სოკარის რეგულარი

2012 წლის 6 ნოემბერს ფეისბუქის გვერდზე მივიღეთ გზავნილი, სადაც მომხმარებელი კონკრეტულ ბენზოგასამართ სადგურზე შეძენილი ბენზინის უხარისხობას უჩიოდა:

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს და გავარკვიეთ, რომ ბენზინის ერთი სინჯის სრული ანალიზი სულ მცირე 450 ლარი ჯდება. ვინაიდან დონორებისგან საწვავის ხარისხის გაზომვის თანხის მოპოვება ჯერჯერობით ვერ შევძელით, მომხმარებლებს მივმართეთ თხოვნით, ამ მიზნით მცირე თანხები შემოეწირათ. 2013 წლის მაისისთვის მომხმარებელთა შემოწირულობებით 300 ლარი შეგროვდა. 150 ლარი კი ანალიზისთვის ჩვენმა ორგანიზაციამ საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღო.

2013 წლის 14 მაისს ჩვენ მივაკითხეთ საბურთალოს ქუჩის 55-ში განთავსებულ სოკარის ბენზოგასამართ სადგურს ბენზინის შესაძენად. აღმოჩნდა, რომ ეს ბენზოგასამართი ”რეგულარის” მარკის ბენზინს საერთოდ არ ყიდდა. ჩვენი თხოვნით, ბენზოგასამართის თანამშრომელმა მიგვითითა სოკარის უახლოესი ბენზოგასამართი სადგური, სადაც ”რეგულარის” მარკის ბენზინი იყიდებოდა - ეს იყო ბენზოგასამართი სადგური მარიჯანის და ქავთარაძის ქუჩების კუთხეში. ჩვენ სწორედ ამ ბენზოგასამართ სადგურზე შევიძინეთ ”რეგულარის” მარკის ბენზინი შესამოწმებლად. კერძოდ, შევიძინეთ ამ ბენზინის 2 სინჯი, თითოეული 2 ლიტრის ოდენობით, რომელიც ბენზოგასამართის გამანაწილებელი ონკანიდან ჩვენს მიერ ახალშეძენილ პლასტიკის ქილებში ჩამოვასხმევინეთ:

იმავე დღეს ბენზინის ერთი სინჯი ჩაბარდა ლაბორატორიას სრული ანალიზისთვის. 16 მაისს მივიღეთ ბენზინის ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნა:

ამ დასკვნის მიხედვით გამოკვლეული პროდუქტი საქართველოში ”რეგულარის” მარკის ბენზინისთვის დადგენილ ნორმებს შეესაბამება. წყალს ან რაიმე სხვა მინარევებს პროდუქტი არ შეიცავს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ზუსტად ხდება ბენზინის ჩამოსხმა ბენზოგასამართ სადგურზე: ჩვენ ავწონეთ ბენზინის რეფერენტული ნიმუში მეტროლოგიის სამსახურის მიერ დაკალიბრებულ სასწორზე:

ნიმუშის წონასა და ლაბორატორიის მიერ დადგენილ სიმკვრივეზე დაყრდნობით გამოვიანგარიშეთ ნიმუშის მოცულობა: 20°C ტემპერატურაზე ამ ნიმუშის მოცულობა არის 1,97 ლიტრიროგორც ფოტოებიდან ჩანს, ნიმუშის წონა 1,575 - 0,110 = 1,465 კილოგრამს შეადგენს. ლაბორატორიის მიერ დადგენილი სიმკვრივე კი 20°C-ზე 0,7438 გრ/სმ3 შეადგენს. შესაბამისად, 20°C ტემპერატურაზე ამ სინჯის მოცულობა არის 1465 გრ : 0,7438 გრ/სმ3 = 1969,6 სმ3 = 1,97 ლიტრი. , 30°C ტემპერატურაზეგარემოს ტემპერატურა, როცა ჩვენ ბენზინი შევიძინეთ 29°C იყო.  კი 2 ლიტრილაბორატორიას გაზომილი აქვს ნიმუშის სიმკვრივე 15°C და 20°C-ზე. ამ მონაცემების წრფივი ექსტრაპოლაცია საშუალებას იძლევა შეფასდეს პროდუქტის სიმკვრივე 30°C-ზე როგორც 0.7342, მოცულობა კი 1,995 ლიტრი..

10.05.2015


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები