ბატას ”ბოტასი”

სტატიაში მითითებულ მეწარმეებსვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას

2012 წლის 16 ივლისს ცხელ ხაზზე  დაგვიკავშირდა მომხმარებელი და გვთხოვა დახმარება ახალ ქარვასლაში, მაღაზია ”ბატაში” შეძენილ ბავშვის ფეხსაცმელთან დაკავშირებით. 

როგორც გაირკვა, მომხმარებელმა 2012 წლის 29 ინვისს მაღაზია ”ბატაში” 48 ლარად შეიძინა ბავშვის ”ბოტასი”. ფეხსაცმელი ფასდაკლებით იყიდებოდა (საწყისი ფასი 69 ლარი იყო) და მომხმარებელი მაღაზიის პერსონალთან დაინტერესდა, ეს ფასდაკლება ფეხსაცმლის დაბალ ხარისხზე ხომ არ მიუთითებდა. იგი დაარწმუნეს, რომ ფეხსაცმელი ნამდვილად კარგი ხარისხის იყო. გარდა ამისა, მას აუხსნეს, რომ წუნის აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლია ფეხსაცმლის გამოცვლა, რისთვისაც აუცილებელია ქვითრის წარმოდგენა. იმისათვის, რომ მომხმარებელს ქვითარი არ დაჰკარგვოდა, იგი მომსახურე პერსონალმა ფეხსაცმლის ყუთზე მიამაგრა.

მომხმარებელმა შეძენილი ფეხსაცმელი თავის შვილს დაბადების დღეზე, 2 ივლისს აჩუქა. ხოლო 13 ივლისს კი აღმოაჩინა, რომ ფეხსაცმლის ძირი არა მარტო გაიცვითა, არამედ გაიხვრიტა კიდეც. 14 ივლისს მან პრეტენზიით მიაკითხა მაღაზიას, თუმცა იგი საკმაოდ ”მკვახედ” გამოისტუმრეს, გაყიდულ საქონელს უკან არ ვიბრუნებთო.

18 ივლისს ჩვენ მომხმარებელთან ერთად მივაკითხეთ აღნიშნულ მაღაზიას, რათა გაგვერკვია ფეხსაცმლის დაბრუნებასა ან გამოცვლაზე უარის თქმის მიზეზი. ჩვენ განვუმარტეთ მაღაზიის პერსონალს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-491 მუხლების მიხედვით მაღაზია ვალდებულია ან გამოუცვალოს მომხმარებელს ნაკლიანი საქონელი, ან დაიბრუნოს იგი[CIT=’’თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი...’’, ’’საქართველოს სამოქალაქო კოდექსი’’, მუხლი 490, პუნქტი 1.

’’მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა...’’, იქვე, მუხლი 491, პუნქტი 1.](*)[/CIT]

მაღაზიის პერსონალმა განგვიმარტა, რომ მაღაზია ”ბატა” გაყიდულ საქონელზე მხოლოდ 14 დღიან პასუხისმგებლობას იღებს - ეს მითითებულია მაღაზიაში გამოკრულ წესებში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი გაყიდვიდან 14 დღის განმავლობაში მომხმარებელი აღმოაჩენს საქარხნო წუნს, მას ფეხსაცმელს გამოუცვლიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მომხმარებელი მაღაზიაში მოვიდა 14 დღის გასვლის შემდეგ (მე-15 დღეს) და ამიტომ მისი პრეტენზია განხილული აღარ იქნა.

ჩვენ მაღაზიის პერსონალს ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა მაღაზიის მენეჯმენტთან, მართლა 1 დღის დაგვიანების გამო ეუბნებოდნენ ქალბატონს უარს ფეხსაცმლის გამოცვლაზე, თუ რაიმე სხვა მიზეზიც არსებობდა (მაგალითად ის, რომ მაღაზიისთვის ცნობილია, რომ ფეხსაცმელი ძალზე დაბალი ხარისხისაა და 2 კვირაში გაცვეთა მისთვის ნორმალური მაჩვენებელია). მომსახურე პერსონალმა მართლაც გადარეკა ხელმძღვანელობასთან. დაახლოებით 15 წუთი ველოდით პასუხს. და ბოლოს მივიღეთ იგი - მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფეხსაცმლის გაცვეთა არა ქარხნული წუნის, არამედ მისი ინტენსიური მოხმარების ბრალია.

ჩვენი აზრით, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მაღაზია ყიდის დაბალი ხარისხის ფეხსაცმელს, რომელიც მხოლოდ ძალიან ფრთხილად მოხმარების პირობებში ძლებს 2 კვირაზე მეტს.

-------------

2012 წლის 26 ივლისს საერთაშორისო კორპორაცია ”აი სი არი”-დან ასეთი წერილი მივიღეთ:

ჩვენ დავუკავშირდით მომხმარებელს, რომელსაც აქ აღწერილი შემთხვევა გადახდა და გავარკვიეთ, რომ იგი თანახმაა ექსპერტიზისთვის წარმოადგინოს არა მხოლოდ აღწერილი ფეხსაცმელი, არამედ რამოდენიმე წლის წინ თავად ”ბატაში” ნაყიდი სხვა ფეხსაცმელიც, რომელიც მისმა სამივე შვილმა ატარა და ამ მდგომარეობამდე ჯერაც არ მისულა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომხმარებლის ინტერესების დაცვისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ ჩამოყალიბდება ფეხსაცმლის ექსპერტიზისადმი დასმული კითხვა. ამიტომ საერთაშორისო კორპორაცია ”აი სი არი”-სადმი გაიგზავნა წერილი ექსპერტიზის კითხვის ისეთი ფორმულირების შეთავაზებით, რომელშიც არა მხოლოდ მეწარმის, არამედ მომხმარებლის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.

საერთაშორისო კორპორაცია ”აი სი არი”-დან ასეთი პასუხი მივიღეთ:

ჩვენ დავუკავშირდით მომხმარებელს და მასთან ერთად 2012 წლის 11 სექტემბერს შევხვდით ”აი-სი-არის წარმომადგენლებს, რათა სადავო ფეხსაცმელი ექსპერტიზაზე წარგვედგინა. კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით შესაბამის ექსპერტს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში. მან ფეხსაცმლის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელია ფეხსაცმლის ძირის ცვეთამედეგობის გამოცდა სპეციალურ დანადგარზე, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ გააჩნია. ამჟამად კომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ გაარკვიონ, აქვს თუ არა ასეთი შესაძლებლობა სხვა რომელიმე ლაბორატორიას საქართველოში.

18.11.2013


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია