პურის შემოწმება

2025 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში შეიძინეს და ლაბორატორიებს ჩააბარეს პურის 92 ნიმუში. ნიმუშები უვნებლობის სხვადასხვა მაჩვენებელზე შემოწმდა.

სავარაუდო დარღვევა, კერძოდ, რადიაციის (ცეზიუმ-137) მომატებული დონე გამოვლენილია 2 ნიმუშში, რომლებიც წარმოებულია შემდეგი ბიზნესოპერატორების მიერ: ინდმეწარმე კესო ბაბუაძე და შპს მბკ პური.

იხილეთ ქვემოთ, სიაში N 56 და 57.

დარღვევები „სავარაუდოდ“ ითვლება, ვინაიდან, აღნიშნული ლაბორატორიული კვლევების შედეგებს უზუსტობის გარკვეული ამპლიტუდა (+-) ახლავს (რაც ლაბორატორიულ კვლევებში საკმაოდ ხშირია), რომლის გათვალისწინებითაც, დამაბინძურებლის ოდენობა შეიძლება დაშვებულ ზღვარს არ აჭარბებდეს, თუმცა, შეიძლება პირიქით, მნიშვნელოვნად აღემატებოდეს კიდეც.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთა სიაში. 

სავარაუდო დარღვევების შესახებ წერილები გაიგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს) და შესაბამის მეწარმეებთან. 29 ოქტომბერს მივიღეთ სეს-ის პასუხი, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნული მეწარმეების მიერ 16 ოქტომბერს დამზადებული თითო პურის ნიმუში ლაბორატორიულად იქნა გამოკვლეული რადიაციასა და მძიმე ლითონებზე. ნორმების გადაჭარბება არ გამოვლენილა.

ამავე დროს, სეს-ის თანახმად, ჩატარდა შპს მბკ პურისა და ი.მ. კესო ბაბუაძის სახელმწიფო კონტროლი, რის შედეგადაც შპს მბკ პურში დაფიქსირდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა (წარმოებულ სურსათს, პურს და ფუნთუშას არ გააჩნდა ეტიკეტი), რის გამოც მეწარმე დაჯარიმდა. სეს-ის პასუხიდან გაურკვეველი დარჩა, მის მიერ გამოკვლეული ნიმუშები იმავე პარტიების ფქვილით თუ იყო დამზადებული, რომლითაც ჩვენი ინიციატივის ფარგლებში აღებული ნიმუშები. ამის თაობაზე დამატებით მივწერეთ სააგენტოს. 10 ნოემბერს მიღებული პასუხით, უწყებამ გვაცნობა, რომ მის მიერ განხორციელებული მიკვლევადობის შედეგად დაადგინა, რომ სეს-ის მიერ შემოწმებულ ნიმუშებში „ინგრედიენტად გამოყენებულია ფქვილის იგივე პარტიები, რომლითაც დამზადებული იყო ა(ა)იპ რაჭის სათემო ორგანიზაციის მიერ აღებული ნიმუშები.“  

-------------

აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დარღვევების დადასტურების შემთხვევაშიც კი, მიღებული შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ ცალკეული დაბინძურებული ნიმუშების მოხმარების შემდეგ ადამიანს ჯანმრთელობის გართულებები შეენიშნება, თუმცა, ცხადია, ზემოაღნიშნული სახის დაბინძურება ორგანიზმზე უარყოფითად აისახება და, მცირე დოზებით ხანგრძლივი ზემოქმედების დროსაც სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნას უწყობს ხელს. 

დამატებითი კვლევების გარეშე რთული სათქმელია რას შეიძლება გამოეწვია პურის რადიაციით დაბინძურება. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს ხორბალი, გარემოს დაბინძურების შედეგად, ან სხვა წყაროები, რომლებსაც შესაძლოა ხორბალზე, ფქვილზე, ან საბოლოოდ, პურზე ზემოქმედება მოეხდინა, პროდუქტების გადაზიდვის, გადამუშავების, წარმოების ან შეფუთვა-დაფასოების ეტაპებზე.

-------------

პური ფართოდ მოხმარებადი, საბაზისო სურსათია, რომლის უვნებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველოს სხვადასხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია უვნებლობის მთელი რიგი პარამეტრებისა, რომლებსაც პური უნდა აკმაყოფილებდეს.

ამავე დროს, პური დიდი საფრთხის შემცველ პროდუქტად არ ითვლება და სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, პურის, ფქვილისა და ხორბლის შემოწმების მასშტაბი მცირეა. ლაბორატორიული კვლევები უვნებლობის მთელ რიგ პარამეტრებსაც ვერ მოიცავს. მაგალითად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) 2024 წლის მანძილზე პურის მხოლოდ 4 და ფქვილის 11 ნიმუში შეამოწმა, ხოლო 2023 წელს - პურის 10 ნიმუში. შემოწმებებმა მოიცვა მძიმე ლითონები და რადიაცია.

რაც შეეხება საბაჟო საზღვარზე, იმპორტირებული პროდუქციის შემოწმებას, პროცედურა ხორბლის ფქვილისა და ხორბლის ნიმუშების უვნებლობის პარამეტრებზე შემოწმებას არ ითვალისწინებს და პროდუქციის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებით შემოიფარგლება, რაც მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადასტურებს.

ჩვენმა კვლევებმა მოიცვა უვნებლობის ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა მიკოტოქსინები, რადიაცია და მძიმე ლითონები. ეს პარამეტრები ნორმირებულია შემდეგი ნორმატიული აქტებით:

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პურში აფლატოქსინ B1-ის შემოწმებამ. ლაბორატორიებს ასეთი კვლევები დანერგილი აქვთ, თუმცა, ზოგიერთი ლაბორატორია თვლის, რომ აღნიშნული პარამეტრი საქართველოს კანონმდებლობით პურში არ არის ნორმირებული, ზოგიერთს კი საპირისპირო შეხედულება აქვს. შესაბამისად, იმ ნიმუშების ნაწილზე, რომლებიც აფლატოქსინ B1-ზე შემოწმდა, ლაბორატორიების ოქმებში მოქმედი ნორმების შესახებ განსხვავებული ჩანაწერებია.

ამ საკითხის დასაზუსტებლად წერილობით მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, სეს-ს. ამ უკანასკნელის პასუხის თანახმად, აფლატოქსინი B1 ნორმირებულია მარცვლოვნებში, ბურღულეულსა და ფქვილში, მაგრამ არა პურში. სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად კი აფლატოქსინი B1 პურშიც ნორმირებულია. როგორც ვხედავთ, ეს ორი უწყება კანონმდებლობის განსხვავებულ ინტერპრეტაციას ახდენს და მათი პოზიციების შეთანხმება აუცილებელია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, პურის თითოეული ნიმუში ყველა შესაძლო დამაბინძურებელზე ვერ შემოწმდა.

გარდა ამისა, მთელ რიგ ნიმუშებში გამოვლინდა ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევები, კერძოდ: 

  • „კიცხის პური“, „ბუღაძის პური“, შპს მადაგონი 2-ის წარმოებული კახური შოთი, გუდვილის თონის პური, აგროჰაბის ბატონი და ბოროდინული დაფასოებული იყო, მაგრამ დამზადების თარიღები არ ეწერა, რაც მოთხოვნილია ტექნიკური რეგლამენტით „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების  თაობაზე“, მ. 7, 8 და მ. 8, 1, ნ). დამატებითი ინფორმაციისათვის ქვემოთა სიაში იხილეთ ნომრები 12, 15, 19, 35, 39, 40.
  • პურების „უკრაინკა“, „მხნეობა“ და „ოქროს პური“ ეტიკეტებზე მხოლოდ შპს-ების ტელეფონის ნომრები ეწერა და არა მისამართები, რაც მოთხოვნილია ტექნიკური რეგლამენტით „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების  თაობაზე“, მ. 7, 8 და მ. 8, 1, თ). დამატებითი ინფორმაციისათვის ქვემოთა სიაში იხილეთ ნომრები 29, 31, 37.
  • „ქვიტირის პურის“ ეტიკეტზე ეწერა „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი“. საქართველოს კანონმდებლობის თანხმად (სურსათის კოდექსი მ. 18,3; მთავრობის დადგენილება ბიოწარმოების შესახებ მ. 15), სურსათის ეტიკეტზე ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციით დასატანად, პროდუქტი ბიოწარმოების სპეციალური წესის შესაბამისად უნდა იყოს წარმოებული და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა მიიღოს. სურსათის ეტიკეტზე კი მითითებული უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და/ან ლოგო. ზემოაღნიშნული პროდუქტის ეტიკეტზე სერტიფიკაციის ორგანოს რეკვიზიტები არ იყო მითითებული, რაც დარღვევაა. დამატებითი ინფორმაციისათვის ქვემოთა სიაში იხილეთ ნომერი 5.
ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ წერილები გაიგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მეწარმეებთან.
 
„ქვიტირის პურის“ თაობაზე 14 ნოემბერს მივიღეთ პასუხი სეს-იდან, რომლის თანახმადაც პურის მწარმოებელთან (ი/მ თეიმურაზ მეფარიშვილი) განხორციელდა ინსპექტირება. ეტიკეტირების წესის დარღვევის გარდა, აღმოჩნდა, რომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე სურსათის ბიზნესოპერატორად არ იყო რეგისტრირებული. გარდა ამისა, საწარმოში გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობები. კანონდებლობის მოთხოვნების მიხედვით, რეგისტრაციის გავლამდე, მეწარმეს დაევალა საქმიანობის შეჩერება და დაჯარიმდა 500 ლარით. 
 
„კიცხის პურისა“ და „ბუღაძის პურის“ თაობაზე 9 დეკემბერს მივიღეთ პასუხი სეს-იდან, რომლის თანახმადაც პურების მწარმოებლებთან განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი. ეტიკეტირების წესების დარღვევა არ გამოვლენილა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები სურსათის ბიზნესოპერატორებად რეგისტრირებულები არ იყვნენ. შესაბამისად, ისინი დაჯარიმდნენ და რეგისტრაციის გავლამდე საქმიანობის შეჩერება დაევალათ. 
 
შპს მადაგონი 2-ის წარმოებული კახური შოთის, გუდვილის თონის პურის, აგროჰაბის ბატონისა და ბოროდინულის, პურების „უკრაინკა“, „მხნეობა“ და „ოქროს პური“ თაობაზე 16 დეკემბერს მივიღეთ პასუხი სეს-იდან, რომლის თანახმადაც შესაბამისი მეწარმეების კონტროლი განხორციელდა, კერძოდ:
  • ჰიპერმარკეტ საბურთალოს (გუდვილი) შემოწმების შედეგად გამოვლინდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესის დარღვევის ფაქტი, რის გამოც მეწარმე დაჯარიმდა 500 ლარით და დაევალა ბაზარზე ეტიკეტირების წესის დარღვევით განთავსებული სურსათის რეალიზაციის აღკვეთა;
  • შპს მადაგონი 2-ის სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ ფუნქციონირებს.
  • აგროჰაბის შემოწმების დროს დარღვევები არ გამოვლენილა.
  • ფრესკო შოპინგ ცენტრის (სადაც იყიდებოდა პურები „უკრაინკა“ და „მხნეობა“) კონტროლის დროს დაფიქსირდა მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესის განმეორებით დარღვევის ფაქტი. მეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით. 
  • შპს მხნეობის შემოწმებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, მეწარმე არ იყო რეგისტრირებული, როგორც სურსათის ბიზნესოპერატორი, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საქმიანობა რეგისტრაციის გავლამდე და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
  • შპს უკრაინკა პლიუსის სახელმწიფო კონტროლის დროს ობიექტზე გამოვლინდა მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესის დარღვევის ფაქტი. ასევე, დადგინდა, რომ მეწარმე სურსათის ბიზნესოპერატორად არ იყო რეგისტრირებული, რის გამოც დაჯარიმდა 500 ლარით და რეგისტრაციის გავლამდე შეუჩერდა საქმიანობა. ამასთან, სახელმწიფო კონტროლის დროს დადგინდა, რომ შპს უკრაინკა პლიუსს პურს უცხობს შპს პურ-პროდუქტების საწარმო შირაქი.
  • შპს პურ-პროდუქტების საწარმო შირაქის (თბილისი, ვ. ნინუას ქ. N3) სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლიდა არაკრიტიკული შეუსაბამობები. შესაბამისად, ბიზნესოპერატორთან შეთანხმებით, განისაზღვრა გონივრული ვადები შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად. ამასთან დადგინდა, რომ მეწარმე სურსათის ბიზნესოპერატორად არ იყო რეგისტრირებული, რის გამოც დაჯარიმდა 500 ლარით და რეგისტრაციის გავლამდე საქმიანობა შეუჩერდა.
  • ევროპროდუქტის (სადაც „ოქროს პური“ იყიდებოდა) სახელმწიფო კონტროლის დროს ობიექტზე გამოვლინდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესის განმეორებით დარღვევის ფაქტი, რის გამოც მეწარმე  დაჯარიმდა 1000 ლარით და დაევალა ბაზარზე ეტიკეტირების წესის დარღვევით განთავსებული სურსათის რეალიზაციის აღკვეთა. 
  • შპს ეს ჯი აი აი გრუპის („ოქროს პურის“ მწარმოებელი) კონტროლის დროს დადგინდა, რომ მეწარმე სურსათის ბიზნესოპერატორად არ იყო რეგისტრირებული. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რის გამოც მეწარმე დაჯარიმდა 500 ლარით და რეგისტრაციის გავლამდე შეუჩერდა საქმიანობა. ამასთან, ბიზნესოპერატორს დაევალა ბაზარზე ეტიკეტირების წესის დარღვევით განთავსებული სურსათის რეალიზაციის აღკვეთა.  
შემოწმებები ტარდება ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA), „საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში. CAPCA-ს თანადამფინანსებელია ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ (გერმანია). პროექტი ხორციელდება  კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების  საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი) და მისი ორი თანაპარტნიორი ორგანიზაციის: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ.

ქვემოთ მოცემულია შემოწმებული ნიმუშების სია და კვლევების შედეგები:

 ოზურგეთი (ნიმუშები აიღო "გურიის მედიატორთა ასოციაციამ")

1.  

პროდუქტის დასახელება: შეფუთული ქვის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს ვასაძის პური/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 02.09.2025 - 05.09.2025

შესყიდვის ადგილი: ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის 1, მაღაზია "სანდომი 2020" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________

2. 

პროდუქტის დასახელება: ქვის პური (შეუფუთავი)

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "პირველი სავაჭრო სახლი"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 02.09.2025 

შესყიდვის ადგილი: ოზურგეთი, ერისთავის 8, მაღაზია "პირველი სავაჭრო სახლი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________

წყალტუბოს, ქუთაისის, სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტები (ნიმუშები აიღო რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა "ნათელი მომავალი")

3.

პროდუქტის დასახელება: ხორბლის პური "ეკონომბატონი"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 02.09.2025 - 05.09.2025

შესყიდვის ადგილი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. მაღლაკი, მაღაზია "დეილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

________________________________________________________________

4

პროდუქტის დასახელება: პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ერი"/საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 16.09.2025 - 48 საათი

შესყიდვის ადგილი: წყალტუბო, წერეთლის 13, მაღაზია "დეილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

______________________________________________________________

5. 

პროდუქტის დასახელება: ქვიტირის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "თეიმურაზ მეფარიშვილი"/საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 10.09.2025 - 72 საათი

შესყიდვის ადგილი: წყალტუბო, სოფ. მაღლაკი, მაღაზია "დეილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________

6. 

პროდუქტის დასახელება: ქვის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "კალო"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 03.09.2025 - 06.09.2025

შესყიდვის ადგილი: ქუთაისი, თამარ მეფის 70, მაღაზია "ფემილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________

7. 

პროდუქტის დასახელება: პური თეთრი ტყუპი

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "ელენე გაგუა"/საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 15.09.2025 - 48 საათი

შესყიდვის ადგილი: ქუთაისი, თამარ მეფის 70, მაღაზია "ფემილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_______________________________________________________________

8. 

პროდუქტის დასახელება: ბატონი პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ელვა"/საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 16.09.2025 - 72 საათი

შესყიდვის ადგილი: ქუთაისი, რუსთაველის 95ა, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

________________________________________________________________

9. 

პროდუქტის დასახელება: იფქლი დიღომი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი დიღომი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 16.09.2025 - 18.09.2025

შესყიდვის ადგილი: ქუთაისი, აღმაშენებლის 47/ნინოშვილი, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

________________________________________________________________

10. 

პროდუქტის დასახელება: პური

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "გელა გიორგაძე"/საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 10.09.2025 - 72 საათი

შესყიდვის ადგილი: სამტრედია, ნინოშვილის 51, პურის სახლი "მადა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

11.  

პროდუქტის დასახელება: თეთრი პური "ეკონომბატონი"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 10.09.2025 - 13.09.2025

შესყიდვის ადგილი: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გუბი, მაღაზია "გვირილა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_______________________________________________________________

საჩხერე და ხარაგაული (ნიმუშები აიღო ორგანიზაციამ "ჩემი იმერეთი")

12. 

პროდუქტის დასახელება: კიცხის პური თეთრი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "კიცხის პური"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 08.09.2025

შესყიდვის ადგილი: ხარაგაული, სოლომონ მეფის 16, მოვაჭრე გურამ ავალიშვილი (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________

13.   

პროდუქტის დასახელება: სენდვიჩ ტოსტი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ლიტვური საცხობი+"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 06.09.2025 - 10.09.2025

შესყიდვის ადგილი: საჩხერე, თამარ მეფის 1, მაღაზია "ლიბრე" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________

14.  

პროდუქტის დასახელება: ბურგერის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 06.09.2025 - 13.09.2025

შესყიდვის ადგილი: საჩხერე, თამარ მეფის 1, მაღაზია "ლიბრე" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)

__________________________________________________________

15. 

პროდუქტის დასახელება: პური დაჭრილი შეფუთული (ბუღაძის პური)

მწარმოებელი/ქვეყანა: საქართველო

შესყიდვის თარიღი: 08.09.2025

შესყიდვის ადგილი: საჩხერე, გომართელის 11, მაღაზია "მარიტა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

______________________________________________________________

ვანი (ნიმუში აიღო "მომხმარებელთა უფლებების ცენტრმა")

16. 

პროდუქტის დასახელება: რძიანი პური 

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი დიღომი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 11.09.2025 - 15.09.2025

შესყიდვის ადგილი: ვანი, თამარ მეფის 5, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

________________________________________________________________

თელავი და თბილისი  (ნიმუშები აიღო ასოციაციამ "სოციალური ქოლგა")

17. 

პროდუქტის დასახელება: პური ბატონი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ევრო მარტი"/საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 15.09.2025 - 3 დღე

შესყიდვის ადგილი: თელავი, ალაზნის გამზირი 29, მაღაზია "ევრო-მარტი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

________________________________________________________________

18. 

პროდუქტის დასახელება: ქვაზე გამომცხვარი თეთრი პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი 1"/საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 16.09.2025 - 72 საათი

შესყიდვის ადგილი: თელავი, თამარ მეფის 3, მაღაზია "მადაგონი 2" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

________________________________________________________________

19. 

პროდუქტის დასახელება: კახური შოთი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "მადაგონი 2"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 16.09.2025

შესყიდვის ადგილი: თელავი, თამარ მეფის 3, მაღაზია "მადაგონი 2" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

________________________________________________________________

20. 

პროდუქტის დასახელება: ბატონი თეთრი 

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "საგი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 16.09.2025 - 18.09.2025

შესყიდვის ადგილი: თელავი, ჭავჭავაძის 52, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________

21. 

პროდუქტის დასახელება: პური ბაგეტი ქვის

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ორი ნაბიჯი"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 16.09.2025

შესყიდვის ადგილი: თელავი, რუსთაველის 27, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________

22. 

პროდუქტის დასახელება: პური სენდვიჩის, ხორბლის ქატოთი "ამერიკული სენდვიჩი" 

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ბარილია რუს"/რუსეთი

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 30.07.2025 - 28.10.2025

შესყიდვის ადგილი: თელავი, ალაზნის გამზირი 77, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

23. 

პროდუქტის დასახელება: თეთრი პური 

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 16.09.2025 - 17.09.2025

შესყიდვის ადგილი: თელავი, ალაზნის გამზირი 77, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

24.  

პროდუქტის დასახელება: პური კლასიკური ბატონი დაჭრილი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "მზარეული 1"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 18.09.2025

შესყიდვის ადგილი: თბილისი, კუპრაძის 7, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________

25. 

პროდუქტის დასახელება: ტოსტის პური 

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ემსიბი ჯორჯია"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 14.09.2025 - 19.09.2025

შესყიდვის ადგილი: თბილისი, თვალჭრელიძის 2, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________

26.  

პროდუქტის დასახელება: ჩიას ტოსტის პური ფრანგული კარაქით

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ეფ ბი დი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 21.09.2025

შესყიდვის ადგილი: თბილისი, თვალჭრელიძის 2, მაღაზია "კარფური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________

27

პროდუქტის დასახელება: პური არტიზანული ქვის

მწარმოებელი/ქვეყანა: "პანე"/საქართველო

შეფუთვის თარიღი: 23.09.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, კუპრაძის 7 #140, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

______________________________________________________________

28

პროდუქტის დასახელება: პური "ამარანტი" თეთრი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "პური ჩვენი არსობისა"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 23.09.2025 - 26.09.2025

შესყიდვის ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 62ა, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________

29

პროდუქტის დასახელება: მართლა პური 

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "უკრაინკა"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 22.09.2025 - 25.09.2025

შესყიდვის ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 62ა, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

____________________________________________________________

30.

პროდუქტის დასახელება: შოთის პური დიდი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ფრესკო შოპინგ ცენტრი"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 23.09.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 62ა, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________

31

პროდუქტის დასახელება: დიაბეტური და დიეტური პური "მხნეობა" 

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "მხნეობა"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 23.09.2025 - 26.09.2025

შესყიდვის ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 62ა, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

 ______________________________________________________________

32

პროდუქტის დასახელება: თეთრი პური "თბილპური"

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "პური ჩვენი არსობისა"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 23.09.2025 - 26.09.2025

შესყიდვის ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 62ა, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_______________________________________________________________

33

პროდუქტის დასახელება: ტოსტის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: "შვეიცარიელი მცხობელი"/საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 21.09.2025 - 3 დღე

შესყიდვის ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 62ა, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_______________________________________________________________

34

პროდუქტის დასახელება: პური მარგი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "კევრი 2017"/საქართველო

დამზადების /ვარგისიანობის თარიღი: 29.09.2025 - 02.10.2025

შესყიდვის ადგილი: თბილისი, ანჯაფარიძის 32, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________

35. 

პროდუქტის დასახელება: თონის პური 

მწარმოებელი/ქვეყანა: სს "გუდვილი"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 29.09.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, ქავთარაძის 1, მაღაზია "გუდვილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________________

36. 

პროდუქტის დასახელება: ბიოპური, ქვიქ ბერი

მწარმოებელი/ქვეყანა:  "იენს შლაიხერ გმბჰ"/გერმანია

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 10.02.2025 - 15.02.2026

შესყიდვის ადგილი: თბილისი, თამარაშვილის 17, მაღაზია "ევროპროდუქტი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

37. 

პროდუქტის დასახელება: ოქროს პური

მწარმოებელი/ქვეყანა: "S.G.I.I. Group"/საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 02.10.2025 - 6 დღე

შესყიდვის ადგილი: თბილისი, თამარაშვილის 17, მაღაზია "ევროპროდუქტი" (შესყიდვის დოკუმენტი).

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________

38. 

პროდუქტის დასახელება: პიტა პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ბესტი+"/საქართველო

დამზადების /ვარგისიანობის თარიღი: 04.10.2025 - 08.10.2025

შესყიდვის ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის 39, მაღაზია "აგროჰაბი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________

39. 

პროდუქტის დასახელება: აგროჰაბი ბატონი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "აგროჰაბი"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 06.10.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის 39,  მაღაზია "აგროჰაბი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________________

40. 

პროდუქტის დასახელება: აგროჰაბი ბოროდინული

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "აგროჰაბი"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 06.10.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის 39, მაღაზია "აგროჰაბი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________________

41. 

პროდუქტის დასახელება: ცეხვილი პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ეფ ბი დი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 04.10.2025 - 10.10.2025

შესყიდვის ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის 39, მაღაზია "აგროჰაბი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________________

42. 

პროდუქტის დასახელება: ნახშირის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ანტრე 2008"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 06.10.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, პეკინის 24ა, მაღაზია "ანტრე" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

____________________________________________________________________

43. 

პროდუქტის დასახელება: პური შაბათა

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ანტრე 2008"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 06.10.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, პეკინის 24ა, მაღაზია "ანტრე" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________________

44. 

პროდუქტის დასახელება: პური ცეხვილი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "გერმანული საცხობი პურისტა"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 06.10.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, ყაზბეგის 29ბ, მაღაზია "პურისტა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________________

45. 

პროდუქტის დასახელება: პური ვეზუვი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "გერმანული საცხობი პურისტა"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 06.10.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, ყაზბეგის 29ბ, მაღაზია "პურისტა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________________

46. 

პროდუქტის დასახელება: პური თეთრი 

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ჯაჯო"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 06.10.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, ოთარ ჭილაძის 166, "ლაზური საცხობი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________________________

47. 

პროდუქტის დასახელება: პური რუხი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ჯაჯო"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 06.10.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, ოთარ ჭილაძის 166, "ლაზური საცხობი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________________

48. 

პროდუქტის დასახელება: შოთის პური 

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "მარიამ ქანთარია"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 06.10.2025 

შესყიდვის ადგილი: თბილისი, ზაქარიაძის 3 (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________________________

49. 

პროდუქტის დასახელება: ტოსტის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ბეიქერ ჰაუსი N2"/საქართველო

დამზადების /ვარგისიანობის თარიღი: 27.09.2025 - 02.10.2025

შესყიდვის ადგილი: თბილისი, ანჯაფარიძის 32, მაღაზია "ფრესკო" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________________________

ლანჩხუთი (ნიმუშები აიღო ორგანიზაციამ "სასოფლო დარბაზი")

50. 

პროდუქტის დასახელება: ხორბლის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 18.09.2025

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 118, მაღაზია "მაგნიტი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი #1; ოქმი #2).

________________________________________________________________

51. 

პროდუქტის დასახელება: პური ეკონომბატონი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 18.09.2025

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 118, მაღაზია "მაგნიტი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი #1; ოქმი #2).

__________________________________________________________________

52. 

პროდუქტის დასახელება: შავი პური (პრემიუმ ხარისხი)

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 14.09.2025 - 17.09.2025

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 118, მაღაზია "მაგნიტი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________

53. 

პროდუქტის დასახელება: შავი პური (პრემიუმ ხარისხი)

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 18.09.2025

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 118, მაღაზია "მაგნიტი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

54. 

პროდუქტის დასახელება: პური იფქლი დიღომი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი დიღომი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 17.09.2025

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 116, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი #1; ოქმი #2).

__________________________________________________________________

55. 

პროდუქტის დასახელება: თეთრი პური 0% საფუარი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი დიღომი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 17.09.2025

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 116, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი #1; ოქმი #2).

________________________________________________________________

ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი და თერჯოლა (ნიმუშები აიღო "რაჭის სათემო ორგანიზაციამ")

56. 

პროდუქტის დასახელება: პური ბატონი

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "კესო ბაბუაძე"/საქართველო

გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 24.09.2025 - 48 საათი

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, კოსტავას 7, ი.მ. "ომარი გოცირიძე"  (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: სავარაუდო დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________________

57.  

პროდუქტის დასახელება:  პური ბატონი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "მბკ პური“/საქართველო

დამზადების თარიღი: 25.09.2025 

შესყიდვის ადგილი: თერჯოლა, რუსთაველის 78, საცხობი, შპს "მბკ პური" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: სავარაუდო დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________________

58. 

პროდუქტის დასახელება: ბებოს ლავაში

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ლიგა"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 23.09.2025 - 29.09.2025

შესყიდვის ადგილი: ცაგერი, კოსტავას 15, მაღაზია "დეილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________________

59. 

პროდუქტის დასახელება: ლავაში

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. ნაზიბროლა მუშკუდიანი/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 24.09.2025

შესყიდვის ადგილი: ცაგერი, კოსტავას 19, ი.მ. ნაზიბროლა მუშკუდიანი (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

________________________________________________________________________

60.  

პროდუქტის დასახელება: აგურის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: ავთანდილ ჩაკვეტაძე/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 24.09.2025

შესყიდვის ადგილი: ცაგერი, კოსტავას 14, მაღაზია "ეჯო" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________________

61.  

პროდუქტის დასახელება: ოვალური პური

მწარმოებელი/ქვეყანა: ავთანდილ ჩაკვეტაძე/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 24.09.2025

შესყიდვის ადგილი: ცაგერი, კოსტავას 14, მაღაზია "ეჯო" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_______________________________________________________________________________

62.  

პროდუქტის დასახელება: ბურგერის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 24.09.2025 - 01.10.2025

შესყიდვის ადგილი: ცაგერი, რუსთაველის 54, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________________________

63

პროდუქტის დასახელება: ტოსტის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 24.09.2025 - 27.09.2025

შესყიდვის ადგილი: ცაგერი, რუსთაველის 54, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

64

პროდუქტის დასახელება: ტყუპი პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ერი"/საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 24.09.2025- 72 საათი

შესყიდვის ადგილი: ლენტეხი, თამარ მეფის 29, მაღაზია "დეილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

____________________________________________________________________

65. 

პროდუქტის დასახელება: ქატოს პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 24.09.2025 - 27.09.2025

შესყიდვის ადგილი: ლენტეხი, თამარ მეფის 29, მაღაზია "დეილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

66

პროდუქტის დასახელება: ხორბლის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 24.09.2025 - 27.09.2025

შესყიდვის ადგილი: ლენტეხი, თამარ მეფის 27ა, მაღაზია "სპარი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________

67. 

პროდუქტის დასახელება: ჭვავის პური მზესუმზირით

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ლიტვური საცხობი+"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 22.09.2025 - 28.09.2025

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის 8ა, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

____________________________________________________________________

68

პროდუქტის დასახელება: სენდვიჩ ტოსტი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ლიტვური საცხობი+"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 23.09.2025 - 27.09.2025

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის 8ა, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________________

69. 

პროდუქტის დასახელება: დიეტური ჭვავის პური სვეიკატა

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ლიტვური საცხობი+"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 22.09.2025 - 28.09.2025

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის 8ა, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

____________________________________________________________________

70

პროდუქტის დასახელება: ჭვავის ლავაში

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ლიტვური საცხობი+"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 23.09.2025 - 28.09.2025

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის 1, მაღაზია "მაგნიტი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

______________________________________________________________________

71

პროდუქტის დასახელება: ლა ლავაში

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ლიტვური საცხობი+"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 23.09.2025 - 28.09.2025

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, კოსტავას 39, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________________

72

პროდუქტის დასახელება: N1 ლავაში

დამფასოებელი/ქვეყანა: შპს "ლიგა+"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 23.09.2025 - 29.09.2025

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, კოსტავას 39, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი)

___________________________________________________________________________

73

პროდუქტის დასახელება: ბატონი ცეხვილი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "თავთავი 2010"/საქართველო

დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 24.09.2025- 48 საათი

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, კოსტავას 7, ი.მ. "ომარი გოცირიძე" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________________

74. 

პროდუქტის დასახელება: თეთრი ბატონი 

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "თავთავი 2010"/საქართველო

გამოშვების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 24.09.2025 - 72 საათი

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, კოსტავას 7, ი.მ. "ომარი გოცირიძე" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________________

75. 

პროდუქტის დასახელება: ტოსტის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 25.09.2025 - 28.09.2025

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, კოსტავას 6, მაღაზია "დეილი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________________

76

პროდუქტის დასახელება: აგურის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "გიორგი მურუსიძე"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 25.09.2025

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, კოსტავას 39, ი.მ. "გიორგი მურუსიძე" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

______________________________________________________________________

77

პროდუქტის დასახელება: თეთრი პური

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "ალექსანდრე გურგენიძე"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 25.09.2025

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, მახალდიანის 10, მაღაზია შპს "ლომი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

____________________________________________________________________________

78

პროდუქტის დასახელება: პური არტიზანული ქვის

მწარმოებელი/ქვეყანა: "პანე"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 25.09.2025 - 28.09.2025

შესყიდვის ადგილი: ამბროლაური, კოსტავას 39, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

______________________________________________________________________

გურჯაანის მუნიციპალიტეტი (ნიმუშები აიღო "საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციამ")

79. 

პროდუქტის დასახელება: პრემიუმ ხარისხის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 22.09.2025 - 25.09.2025

შესყიდვის ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაჩნაძიანი, მაღაზია "გვირილა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________________

80. 

პროდუქტის დასახელება: ხორბლის პური ეკონომბატონი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 22.09.2025 - 25.09.2025

შესყიდვის ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაჩნაძიანი, მაღაზია "გვირილა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________________________

81

პროდუქტის დასახელება: ხორბლის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 22.09.2025 - 25.09.2025

შესყიდვის ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაჩნაძიანი, მაღაზია "გვირილა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_________________________________________________________________________

82

პროდუქტის დასახელება: ბატონი თეთრი 

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "საგი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 22.09.2025 - 24.09.2025

შესყიდვის ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. გურჯაანი, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

83. 

პროდუქტის დასახელება: ტოსტის პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 23.09.2025 - 26.09.2025

შესყიდვის ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. გურჯაანი, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

___________________________________________________________________

84.

პროდუქტის დასახელება: სენდვიჩ ტოსტი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ლიტვური საცხობი+"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 22.09.2025 - 26.09.2025

შესყიდვის ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვაზისუბანი, მაღაზია "მაგნიტი(შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

85.

პროდუქტის დასახელება: თეთრი პური

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი დიღომი"/საქართველო

გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი: 23.09.2025 - 26.09.2025

შესყიდვის ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაკურციხე, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

სიღნაღის მუნიციპალიტეტი (ნიმუშები აიღო სათემო ორგანიზაციამ "ნუკრიანი")

86. 

პროდუქტის დასახელება: ბებოს ლავაში

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ლიგა+"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 26.09.2025 - 02.10.2025

შესყიდვის ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, დაბა წნორი, აღმაშენებლის 38, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

87. 

პროდუქტის დასახელება: სენდვიჩ ტოსტი

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ლიტვური საცხობი+"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 26.09.2025 - 30.09.2025

შესყიდვის ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, დაბა წნორი, აღმაშენებლის 38, მაღაზია "ნიკორა" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

__________________________________________________________________

88. 

პროდუქტის დასახელება: თეთრი პური 

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი დიღომი"/საქართველო

დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 28.09.2025 - 01.10.2025

შესყიდვის ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, დაბა წნორი, თავისუფლების 2, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

____________________________________________________________________

89. 

პროდუქტის დასახელება: თეთრი პური აგური

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "რამაზ შეითნიშვილი"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 28.09.2025

შესყიდვის ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდბისხევი (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________________

90. 

პროდუქტის დასახელება: პური ბატონი 

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "რამაზ შეითნიშვილი"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 28.09.2025

შესყიდვის ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდბისხევი (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

_____________________________________________________________________

91. 

პროდუქტის დასახელება: ქატოს პური 

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "რამაზ შეითნიშვილი"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 28.09.2025

შესყიდვის ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდბისხევი (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

____________________________________________________________________

92. 

პროდუქტის დასახელება: შავი პური აგური

მწარმოებელი/ქვეყანა: ი.მ. "რამაზ შეითნიშვილი"/საქართველო

შესყიდვის თარიღი: 28.09.2025

შესყიდვის ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდბისხევი (შესყიდვის დოკუმენტი)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).

ბოლო განახლება 18.12.25

09.10.2025

კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია