უხარისხო პირბადეები

ბელგიის სახელმწიფო მაკონტროლებელმა უწყებამ გამოავლინა ქვეყანაში იმპორტირებული 4 სხვადასხვა მოდელის პირბადე, რომელიც სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს და ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. იმპორტიორებს დაევალათ ამ პირბადეებზე შესაბამისი გაფრთხილებები გააკეთონ და ისე შეიტანონ ბაზარზე.

შესაძლოა ასეთი მოდელის პირბადეები საქართველოშიც მოხვდეს. ამიტომაც ვაქვეყნებთ ამ პროდუქციის ფოტოებს და შეტყობინებებს, რომლებიც გამოქვეყნდა ევროკავშირის სახიფათო არასასურსათო ნაწარმის სწრაფი განგაშის სისტემის ვებსაიტზე. შეტყობინებებში მოცემულია დეტალური ინფორმაცია თითოეული პირბადის შესახებ.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აფთიაქები და მომხმარებლები ყურადღებას მიაქცევენ ამ საკითხს.

შეტყობინება - პირბადე 1.

შეტყობინება - პირბადე 2.

შეტყობინება - პირბადე 3.

შეტყობინება - პირბადე 4.

   

გაიგზავნა წერილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

----------

1 მაისს ბელგიის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყების მიერ კიდევ ერთი უხარისხო მოდელის პირბადის აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია. ამჯერად უკვე პირბადეების მყიდველებისაგან გამოთხოვა ხდება.

იხილეთ შეტყობინება - პირბადე 5 და პროდუქტის ფოტო:  

----------

8 მაისს დანიისა და ესპანეთის სახელმწიფო მაკონტროლებელმა უწყებებმა პირბადეების შემოწმების ახალი შედეგები გამოაქვეყნეს. ესპანეთში გამოვლინდა უხარისხო პირბადის 1 პარტია, ხოლო დანიაში 4 პარტია, რომელსაც კანონმდებლობით მოთხოვნილი სერტიფიკაცია არ ჰქონდა გავლილი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიადევნონ თვალი ევროკავშირის ქვეყნებში პირბადეებისა და სხვა არასასურსათო პროდუქციის მონიტორინგის შედეგებს მოცემულ ბმულზე https://ec.europa.eu/consumers/consumers_safety/safety_products/rapex/alerts/?event=main.listNotifications&year=2020&lng=en.

24.04.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია