კითხვა ინტერნეტ-პროვაიდერებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რჩევით მივმართეთ კითხვით ინტერნეტ-პროვაიდერებს.
საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლისთვის მოწოდებული ინეტნეტის ხარისხს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია უნდა აკონტროლებდეს”კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას”, რეგლამენტი ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, მუხლი 25, პუნქტი 2. თუმცა, როცა კომისიას ვკითხეთ, თუ როგორ უნდა გაიზომოს მოწედებული ინტერნნეტის ხარისხი, მან გვიპასუხა, მეთოდი ბევრია და თქვენს პროვაიდერს კითხეთ, რომელია მისთვის მისაღებიო. გავგზავნეთ შესამაბისი კითხვები ინტერნეტ-პროვაიდერებთან:
- შპს კავკაზუს-ონლაინს;
- ს.ს. გაერთიანებულ ტელეკომს;
- ს.ს. ეგრისს;
- შპს მაგთიკომს;
- შპს ვანექსს;
- შპს საქართველოს ცენტრალური კაშირგაბმულობის კორპორაციას;
- საქართველოს სამეცნიერო - საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციას;
- შპს ვიტელ-ჯორჯიას;
- კომპანია გლობალ-ერთს;
- კომპანია ჯეონეთს.
ოპერატიულად მოვიდა პასუხი საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერების ქსელების ასოციაციიდან (GRENA). წერილის მიხედვით ამ ოპერატორს თავის ვებ-გვერდზე საგანგებო მომსახურება აქვს ორგანიზებული მომხმარებლებისთვის, რომლის საშუალებით მათ დროის ყოველ მომენტში შეუძლიათ გაზომონ მიწოდებული ინტერნეტის არხის დატვირთვა და დაყოვნება. საინტერესოა ამ პროვაიდერის მომხმარებელთა აზრი ამ მომსახურების ეფექტურობაზე.
სხვა პასხუხებს ველით.
18.11.2013
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია