ხორბლის ფქვილი „კარმენი“
მომხმარებელმა ფეისბუქზე საჩივარი გამოგვიგზავნა, სადაც ეჭვს გამოთქვამდა, რომ ფქვილი „კარმენი“ საფურაჟე ხორბლისგან მზადდება.
სურსათის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტეთ აღნიშნული პროდუქტი, „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნების შესაბამისად, წებოგვარას შემცველობაზე შეგვემოწმებინა.
2020 წლის 14 იანვარს თბილისში ი/მ თეონა მაისურაძის მაღაზიაში (ფოთის ქ. 7) შევიძინეთ „ხორბლის ფქვილი I ხარისხი, KARMEN, შპს აგროსისტემები“, 25 კგ-იანი შეფუთვით (საცალო ვაჭრობის მაღაზიებში მოცემული პროდუქტი უფრო მცირე შეფუთვით ვერ მოვიძიეთ) და მივიტანეთ ლაბორატორიაში.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ფქვილი „კარმენი“ აკმაყოფილებს პირველი ხარისხის ფქვილისათვის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნას წებოგვარას შემცველობასთან დაკავშირებით (ნორმა - არანაკლებ 28%; მიღებული შედეგი - 33,9%).
22.01.2020
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია