დროს კი ტრანსცხიმს უკვე ეს სურსათიც შეიცავს. მცირე ოდენობით ტრანსცხიმი წარმოიშობა მცენარეული ზეთის მაღალ ტემპერატურაზე გაცხელების დროსაც. სურსათის წარმოება-გადამუშავების დროს წარმოქმნილ ტრანსცხიმებს ინდუსტრიულ ტრანსცხიმებს უწოდებენ.
როგორც სურსათში ბუნებრივად არსებული, ისე ინდუსტრიული ტრანსცხიმები თანაბრად მავნებელია. ისინი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს, რაც ადამიანთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. თუმცა, სურსათში ინდუსტრიული ტრანსცხიმის წარმოქმნისაგან თავის არიდება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირში მოქმედებს ნორმა, რომლის შესაბამისადაც, სურსათში ინდუსტრიული ტრანსცხიმის შემცველობა 100 გ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს. საქართველოში ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილ სურსათში ინდუსტრიული ტრანსცხიმის შემცველობა აკრძალულია. თუმცა, მოზრდილი ასაკის მომხმარებლებისათვის განკუთნილ სურსათთან მიმართებაში ნორმა გაცილებით ლმობიერია, ვიდრე ევროკავშირში და, ვიდრე ამას ჯანმოს რეკომენდაცია ითვალისწინებს. საქართველოში ინდუსტრიული ტრანსცხიმის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს 100 გ მზა სურსათში. მაშინ როდესაც 100%-იანი ცხიმის შემცველობა მარგარინებშიც კი არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვა სურსათზე, რომელიც ცხიმს მხოლოდ ნაწილობრივ შეიცავს.
უფრო ზუსტად, საქართველოში მოქმედი ნორმა ისეთ სურსათზე ვრცელდება, რომელიც არა ბუნებრივ, არამედ ინდუსტრიულ ტრანსცხიმს შეიძლება შეიცავდეს, კერძოდ, მხოლოდ იმ მზა სურსათზე, რომელიც შეიცავს ტრანსცხიმს, მიღებულს ისეთი პროცესებისაგან, როგორიცაა: ა) მცენარეული ცხიმის ჰიდროგენიზაცია; ბ) მცენარეული ცხიმის მაღალ ტემპერატურაზე ექსტრაქცია (არანაკლებ 110°C-ისა); გ) სურსათის შეწვა ან/და გაცხელება მცენარეულ ცხიმში.
სურსათში ინდუსტრიული ტრანსცხიმის კონტროლზე სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტია (იმპორტირების დროს) პასუხისმებელი. მათ მიერ გამოკვლეული პროდუქტებიდან, 2021-2024 წლებში დარღვევები მხოლოდ 2 ნიმუშში გამოვლინდა. ცხადია, სახელმწიფო უწყებები სურსათის კვლევებს საქართველოში მოქმედი ნორმის შესაბამისად ახდენენ. კვლევები ადგილობრივ ლაბორატორიებში მიმდინარეობს, რომლებიც დასკვნებს ქვეყანაში არსებული მოთხოვნების შესაბამისად ამზადებენ.
სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დარღვევა მხოლოდ ერთ ნიმუშში გამოვლინდა. თუმცა, ეს შედეგი დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან:
- საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი მარგარინების სახეობების რაოდენობა შეზღუდულია. ჩვენ სულ 17 დასახელების ნიმუში მოვიძიეთ და შევამოწმეთ, რომლებიც 10 კომპანიის წარმოებული იყო, ხოლო 3 დასახელებაზე მხოლოდ იმპორტიორი იყო მითითებული და არა მწარმოებელი. ანუ, მარგარინების სავაჭრო ქსელში გავრცელებულ დასახელებებთან მიმართებაში თუ ვიანგარიშებთ, გამოვლენილი დარღვევის მაჩვენებელი 6%-მდე გამოდის.
- პროდუქტი, რომელშიც ჩვენს მიერ დარღვევა გამოვლინდა საკმაოდ გავრცელებულია და მარკეტების დიდ ქსელებში იყიდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- აღნიშნულ ნიმუშში დაშვებული ზღვრის მრავალგზის გადაჭარბება გამოვლინდა, როგორც ევროკავშირის ნორმის (დაახ. 5-გზის - 10.57 გ 100 გ ცხიმში), ისე საქართველოში მოქმედი ნორმის (დაახ. 3-გზის - 6.44 გ 100 გ პროდუქტში) მიხედვით.
გამოვლენილი დარღვევა იმის თვალსაჩინო მაჩვენებელიცაა, თუ რამდენად რბილია საქართველოში მოქმედი ნორმა ჯანმოს რეკომენდებულ და ევროკავშირში მოქმედ ნორმასთან შედარებით, რაც იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ საქართველოში თავისუფლად გაიყიდოს ინდუსტრიული ტრანსცხიმების ისეთი შემცველობის სურსათი, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნე ზღვრებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
ამგვარად, საჭიროა, რომ საქართველოში მოქმედი ინდუსტრიული ტრანსცხიმის ნორმა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ჯანმოს რეკომენდაციასა და ევროკავშირში მოქმედ ნორმასთან, რათა ამ საფრთხესთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად სათანადო საფუძველი შეიქმნას.
შემოწმებები ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA), „საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში. CAPCA-ს თანადამფინანსებელია ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ (გერმანია). პროექტი ხორციელდება კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი) და მისი ორი თანაპარტნიორი ორგანიზაციის: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ.
ქვემოთ მოცემულია შემოწმებული ნიმუშების სია:
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ვიტამი"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "Baki Qlda va Yag Fabriki" / აზერბაიჯანი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 18.12.2024 - 18.09.2025 / S2
შესყიდვის ადგილი: თბილისი, აგლაძის 87, მაღაზია "ზღაპარი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
______________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ონა"
მწარმოებელი/ქვეყანა: იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 28.11.2024 - 28.11.2025 / 5 3
შესყიდვის ადგილი: თბილისი, აგლაძის 87, მაღაზია "ზღაპარი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი:არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ონა"
მწარმოებელი/ქვეყანა: იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 05.08.2024 - 05.08.2025 / 5 3
შესყიდვის ადგილი: თბილისი, აგლაძის 87, მაღაზია "ზღაპარი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ონა კრემისთვის"
მწარმოებელი/ქვეყანა: იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 16.09.2024 - 16.09.2025 / 5 3
შესყიდვის ადგილი: თბილისი, აგლაძის 87, მაღაზია "ზღაპარი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "დაჩა"
მწარმოებელი/ქვეყანა: ბუნგე პოლსკა სპ ზ ო.ო / პოლონეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 15.01.2025 - 14.07.2025 / 23
შესყიდვის ადგილი: თბილისი, აგლაძის 87, მაღაზია "ზღაპარი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ევეტი"
მწარმოებელი/ქვეყანა: იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 05.08.2024 - 05.08.2025 / 5 4
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მირცხულავას 11ა, მაღაზია "მაგნიტი" (შპს "რითეილ ჯგუფი") (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ევეტი"
მწარმოებელი/ქვეყანა: იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 13.09.2024 - 13.09.2025 / 5 3
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მირცხულავას 11ა, მაღაზია "მაგნიტი" (შპს "რითეილ ჯგუფი") (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: სპრედი ბუტერბროდებისათვის "ოლეინა კლასიკი"
მწარმოებელი/ქვეყანა: ბუნგე პოლსკა სპ ზ ო.ო. / პოლონეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 21.02.2025 - 16.02.2026 / 22
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მირცხულავას 11ა, მაღაზია "მაგნიტი" (შპს "რითეილ ჯგუფი") (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი "ლუნა"
მწარმოებელი/ქვეყანა: იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტია: 12.09.2024 - 12.09.2025 / A
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მირცხულავას 11ა, მაღაზია "მაგნიტი" (შპს "რითეილ ჯგუფი") (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: სპრედი "ტრი ჟელანია"
მწარმოებელი/ქვეყანა: ეურაზიან ფუდს / ყაზახეთი
დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 06.03.2025 - 9 თვე
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მირცხულავას 11ა, მაღაზია "მაგნიტი" (შპს "რითეილ ჯგუფი") (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: სპრედი მცენარეულ-ცხიმოვანი "სელიანკა"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ალკონდი" / რუსეთი
დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 20.01.2025 - 6 თვე
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ანგია ბოჭორიშვილის 3, მაღაზია "სუზალა" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "დაჩა"
მწარმოებელი/ქვეყანა: ბუნგე პოლსკა სპ ზ ო.ო / პოლონეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 03.04.2025 - 30.09.2025 / 12 2
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ანგია ბოჭორიშვილის 3, მაღაზია "სუზალა" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: მცენარეული მარგარინი "უსტამი"
მწარმოებელი/ქვეყანა: Marsa Yag San ve. Tic. A. S. / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 10.03.2025 - 10.03.2026 / 5 3
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მეტრო ახმეტელის მ/ტ, მაღაზია "უნივერსამი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: მცენარეული მარგარინი "უსტამი"
მწარმოებელი/ქვეყანა: Marsa Yag San ve. Tic. A. S. / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 12.03.2025 - 12.03.2026 / 5 4
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მეტრო ახმეტელის მ/ტ, მაღაზია "უნივერსამი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: სამარხვო "სანტე"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "სანტე ჯი ემ თი პროდუქტები" / საქართველო
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 07.03.2025 - 07.06.2025 / P82
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მეტრო ახმეტელის მ/ტ, მაღაზია "უნივერსამი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ონა კრემისათვის"
მწარმოებელი/ქვეყანა: იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 18.12.2024 - 18.12.2025 / 3 1
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მეტრო ახმეტელის მ/ტ, მაღაზია "უნივერსამი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_______________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ვიტამი"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "Baki Qlda va Yag Fabriki" / აზერბაიჯანი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 20.02. 2025 - 20.11.2025 / S 1
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მეტრო ახმეტელის მ/ტ, მაღაზია "უნივერსამი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
_________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ონა ფენოვანი"
მწარმოებელი/ქვეყანა: სს "მარსა იაღ სან. ვე თიჯ" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 25.09.2024 - 25.09.2025 / 5 3
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მეტრო ახმეტელის მ/ტ, მაღაზია "უნივერსამი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მდნარი მცენარეული ცხიმი "ტეკსუნი"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "Baki Qlda va Yag Fabriki" / აზერბაიჯანი
დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა/პარტიის ნომერი: 04.01.2025 - 24 თვე / 15501 PM-5
შესყიდვის ადგილი: თბილისი, მირცხულავას 9-11, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მდნარი მცენარეული ცხიმი "ტეკსუნი"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "Baki Qlda va Yag Fabriki" / აზერბაიჯანი
დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა/პარტიის ნომერი: 13.02.2025 - 24 თვე / 15823 PM-5
შესყიდვის ადგილი: თბილისი, დელისის III ქუჩა 7, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ბიზიმი"
მწარმოებელი/ქვეყანა: Kerevitas Gida Sanayi ve Ticaret A.S. / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 24.02.2025 - 24.02.2026 / 6 2
შესყიდვის ადგილი: თბილისი, დელისის III ქუჩა 7, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
____________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ონა"
მწარმოებელი/ქვეყანა: იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 11.09.2024 - 11.09.2025 / 5 3
შესყიდვის ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 62ა, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
____________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ჩვენი სუფრა"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "Baki Qlda va Yag Fabriki" / აზერბაიჯანი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 01.02.2025 - 01.11.2025 / S 1
შესყიდვის ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 62ა, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
____________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი ცხობისთვის "პიშკა"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ევდაკოვო" / რუსეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 19.11.2024 - 17.07.2025 / B 2
შესყიდვის ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 62ა, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
____________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ონა ფენოვანი"
მწარმოებელი/ქვეყანა: სს "მარსა იაღ სან. ვე თიჯ" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 23.07.2024 - 23.07.2025 / 5 3
შესყიდვის ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 62ა, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ჩვენი სუფრა"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "Baki Qlda va Yag Fabriki" / აზერბაიჯანი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 20.12.2024 - 20.09.2025 / S2
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ცინცაძის 37, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი ცხობისთვის "პიშკა"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ევდაკოვო" /რუსეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 31.01.2025 - 28.09.2025 / B 1
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ცინცაძის 37, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ვიტამი"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "Baki Qlda va Yag Fabriki" / აზერბაიჯანი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 19.02.2025 - 19.11.2025 / S 1
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ცინცაძის 37, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: სამარხვო "სანტე"
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "სანტე ჯი ემ თი პროდუქტები" / საქართველო
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 03.04.2025 - 03.07.2025 / P 120
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ცინცაძის 37, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "სანა კლასიკური"
მწარმოებელი/ქვეყანა: Upfield Istanbul Gida Uretim / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 06.12.2024 - 06.08.2025 / BNO.01 3
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ცინცაძის 37, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "ონა კრემისთვის"
მწარმოებელი/ქვეყანა: იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 12.12.2024 - 12.12.2025 / 5 4
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ცინცაძის 37, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: სპრედი "ტრი ჟელანია"
მწარმოებელი/ქვეყანა: ეურაზიან ფუდს / ყაზახეთი
დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 23.12.2024 - 9 თვე
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ცინცაძის 37, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: მარგარინი "დაჩა"
მწარმოებელი/ქვეყანა: ბუნგე პოლსკა სპ ზ ო.ო / პოლონეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 13.03.2025 - 09.09.2025 / 33
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ცინცაძის 37, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: სპრედი ბუტერბროდებისათვის "ოლეინა კლასიკი"
მწარმოებელი/ქვეყანა: ბუნგე პოლსკა სპ ზ ო.ო. / პოლონეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის ნომერი: 31.10.2024 - 26.10.2025 / 12 2
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ცინცაძის 37, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
___________________________________________________
პროდუქტის დასახელება: საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი "ლუნა"
მწარმოებელი/ქვეყანა: იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია" / თურქეთი
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტია: 09.12.2024 - 09.12.2025 / A
შესყიდვის ადგილი: თბილისი, ცინცაძის 37, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)
----------
დარღვევის შესახებ წერილები გაიგზავნა პროდუქტის იმპორტიორთან, მაღაზიასთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან. პასუხების თაობაზე ინფორმაცია აქვე გამოქვეყნდება.
----------
5 ივნისს პასუხი მივიღეთ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან, რომლის თანახმადაც, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია გათვალისწინებული იქნება სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას.
05.06.2025
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია