კონკურსი ჟურნალისტებისთვის 2015

ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრებია:

გამარჯვებულ ჟურნალისტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2016 წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, ექსპო-ჯორჯიას ტერიტორიაზე, რესტორანში "ტერასა".

---------------------------------------------------

კონკურსისთვის ნამუშევრების მიღება დასრულდა. დადგენილ ვადაში (2016 წლის 30 მარტის 18:00 საათამდე) საკონკურსოდ შემოვიდა 30 ნამუშევარი. ამჟამად მიმდინარეობს მათი პირველადი შემოწმება კონკურსის პირობებთან შესაბამისობაზე. ავტორებს შეიძლება მოვთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია.კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება აქ, 2016 წლის აპრილის ბოლოს.

------------------------------------------

2015-2016 წლებში "მომხმარებელი.ჯი"-ს გუნდი ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“ (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers). პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე. პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რეგიონული მედია საშუალებებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის; კონკურსები მედიისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის; მცირე გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

 

ამ პროექტის ფარგლებში 2015 წლის 15 ოქტომბერს გამოცხადდა ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი მომხმარებელთა უფლებებზე.

კერძოდ, საკონკურსო მასალაში გაშუქებული უნდა იყოს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ან ინტერესების შელახვის კონკრეტული შემთხვევა. განხილული იყოს ამ დარღვევის შესაძლო მიზეზები, შედეგები, აღმოფხვრის გზები/საშუალებები. სასურველია აგრეთვე გაშუქდეს საზოგადოების დამოკიდებულება და მოლოდინები ასეთი დარღვევებისადმი და მათი აღმოფხვრის სხვადასხვა საშუალებებისადმი. სასურველია აგრეთვე გაშუქდეს, შეუწყობს თუ არა ხელს მდგომარეობის გაუმჯობესებას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება.

მომხმარებელთა უფლებების თუ ინტერესების შელახვის შესაძლო სახეებია (ჩამონათვალი არ არის ამომწურავი):

  • გასაყიდად გამოტანილი პროდუქცია/მომსახურება არ არის უვნებელი/უსაფრთხო;
  • ამა თუ იმ მიზეზის გამო მომხმარებელს ეზღუდება პროდუქტის/მომსახურების ან მიმწოდებლის თავისუფალი არჩევანი.
  • მომხმარებელს აწვდიან არასწორ, არასრულ, შეცდომაში შემყვან ინფორმაციას პროდუქციის/მომსახურების თაობაზე; ან სხვა მიზეზის გამო მომხმარებელს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია სწორი არჩევანის გასაკეთებლად (მაგ. გამოყენებულია აგრესიული მარკეტინგი);
  • ბაზარზე იყიდება ფალსიფიცირებული პროდუქცია;
  • მომხმარებელს მიჰყიდეს ნაკლის მქონე პროდუქცია/მომსახურება და უარი უთხრეს ნაკლის უფასოდ გამოსწორებაზე ან საქონლის/თანხის დაბრუნებაზე ან გაცვლაზე;
  • ბაზარზე მოქმედებს კარტელური შეთანხმება ან მონოპოლისტი ბოროტად იყენებს თავის საბაზრო ძალაუფლებას.
  • და  სხვა.

კონკურსის ვადაა 2016 წლის 30 მარტამდე. მიიღება მხოლოდ კონკურსის პერიოდში გამოქვეყნებული მედია-ნამუშევრები.

გამარჯვებული საკონკურსო მასალის ავტორებისთვის დაწესებულია დიფერენცირებული ჯილდოები[CIT=მითითებულია დარიცხული თანხები. ჯილდოები გაიცემა ლარში, 2016 წლის მაისის თვის ოფიციალური ევროკავშირის კურსის შესაბამისად, და დაიბეგრება კანონმდებლობის შესაბამისად.](*)[/CIT]:

  • სატელევიზიო გადაცემა: 1 პრიზი, 2500 ევრო;
  • რადიო-გადაცემა: 2 პრიზი, 700 ევრო თითოეული;
  • ბეჭდური მედია-ნამუშევარი (საგაზეთო ან ჟურნალის სტატია, კომიქსი): 3 პრიზი, 300 ევრო თითოეული;
  • ინტერნეტ მედია-ნამუშევარი: 3 პრიზი, 150 ევრო თითოეული.

მედია-ნამუშევარი კონკურსზე განსახილველად შეუძლია წარადგინოს როგორც მის ავტორს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს (ავტორის თანხმობით).
ნამუშევრის საკონკურსოდ წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ელ-ფოსტის საშუალებით, ისე საფოსტო ან საკურიერო გზავნილის სახით:

  • ელექტრონული ფორმით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ ელ-მისამართზე მისი გამოგზავნით: office@csrdg.ge . გზავნილის თემად მითითებული უნდა იყოს: „საკონკურსო მასალა“. გთხოვთ დაელოდოთ დადასტურებას იმის თაობაზე, რომ განაცხადი მიღებულია.
  • ნაბეჭდი სახით განაცხადის წარსადგენად იგი უნდა გამოგზავნოთ ან მოიტანოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, ტელ: (+995 32) 2399019/18, საკონტაქტო პირი: ნინო ქიტუაშვილი, მობილური ტელეფონი: 577760572. წარმოდგენილი პროექტი მოთავსებული უნდა იყოს დაბეჭდილ კონვერტში, მითითებით: „საკონკურსო მასალა“.

საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ან ბეჭდური სახით. მას თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:

  • ნამუშევრის ავტორ(ებ)ი;
  • პირი, რომლის საკუთრებას წარმოადგენს ნამუშევარი;
  • ავტორის და მესაკუთრის საკონტაქტო მონაცემები;
  • ნამუშევრის გამოქვეყნების დრო და მედია-საშუალება(ები), რომელშიც გამოქვეყნდა.
  • ნომინაცია, რომელზეც წარმოდგენილია ნამუშევარი.

უცხოურ ან საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე წარმოდგენილ მასალას თან უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.

დეტალურად კონკურსის პირობები და შეფასების კრიტერიუმები იხ. ამ განცხადებაში:

კონკურსთან დაკავშირებით მიღებული შეკითხვები და მათზე გაცემული პასუხები გამოქვეყნდება აქ, ქვემოთ.

კითხვა: კონკურსამდე გამოქვეყნებული მასალის განხილვა თუ არის შესაძლებელი?

პასუხი: არა. განიხილება მხოლოდ 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 მარტის ჩათვლით გამოქვეყნებული მასალა.

12.01.2017


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია