ევროკავშირის კანონმდებლობა მომხმარებელთა დაცვის სფეროში
ევროკავშირის კანონმდებლობა მომხმარებელთა დაცვის სფეროში ძალიან ბევრ ნორმატიულ აქტს მოიცავს. მათგან ძირითადია:
- პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოება: დირექტივა 92/59/EEC, რომელიც შემდგომ ჩანაცვლდა 2001/95/EC დირექტივით;
- საფრთხის შემცველ პროდუქციაზე პასუხისმგებლობა: დირექტივა 85/374/EEC;
- შეცდომაში შემყვანი რეკლამა: დირექტივა 84/450/EEC, რომელიც შემდგომ ჩანაცვლდა 2006/114/EC დირექტივით;
- ნაკლის მქონე პროდუქცია და გარანტიები: 99/44/EC დირექტივა;
- უსამართლო სავაჭრო პრაქტიკა: 2005/29/EC დირექტივა;
- ხელშეკრულების უსამართლო პირობები: 93/13/EC დირექტივა;
- მომხმარებელთა ზოგადი უფლებები: 2011/83/EU დირექტივა, ჩაანაცვლა გრძელ მანძილზე ვაჭრობის (distance selling) 97/7/EC დირექტივა და კარდაკარ ვაჭრობის (doorstep selling) 85/577/EC დირექტივა;
- სამომხმარებლო პროდუქციის ფასის მითითება: 98/6/EC დირექტივა;
- მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ღონისძიებები (injunctions): 98/27/EC დირექტივა, რომელიც შემდგომ ჩანაცვლდა 2009/22/EC დირექტვით. ამასთან დაკავშირებულია 2006/2004 რეგულაცია მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ეროვნული უწყებების თანამშრომლობის შესახებ.
- ელექტრონული ვაჭრობა: 2000/31/EC დირექტივა;
- დისტანციური ფინანსური მომსახურება: 2002/65/EC დირექტივა;
- სამომხმარებლო კრედიტი: 87/102/EEC დირექტივა, რომელიც შემდგომ ჩანაცვლდა 2008/48/EC დირექტივით;
მომხმარებლის უფლებების დაცვა ცალკეულ სამომხმარებლო სფეროებში:
- სურსათი
- არასასურსათო პროდუქციის/მომსახურების უსაფრთხოება:
- სათამაშოები: 88/378/EEC დირექტივა, რომელიც 2011 წლიდან ჩანაცვლდა 2009/48/EC დირექტივით;
- მედიცინა და ფარმაცია (შეივსება)
- ქიმიკატები/დეტერგენტები (შეივსება)
- სასტუმროები
- კოსმეტიკა: 76/768/EEC დირექტივა, რომელიც 2013 წლიდან ჩანაცვლდა 1223/2009 რეგულაციით;
- ელექტროსაქონელი:
- ენერგიის მოხმარება: 92/75/EEC დირექტივა, რომელიც შემდგომ ჩანაცვლდა 2010/30/EU დირექტივით;
- ეკოდიზაინი: 2009/125/EC დირექტივა.
- სამოსი:
- ტექსტილის ეტიკეტირება: რეგულაცია 1007/2011;
- ფეხსაცმლების ეტიკეტირება: 94/11/EC დირქტივა.
- ბინის ქირაობა და მოგზაურობა:
- უძრავი ქონების თანამფლობელობა და არდადეგები: 94/47/EC დირექტივა, რომელიც ჩანაცვლდა 2008/122/EC დირექტივით;
- სამოგზაურო (ტურისტული) პაკეტები (package travel): 90/314/EEC დირექტივა;
- სამგზავრო ბილეთების კომპიუტერული დაჯავშნა: 2299/89 რეგულაცია, რომელიც შემდგომ ჩანაცვლდა 80/2009 რეგულაციით;
- კომპენსაცია რეისის გაუქმების შემთხვევაში: 295/91რეგულაცია, რომელიც ჩანაცვლდა 261/2004 რეგულაციით;
- ავტობუსის მგზავრის უფლებები: 181/2011 რეგულაცია;
- წყლის ტრანსპორტის მგზავრის უფლებები:1177/2010 რეგულაცია;
- საჰაერო გადამყვანის/გადამზიდის პასუხისმგებლობანი ავარიის შემთხვევაში: 2027/97 რეგულაცია;
13.05.2017
ბოლო კომენტარები
მადლობა სწრაფი და კონსტრუქციული რეაგირებისათვის. მზად ვართ ჩვენი რეფერენს-ნიმუში თქვენთან ერ ...
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრს
პროგრამის კოორდინატორს ბ-ნ ვახტანგ ...
გამარჯობა,მჭირდება თქვენი რჩევა და შეიძლება დახმარება.19 მარტს შევიძინე უთო მეტრომარტში და პ ...
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია