კარაქი მალკო 82.5%
ორმა მომხმარებელმა მოგვმართა ერთი და იგივე პროდუქტის შემოწმების თხოვნით ( 06.12.2019 შემოსული საჩივარი , 10.12.2019 შემოსული საჩივარი). მომხმარებლები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ კარაქი „მალკო“ მცენარეული ცხიმისაგან იყო დამზადებული.
საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 17 დეკემბერს, ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ), ჰიპერმარკეტ „კარფურში“ შევიძინეთ „კარაქი 82.5%, მალკო“ (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“, თბილისი, ორხევი, ახვლედიანის ქ. 26ა), და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში, პროდუქტში რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმების შემცველობის განსასაზღვრად.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტი, რძის ცხიმის გარდა, შეიცავს სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს.
გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში, „კარფურში“ და მწარმოებელთან.
--------
როგორც ქვემოთა კომენტარიდან ჩანს, შპს რესპუბლიკის წარმომადგენელმა 4 იანვარს გვაცნობა შემდეგი: „კარაქი დაფასოვდა იმ დანადგარით, რომლითაც ასევე მოხდა სპრედის დაფასოება. შესაძებელებია მცენარეული ცხიმის ნაწილაკები მოხვდა კარაქში. რეაგირება მოხდა პრეტენზიაზე და პროდუქტი ამოღებულ იქნა ქსელიდან.“
--------
2020 წლის 21 იანვარს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ პასუხი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ 2020 წლის 14 იანვარს განახორციელა შპს რესპუბლიკის კონტროლი. კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენს მიერ შემოწმებული პროდუქტის პარტია (წარმოებული 23.11.19) ბიზნესოპერატორს აღარ ჰქონდა ადგილზე და სარეალიზაციო ქსელში განთავსებული. ბიზნესოპერატორის განმარტებით, აღნიშნული სურსათი, რომელიც გამოითხოვა ქსელიდან გამოიყენეს სხვა სურსათის წარმოების დროს, მცენარეულ ცხიმთან ერთად.
ამავე დროს, სააგენტოს ინსპექტირების შედეგად საწარმოში არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, რაზეც ბიზნესოპერატორს მიეცა შესაბამისი მითითებები და განესაზღვრა გონივრული ვადა.
-------------------------------------------------
კომენტარები ძველი საიტიდან იხილეთ ბმულზე /contentfiles/docs2/malkos_komentari.pdf
26.12.2019
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია