08-ს და 09-ს საქმე
ეს კამპანია 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო, ამ ვებ-გვერდზე მომხმარებლის ამ წერილით, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად გვატყობინებდა, რომ (118)08 და (118)09 საინფორმაციო სამსახურის ტელეფონებზე დარეკვისას მომხმარებელს მომსახურების საფასური მაშინაც ეჭრება, როცა ინფორმაციას არ იღებს.
ჩვენ შევისწავლეთ ტარიფები აღნიშნული საინფორმაციო მომსახურებათა ვებ-გვერდებზე და ფეისბუქის გვერდებზე:
მომხმარებლის მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ დავრეკეთ ორივე ამ სამსახურში მობილურიდან და ინფორმაციის მოთხოვნის ნაცვლად ბოდიში მოვიხადეთ - რამოდენიე წუთში მობილურზე არსებული ბალანსიდან ინფორმაციის მიღებისათვის დადგენილი ტარიფი მართლაც ჩამოიჭრა.
ამის შემდეგ ჩვენ კითხვით მივმართეთ თითოეულ ამ სამსახურს, მათ ფეისბუქის გვერდზე. ჩვენი მიმოწერა თითოეულ მათგანთან ასეთი იყო:
მიმოწერა ფეისბუქის საშუალებით 08 საინფორმაციო მომსახურების კომპანიასთან:
მიმოწერა ფეისბუქის საშუალებით 09 საინფორმაციო მომსახურების კომპანიასთან:
ამის შემდეგ, 2012 წლის 5 ნოემბერს, ჩვენ შევადგინეთ საჩივრის წერილი და გავუგზავნეთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ელექტრონული ფოსტის საშუალებით:
2012 წლის 9 ნოემბერს მივიღეთ პასუხი კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან, საიდანაც შევიტყვეთ, რომ ორივე საინფორმაციო მომსახურების კომპანიას და მობილურ ოპერატორებს მოეთხოვა აბონენტებისგან თანხის ამოღების წესის დაუყოვნებლივ შეცვლა.
2012 წლის 18 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიაში არსებულმა მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დაცვის სამსახურმა გვაცნობა, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის მარტო ჩვენი საჩივარი საკმარისი არ იყო - საჭირო იყო აგრეთვე ფაქტიურად დაზარალებული მომხმარებლების საჩივარი და სატელეფონო ანგარიშის ამონაწერი. 20 ნოემბერს ჩვენ საზოგადოებრივი დაცვის სამსახურს ორი ასეთი მომხმარებლის განცხადება გავუგზავნეთ (განცხადება 1, განცხადება 2).
2012 წლის 5 დეკემბერს კიდევ ერთი წერილი მივიღეთ, საიდანაც ირკვევა, რომ ჩვენი განცხადების საფუძველზე მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დაცვის სამსახურმა კომისიას ოფიციალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მოსთხოვა, საინფორმაციო მომსახურების საფასურის ამოღების პირობების შესაცვლელად:
2012 წლის 21 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მოგვივიდა 2 წერილი:
#1
#2
20.11.2013
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია