კომუნიკაციების კომისიის განმარტება
მოვიდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი.
ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ეროვნული კომუნიკაციების კომისია კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შესრულებას მომხმარებლისადმი მიწოდებული ინტერნეტის ხარისხის შემოწმების თაობაზე”კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას”, რეგლამენტი ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, მუხლი 25, პუნქტი 2 , იმ პირობებში, როდესაც ინტერნეტის ხარისხის გაზომვის მეთოდები საქართველოში არ არის დადგენილი, მოვიდა კომუნიკაციების კომისიის განმარტება, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიას გააზრებული აქვს ეს პრობლემა და მუშაობს მის გადაწყვეტაზე.
საყურადღებოა, რომ მიუხედავად პრობლემებისა, კომისია იღებს მომხმარებელთა პრეტენზიებს ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებით და კონკრეტულ შემთხვევებში ადგენს კიდეც ინტერნეტის ხარისხს ხელმისაწვდომი საშუალებებით.
მკითხველებს ვურჩევთ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მიმართონ კომისიას კონკრეტული პრეტენზიებით ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ჩვენც ვცდით ამ საშუალების გამოყენებას და შევაფასებთ მის ეფექტურობას.
18.11.2013
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია