შტრიხკოდი

უნივერსალური სასაქონლო კოდი (შტრიხკოდი) წარმოადგენს ციფრებისა და ხაზების საშუალებით ჩაწერილ ინფორმაციას და განკუთვნილია ინფორმაციის ავტომატიზებული იდენტიფიკაციისა და აღრიცხვისათვის.

შტრიხკოდი 1977 წელს შეიქმნა თორმეტი ევროპული სახელმწიფოს ინიციატივით ჩამოყალიბებული სასაქონლო ნუმერაციის ევროპული ასოციაციის EAN (Europian Article Numbering Association) მიერ. ასოციაციაში არაევროპული სახელმწიფოების გაწევრიანების შემდეგ, სისტემამ  საერთაშორისო სტატუსი მიიღო და ამჟამად მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება.

სასაქონლო ნუმერაციის გლობალური საერთაშორისო სისტემა EAN/UCC წარმოიქმნა ევროპული (Europian Article Numbering Association – EAN international) და ჩრდილოეთ ამერიკული (Uiform Code Council –UCC) სასაქონლო ნუმერაციული ასოციაციების გაერთიანების ხარჯზე.

მიუხედავად იმისა, რომ EAN/UCC სისტემა თავისი სტატუსით არასავალდებულო და ნებაყოფლობითია, საქონელზე შტრიხკოდის არარსებობა უარყოფითად მოქმედებს მის კონკურენტუნარიანობაზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ თანამედროვე სავაჭრო ფირმები საქონელმოძრაობის ავტომატიზებული ტექნოლოგიებს იყენებენ და შტრიხკოდის გარეშე საქონელს არ იღებენ.

ამჟამად სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის უდიდესი ნაწილი შეესაბამება EAN/UCC უნივერსალური გლობალური სასაქონლო ნომერი GTIN, რომელიც საქონლის შესაფუთზე, ეტიკეტზე ან იარლიყზე დაიტანება.

შტრიხკოდი არ არის განკუთვნილი მომხმარებლისათვის საქონელზე ინფორმაციის გადასაცემად. მისი გაშიფვრა კომპიუტერის საშუალებით ხდება.

საქონლის ავტომატური იდენტიფიკაციის გარდა, შტრიხკოდი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

  • სასაქონლო მარაგის ავტომატიზებული აღრიცხვა-კონტროლი;
  • საქონელმოძრაობის პროცესის ოპერატიული მართვა;
  • მარკეტინგული კვლევების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით.

შტრიხკოდის დანერგვა დაკავშირებულია წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში ელექტროგამომთვლელი ტექნიკის დანერგვასა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან. საქონლის შემოსვლის, გადმოტვირთვის და რეალიზაციის პროცესების აღრიცხვის ავტომატიზაციამ შესაძლებელი გახადა საქონელმოძრაობის ინტენსიფიკაცია და დოკუმენტების გაფორმების გამარტივება.

ამჟამად, ძირითადად, ორი სახის შტრიხკოდი გამოიყენება: EAN/UCC და  UPS  ამათგან უფრო გავრცელებულია  EAN/UCC.

EAN/UCC 3 ძირითად ჯგუფად იყოფა: EAN – 8, EAN – 13 და EAN - 14.  8, 13 და 14 შეესაბამება რიცხვების რაოდენობას, რომელიც კოდში გამოიყენება. EAN - 14 განკუთვნილია მხოლოდ მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო შესაფუთებისათვის. ამ ტიპის შტრიხკოდი მაღაზიებში არსებული სკანერებით არ იკითხება და იგი მომხმარებლისათვის გასაყიდად დაფასოებულ პროდუქციაზე არ დაიტანება.

EAN  ასოციაციის  წევრებისათვის შტრიხკოდის მოხმარების ყველა ეტაპზე, აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების შესრულება:

  • შტრიხკოდის პირველი სამი ციფრი უნდა აღნიშნავდეს ნაციონალური ორგანიზაციის კოდს, რომელსაც EAN ასოციაცია თავის წევრებს ანიჭებს;
  • საქონლის იდენტიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს EAN – 8, EAN – 13-ის ფორმატს;
  • საქონელში ნებისმიერი ცვლილება (გარდა ფასისა) შტრიხკოდში ცვლილების შეტანას უნდა იწვევდეს;
  • ნაციონალურმა ორგანიზაციამ, რომელიც ქვეყნის შიგნით კოდირების წესს ადგენს, უნდა უზრუნველყოს, რომ ორ სხვადასხვა საქონელს ერთნაირი კოდი არ ჰქონდეს;
  • კოდირების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ახალ საქონელზე ძველი საქონლის კოდის მინიჭებას, ამ უკანასკნელის რეალიზაციიდან ამოღებიდან სამი წლის შემდეგ;
  • საქონლის ცალსახა იდენტიფიცირება მწარმოებლისაგან დამოუკიდებლად.

 EAN   შტრიხკოდების სტრუქტურა

თანრიგის ნომერი

კოდის ელემენტი

 

EAN -8

EAN -13

1

 

ქვეყანა, სადაც მდებარეობს

მონაცენთა ბანკი

1- 3

 

1- 3

 

 

2

საქონლის მწარმოებელი ან

გამყიდველი ფირმა

 

4 - 5

 

4 - 7

3

ინფორმაცია საქონელზე

6 - 7

8 - 12

4

 საკონტროლო რიცხვი

8

13

როგორც ცხრილიდან ჩანს, პირველი სამი ციფრი აღნიშნავს იმ ქვეყანას, რომელშიც გაიარა რეგისტრაცია და მიიღო ნომერი მწარმოებელმა და მისმა საქონელმა. თუმცა, შტრიხკოდზე აღნიშნული ქვეყნის კოდი შეიძლება საქონლის მწარმოებელ ქვეყანას არ ემთხვეოდეს, რადგან საქონლის გამყიდველსაც აქვს უფლება საქონელი ნებისმიერი ქვეყნის მონაცემთა ბანკში დაარეგისტრიროს.

ქვეყნების კოდები

ქვეყანა

კოდი

ქვეყანა

კოდი   

აშშ 

000-019, 030-039, 060-139

ეგვიპტე

622

საფრანგეთი

300-379

ირანი

626

ბულგარეთი

380

ქუვეტი

627

სლოვენია

383

ფინეთი

640-649

ხორვატია

385

ჩინეთი

690-695

ბოსნია და ჰერცეგოვინა

387

ნორვეგია

700-709

გერმანია

400-440

ისრაელი

729

იაპონია

450-459

შვედეთი

730-739

რუსეთი

460-469

გვატემალა

740

ყირგიზეთი

470

სალვადორი

741

ტაივანი

471

ჰონდურასი

742

ესტონეთი

474

მექსიკა

750

ლატვია

475

კანადა

754-755

აზერბეიჯანი

476

ვენესუელა

759

ლიტვა

477

შვეიცარია

760-769

უზბეკეთი

478

კოლუმბია

770

შრი-ლანკა

479

პერუ

775

ფილიპინები

480

ბოლივია

777

ბელორუსი

 481

არგენტინა

779

უკრაინა

482

ჩილე

780

მოლდოვა

484

პარაგვაი

784

სომხეთი

485

ეკვადორი

786

საქართველო

486

ბრაზილია

789-790

ყაზახეთი

487

იტალია

800-839

ჰონგ კონგი

489

ესპანეთი

840-849

დიდი ბრიტანეთი

500-509

კუბა

850

საბერძნეთი

520

სლოვაკეთი

858

ლიბანი

528

ჩეხეთი

859

კვიპროსი

529

სერბეთი და ჩერნოგორია

860

ალბანეთი

530

მონღოლეთი

865

მაკედონია

531

ჩრდილოეთ კორეა

867

მალტა

535

თურქეთი

869

ირლანდია

539

სამხრეთ კორეა

880

ბელგია და ლუქსემბურგი

540-549

კამბოჯა

884

პორტუგალია

560

ტაილანდი

885

ისლანდია

569

სინგაპური

888

დანია

570-579

ინდოეთი

890

პოლონეთი

590

ვიეტნამი

983

რუმინეთი

594

ინდონეზია

899

უნგრეთი

599

ავსტრია

900-919

სამხრეთ აფრიკა

600-601

ავსტრალია

930-939

ბახრეინი

608

ახალი ზელანდია

940-949

მოროკო

611

მალაიზია

955

მწარმოებლის კოდს საქონელს ქვეყნის ნაციონალური ორგანიზაცია ანიჭებს. იგი, ასევე, განაგებს მასთან დარეგისტრირებული შტრიხკოდების მონაცემთა ბანკს, ამუშავებს და ავრცელებს შტრიხკოდების გამოყენების მეთოდიკებს.

უშუალოდ საქონლის კოდს (ინფორმაცია საქონელზე) ანიჭებს დამამზადებელი  ორგანიზაცია ან გამყიდველი დამოუკიდებლად, სარეგისტრაციო ნომრის სახით თავისი საწარმოს ფარგლებში. ამ ციფრებში კოდირებულია საქონლის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ინფორმაცია: დასახელება, სორტი, არტიკული, ფერი, წონა, ზომა და სხვა მონაცემები. ამ მონაცემების ცვლილებას შტრიხკოდის ცვლილებაც უნდა მოჰყვეს.

შტრიხკოდის ბოლო (მე-8, მე-13) რიცხვი საკონტროლო ციფრს წარმოადგენს და EAN  ალგორითმით სკანერით წაკითხვისთვისაა გამიზნული.

შტრიხკოდის ხაზები და სიცარიელები  სკანერით წაკითხვისთვისაა განკუთვნილი. მათში კოდირებულია იგივე ინფორმაცია, რასაც ციფრები შეიცავენ. ისინი იწყება და მთავრდება შედარებით გრძელი ხაზებით, რაც სკანერისათვის სკანირების დასაწყისისა და დაბოლოების მაჩვენებელია.

კოდები  EAN-8   გამოიყენება მცირე ზომის საქონლის ან მისი შესაფუთის მარკირებისათვის.  EAN-13–გან განსხვავებით EAN-8 კოდები ნაკლებ ინფორმაციას შეიცავს. EAN-13 დაიტანება ნებისმიერ საქონელზე და შესაფუთზე თუ ამის საშუალებას საქონლის ზომა იძლევა.

შესაფუთზე დაიტანება მხოლოდ ერთი შტრიხკოდი (EAN  და  UPS), ორი შტრიხკოდის დატანა დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელმა ან გამყიდველმა რეგისტრაცია გაიარა ორივე ასოციაციაში.  ასეთ შემთხვევაში, კოდები დაიტანება შესაფუთის ორ, მოპირდაპირე მხარეს.

 ავტორი: დალი წულაია

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. Коммерческое товароведение: Учебник / Под общ. ред. д. э. н., проф. В. И. Теплова. — 4-е изд., перераб. и доп. — М.:Из. «Дашков и К°», 2012 — 696 с.
  2. Справочник по товароведению продовольственных товаров. Под ред. проф. Роднина Т.Г., –М.: Колос. -2003.      
  3. Штрих-коды стран - https://kataloq.gomap.ru
  4. Barcoding - https://www.barcoding.com/

01.05.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია