ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში

არაერთმა მომხარებელმა მოგვმართა იმასთან დაკავშრებით, რომ სხვადასხვა მაღაზიაში პროდუქციას დახლზე ერთი ფასი აწერია, რეალურად კი სხვა ფასს ახდევინებენ. არის შემთხვევები, როცა დახლზე პროდუქტის ფასი საერთოდ არ არის მითითებული, თუმცა თვითონ პროდუქტს აქვს დაკრული წებვადი ქაღალდი, რომელსაც ციფრები აწერია და, როგორც წესი, ამ ციფრებს მომხარებელი ფასად აღიქვამს, ხოლო სალაროსთან სრულიად სხვა ფასის გადახდა უწევს. მსგავსი შემთხვევები ხდება როგორც დიდ, ქსელურ ჰიპერ- ან სუპერმარკეტებში, ასევე მცირე ზომის მაღაზიებში. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პროდუქტის ფასი და ფასის შესახებ მკაფიო ინფორმაცია უნდა მიეთითოს მომხმარებლისთვის გასაგებად, პროდუქტის განთავსების ადგილზევე. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გაითვალისწინეთ:კანონების დღეს მოქმედი ვერსიის სანახავად საჭიროა რეგისტრაციიის გავლა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე. რეგისტრაცია უფასოა 343-ე მუხლი განსაზღვრავს პირობებს, რომლებიც უნდა დაიცვან იმ პირებმა რომლებიც საკუთარ პროდუქტსა თუ მომსახურებას საჯაროდ, პირთა განუსაზღვრულ წრეს სთავაზობენ. ამ პირობებს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ეწოდება. ეს პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა ხელშეკრულების ნაწილად, თუკი გამყიდველი თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და თუკი მყიდველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები. პროდუქტის ფასი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს და შესაბამისად მკაფიო ინფორმაცია ფასის შესახებ აგრეთვე უნდა მიეთითოს საჯაროდ, პროდუქტის განთავსების ადგილზე, ისე რომ მომხმარებელს შეეძლოს მას გაეცნოს და ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის შეძენის შესახებ. 

მარტივად რომ ვთქვათ, მაღაზიას პროდუქტის განთავსების ადგილზე მკაფიოდ უნდა ჰქონდეს მითითებული პროდუქტის ფასი ან ინფორმაცია ამ ფასის შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქტზე/თან აუცილებლად უნდა ეწეროს ზუსტად ის თანხა, რასაც მომხმარებელს გადაახდევინებენ, თუმცა ამ თანხის გამოანგარიშება მომხმარებლისთვის იოლი უნდა იყოს. მაგალითად, შესაძლებელია პროდუქტთან მითითებული იყოს ფასი დღგ-ს გარეშე, თუმცა ეს გარემოება მომხმარებლისთვის გასაგები უნდა იყოს (მაგალითად იქვე განთავსებული დამატებითი ინფორმაციიდან, ან მოლარე/კონსულტანტის განმარტებებიდან). 

თუკი აღწერილი პირობები არ არის დაცული, მყიდველს შეუძლია სადავო გახადოს გარიგება (ნასყიდობა) მოითხოვოს მისი მოშლა/ბათილობამომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შემთხვევაში  (იხ. სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლი) შესაძლებელია ხელშეკრულების მოშლა/გაუქმება, ხოლო მომხმარებლის მოტყუების შემთხვევაში - ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნა (სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი). განსხვავება ამ ორ შედეგს შორის იმაშია, რომ გაუქმებული/მოშლილი ხელშეკრულება მისი დადებიდან გაუქმებამდე არსებობს (ანუ ამ პერიოდში მისი მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობებში არიან, აქედან გამომდინარე შედეგებით), ბათილი ხელშეკრულება კი არარსებულად (არდადებულად) მიიჩნევა. და გადახდილი თანხის დაბრუნება.ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები იხ. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლში  გაითვალისწინეთ, რომ ასეთი პრეტენზიის წარსადგენად:

  • აუცილებელია შენახული გქონდეთ პროდუქტის შეძენის დოკუმენტი; 

  • პრეტენზიის წარდგენა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, პროდუქტის შეძენიდან არაუგვიანეს 1 თვისა. მოტყუების შემთხვევაში შედავების ვადა 1 წლამდეა. იხ. სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლი 

რჩევა მომხარებელს: თუ თქვენ შეგემთხვათ მსგავსი ფაქტი და მაღაზიაშივე აღმოაჩენთ, რომ პროდუქტზე მითითებულისგან განსხვავებული თანხა გადაგახდევინეს, სასურველია იქვე, მაღაზიიდან გაუსვლელად მოითხოვოთ პროდუქტში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება (თუ ამ პროდუქტის შემოთავაზებულ ფასად შეძენის სურვილი არ/აღარ გაქვთ). თუ ფასთა სხვაობა სახლში აღმოაჩინეთ, პრეტენზიის წარსადგენად თქვენ დაგჭირდებათ მტკიცებულება. ასეთ მტკიცებულებად გამოდგება მაგალითად მაღაზიაში ან პროდუქტზე მითითებული ფასისთვის გადაღებული სურათი და სალაროს ქვითარი. ამ მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ შეგიძლიათ დააბრუნოთ პროდუქტი და მოითხოვოთ თანხის უკან დაბრუნება. ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოთ, რომ გონივრულ ვადაში (მაქსიმუმ 1 თვის გასვლამდე) წარადგინოთ პრეტენზია და მტკიცებულებები მაღაზიაში (მაღაზიის მენეჯმენტთან).

იმ შემთხვევაში, თუ მაღაზია არ დაგთანხმდათ თანხის უკან დაბრუნებაზე, უნდა მიმართოთ სასამართლოს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის პრეროგატივაცაა მომხმარებლის მოტყუებისსისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მიხედვით ფაქტების გამოვლენა. თუმცა, საგამოძიებო სამსახური ვერ დაავალდებულებს მაღაზიას, რომ თქვენს მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა დაგიბრუნოთ. ეს სამსახური უფლებამოსილია მაღაზიის შესაბამისი პერსონალი პასუხისგებაში მისცეს, თუკი დაადგენს, რომ მომხმარებლის მოტყუება მართლაც მოხდა.

26.10.2018


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია