6 პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქტის შემოწმება

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს გამოვაქვეყნეთ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. როგორც ვიუწყებოდით, 6 ნიმუშში შესამოწმებელი პარამეტრების ზუსტი ოდენობების განსასაზღვრად დამატებითი კვლევა გახდა საჭირო. აღნიშნული კვლევების ჩატარების შემდეგ, დარჩენილი ნიმუშების შედეგებსაც ვაქვეყნებთ. 

პროდუქცია შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების მიხედვით, გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ „ევროფინსის“ საფრანგეთის ფილიალის შუამავლობით ზოგიერთი კონსერვანტის, ტყვიისა და დარიშხნის შემცველობაზე. 

ყველა ნიმუშზე დარღვეული იყო ეტიკეტირების წესები. ეს პროდუქტები დაშვებულ პარაბენებს ან კონსერვანტ ფენოქსიეთანოლს შეიცავდა, მაგრამ ეს ეტიკეტზე არ იყო აღნიშნული, როგორც ამას ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს. გარდა ამისა, N.1 ნიმუშში მცირე ოდენობით ტყვია და დარიშხანიც აღმოჩნდა. 

ამ ტიპის პროდუქციაში ტყვიისა და დარიშხნის არსებობა აკრძალულია როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში მოქმედი ნორმების მიხედვით. თუმცა, ვინაიდან ეს ნივთიერებები ბუნებრივ გარემოში გვხდება, მათ შეიძლება შეიცავდეს პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ნედლეული, ჭურჭელი, რომელშიც ეს პროდუქციაა განთავსებული, ან ისინი პროდუქციაში საწარმოო პროცესის დროს მოხვდეს. ამიტომ ევროკავშირში დაშვებულია ტყვიისა და დარიშხნის ნარჩენების არსებობა პარფუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში, იმ შემთხვევებში, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. 

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო მცირე ოდენობით ტყვიისა და დარიშხნის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშში.

დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე იხილეთ ჩვენი 11 აგვისტოს სტატიაში https://www.momxmarebeli.ge/articles/212/6745.

ბოლოს შემოწმებული 6 პროდუქტის სია იხილეთ ქვემოთ: 

1. 

პროდუქტის დასახელება: ტონალური საცხი "ბალეტი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "სვობოდა"/რუსეთი 

ვარგისიანობის თარიღი: 02.23 

შესყიდვის ადგილი: სუფთა სახლი (ვაჟა-ფშაველას 73, მე-3 კვარტალი, კორპ. 1ა)

ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა, აღმოჩნდა ტყვია და დარიშხანი. ლაბორატორიის ოქმი


2. 

პროდუქტის დასახელება: სახის საწმენდი "ალოე"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: კოსმეტიკური კომპანია შპს "როზაიმპექსი"/ბულგარეთი

ვარგისიანობის თარიღი: 01.01.23

შესყიდვის ადგილი: სუფთა სახლი (ვაჟა-ფშაველას 73, მე-3 კვარტალი, კორპ. 1ა)

ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


3.  

პროდუქტის დასახელება: ტანის ლოსიონი "ზიაია"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ზიაია"/ პოლონეთი

ვარგისიანობის თარიღი: 09.22  

შესყიდვის ადგილი: აფთიაქი "პსპ" (ხიზანიშვილის 15)

ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


4.  

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "ბიოკონი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Medical NGO Biocon/უკრაინა

წარმოების/ვარგისიანობის თარიღი: 03.2019-03.2021

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კოსმო" (მეტრო ახმეტელის მ/ტ)

ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


5.  

პროდუქტის დასახელება: სახის საწმენდი "ბიოკონი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Medical NGO Biocon/უკრაინა

წარმოების/ვარგისიანობის თარიღი: 10.19-10.21

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კოსმო" (მეტრო ახმეტელის მ/ტ)

ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


6. 

პროდუქტის დასახელება: თმის საღებავი "რევლონი N43"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "რევლონი"/იტალია

პარტიის N: I18615A

შესყიდვის ადგილი: ქალთა ბედნიერება (გამსახურდიას 7)

ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა. ლაბორატორიის ოქმი


ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

28.09.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები