კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი
სამი თვის ლოდინის შემდეგ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან პასუხი მოვიდა.
2009 წლის ბოლოს ჩვენ მივმართეთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კითხვით, თუ როგორ (რა საშუალებებით) უნდა გაზომოს ინტერნეტის ხარისხი მომხმარებელმა, რომელსაც პრეტენზია აქვს თავისი ინტერნეტ-პროვაიდერისადმი. სამი თვის შემდეგ მივიღეთ პასუხი, რომელშიც კომისია გვიმარტავს, რომ ინტერნეტის ხარისხი სხვადასხვა პარამეტრებზეა დამოკიდებული და რომ მისი გაზომვა სხვადასხვა პროგრამებით შეიძლება. კომისია გვირჩევს მოვთხოვოთ ინტერნეტ-პროვაიდერს ისეთი პროგრამული პაკეტის მოწოდება, რომლის საშუალებითაც გავზომავთ ინტერნეტის ხარისხს.
ჩვენ დავეყრდენით კომისიის ამ რჩევას და მოვთხოვეთ ინტერნეტ-პროვაიდერებს, გვაცნობონ, თუ რა პროგრამული პაკეტები უნდა იხმარონ მათ მომხმარებლებმა ინტერნეტის ხარისხის გასაზომად. ჩვენს საკუთარ პროვაიდერს კი (კაუკაზუს ონლაინს) მოვთხოვეთ, მოგვაწოდოს ჩვენ ასეთი პაკეტი. მივიღეთ უარი - არ გვაქვს შესაძლებლობა ასეთი პაკეტის მოწოდებისო.
ამასთან ერთად ჩვენ კვლავ მივმართეთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომ გავარკვიოთ, თუკი ინტერნეტის ხარსხის გაზომვის მეთოდი დღემდე არ დაუდგენიათ, მაშ როგორ აპირებენ რეგლამენტის მოთხოვნის შესრულებას (კომისიას ევალება ინტერნეტის ხარისხის დადგენა და მის დაცვაზე ზედამხედველობა”კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას”, რეგლამენტი ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, მუხლი 25, პუნქტი 2. . კომისიისგან მივიღეთ განმარტება, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიას არსებული პრობლემა გააზრებული აქვს და მის გადაჭრაზე მუშაობს.
18.11.2013
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია