მოთხოვნები ხორცისადმი ევროკავშირში

მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად ევროკავშირში განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი ხორცისა და თევზის რამდენიმე პროდუქტისადმი. ესენია: ხორცის ფარში და ხორცის და თევზის ისეთი ნახვარფაბრიკატები, რომელთაც ერთიანი ნაჭრის/ფილეს შესახედაობა აქვს. 

კერძოდ, მკაცრად დადგენილია, თუ რისგან შეიძლება დამზადდეს პროდუქტი, რომელიც იყიდება გატარებული ხორცის/ხორცის ფარშის (minced meat) დასახელებით. ამ პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ჩონჩხის კუნთები და მიმდებარე ცხიმი. იკრძალება თავ-ფეხის (გარდა საღეჭი კუნთებისა), ტყავის, შიგნეულის და ძვლების ჩამონაფხეკის, აგრეთვე ე.წ. „მექანიკურად გამოცალკევებული ხორცის“ ეს არის ძვლებზე დარჩენილი ხორცი, რომლის ჩამოფხეკა/გამოცალკევება ძვლებიდან ხორციელდება სპეციალური მექანიკური საშუალებებით, რაც კუნთის ბოჭკოვანი სტრუქტურის კარგვას ან შეცვლას იწვევს. ინგლისურად ამ პროდუქტს ჰქვია mechanically separated meat, MSM.  გამოყენება. დაიშვება სუფრის მარილის დამატება 1%-ზე ნაკლები ოდენობით. იზღუდება ცხიმის და შემაერთებელი ქსოვილის შემცველობაც. ისინი აუცილებლად უნდა მიეთითოს პროდუქტზე შემაერთებელი ქსოვილის შემცველობა პროდუქტზე მიეთითება როგორც „კოლაგენის და ხორცის ცილების შეფარდება“ (collagen/meat protein ratio). და არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

პროდუქტის დასახელება
ცხიმი
შემაერთებელი ქსოვილი შემაერთებელი ქსოვილის წილი ხორცში განისაზღვრება, როგორც კოლაგენის წილი ხორცის სხვა ცილებში. თავის მხრივ კოლაგენის რაოდენობა განისაზღვრება ამინომჟავა ჰიდროქსიპროლინის რაოდენობის გამრავლებით კოეფიციენტ 8-ზე. იხ. 1169/2011 რეგულაციის VI დანართის ნაწილი B.
ხორცის ფარში მჭლე
(lean minced meat)
7% 12%
საქონლის ხორცის ფარში
(minced pure beef)
20% 15%
ხორცის ფარში ღორის ხორცით
(minced meat containing pigmeat)
30% 18%
[სხვა ცხოველის/ფრინველის] ხორცის ფარში
(minced meat of other species)
25% 15%

გარდა ამისა, ფარშზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, თუ კერძოდ რომელი ცხოველის/ფრინველის ხორცია გამოყენებული მის დასამზადებლად და რა რაოდენობით.

სასარგებლოა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირში, ნებისმიერ პროდუქტზე მითითებულ ინგრედიენტების ჩამონათვალში დასახელება „ხორცი“-თ აღინიშნება მხოლოდ ცხოველის/ფრინველის ჩონჩხის კუნთები არ მიეკუთვნება: 1. კუდის და თავფეხის (თავის და თათის) კუნთები, გარდა საღეჭი კუნთებისა და შიგნეულობა, გარდა დიაფრაგმისა; 2. ე.წ. "მექანიკურად განცალკევებული ხორცი" (mechanically separated meat, MSM), ანუ ძვლებზე დარჩენილი ხორცი, რომლის ჩამოფხეკა/გამოცალკევება ძვლებიდან ხორციელდება სპეციალური მექანიკური საშუალებებით, რაც კუნთოს ბოჭკოვანი სტრუქტურის კარგვას ან შეცვლას იწვევს. იხ. 1169/2011 რეგულაციის VII დანართის ნაწილი ნაწილი B, პუნქტი 17   თანმდევი ცხიმით  და შემაერთებელი ქსოვილით, ოღონდ არა უმეტეს შემდეგი რაოდენობისა:

ხორცის სახეობა ცხიმი შემაერთებელი ქსოვილი შემაერთებელი ქსოვილის წილი ხორცში განისაზღვრება, როგორც კოლაგენის წილი ხორცის სხვა ცილებში. თავის მხრივ კოლაგენის რაოდენობა განისაზღვრება ამინომჟავა ჰიდროქსიპროლინის რაოდენობის გამრავლებით კოეფიციენტ 8-ზე. იხ. 1169/2011 რეგულაციის VII დანართის ნაწილი B, პუნქტი 17 
ღორის ხორცი 30% 25%
ფრინველის ან კურდღლის ხორცი 15% 10%
ძუძუმწოვრების ხორცი სხვა 25% 25%

თუკი ხორცში ცხიმის ან შემაერთებელი ქსოვილის შემცველობა აქ მითითებულზე მეტია, ეს გადამეტებული ცხიმი და შემაერთებელი ქსოვილი უნდა მიეთითოს ცალკე, როგორც პროდუქტში დამატებული ქონი და შემაერთებელი ქსოვილი.

2014 წლის 13 დეკემბრიდან ამოქმედდება შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:

  • თუკი ხორცის ან თევზის პროდუქტი ან ნახევარფაბრიკატი გამოიყურება როგორც ერთი ნაჭერი ან ფილე, და მას დამატებული აქვს 5%-ზე მეტი წყალი, სავალდებულოა დამატებული წყლის რაოდენობის მითითება
  • თუკი ხორცის ან თევზის პროდუქტი ან ნახევარფაბრიკატი გამოიყურება, როგორც ხორცის ან თევზის ერთიანი ნაჭერი, რეალურად კი შედგება სხვა ინგრედიენტების საშუალებით გაერთიანებული ნაჭრებისგან, მასზე სავალდებულოა გაკეთდეს წარწერა: „ფორმირებული ხორცი“ (formed meat) ან „ფორმირებული თევზი“ (formed fish).
  • თუკი ხორცის ან თევზის პროდუქტები შეიცავს სხვა ცხოველისგან მიღებულ ცილებს, ეს გარემოება და ცილების წარმომავლობა სურსათის დასახელებასთან ერთად უნდა მიეთითოს.

შენიშვნა: ევროკავშირის ნორმატიული აქტების ბოლო ვერსიების სანახავად ეწვიეთ საიტს https://eur-lex.europa.eu/homepage.html?locale=en

სტატია მომზადდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში " საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა". პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად.

 

შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი ლია თოდუა.

ჩვენი პუბლიკაციები ევროკავშირის სურსათის კანონმდებლობის თაობაზე იხილეთ ბმულებზე:

 

  1. სურსათის ძირითადი კანონი;
  2. სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში;
  3. სურსათის (არასაკვები) დანამატები;
  4. სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში.

06.11.2018


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია