სასურსათო პროდუქტების უარყოფითი თვისებები

ბევრი სასურსათო პროდუქტი, სასარგებლოსთან ერთად, ბუნებრივად ხასიათდება თვისებებით, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად ზემოქმედებს. ზომიერი მოხმარების დროს ეს სურსათი ადამიანს არ აზიანებს. თუმცა, საფრთხილოა ჯანმრთელობის ამა თუ იმ გართულების მქონე პირთათვის, ხოლო გადაჭარბებული მოხმარების შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანისათვის.

ქვემოთა ცხრილში წარმოგიდგენთ ზოგიერთი სურსათის უკუჩვენებებს.

 

უკუჩვენება

სურსათი

 

საკვების მონელების გართულება

 

 

პარკოსნები (სოიო, ლობიო, ცერცვი და სხვა), მარცვლეული (ხორბალი, ქერი), კარტოფილი, უმი კვერცხის ცილა

თირკმელებში კენჭების წარმოქმნის პროვოცირება

დანდური, მჟაუნა, ისპანახი, რევანდი, ჭარხლის ფოთლები, სტაფილო, ბოლოკი

 

მოწამვლა

თერმულად დაუმუშავებელი ხილის კურკა; გამწვანებული კარტოფილი და მისი ღვივები

 

წნევის მომატება, ალერგია, შეშუპება

 

თევზი (განსაკუთრებით თინუსი), დამარილებული სურსათი

A ვიტამინის დაშლა

მარგარინი

 

B1 ვიტამინის დაშლა

ჩაი, ყავა, კობრის, ქაშაყის, ცქიმურას ჯიშის თევზი

 

E ჯგუფის ვიტამინების დეაქტივაცია

 

პარკოსნები (სოიო, ლობიო, ცერცვი და სხვა)

H ვიტამინის დეაქტივაცია

უმი კვერცხის ცილა

 

იოდის შეთვისების გართულება

 

სოიო, რაფსი, მდოგვი, კომბოსტო, ბოლოკი, კამა

რკინის შეთვისების გართულება

ჩაი

 

კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის და   სხვა ელემენტების ორგანიზმიდან გამორეცხვა

 

ყავა

ორგანიზმისათვის საჭირო მიკრო და მაკროელემენტების (კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, თუთია, სპილენძი) შეთვისების გართულება

მანანის ბურღული, პარკოსნები (ლობიო, მუხუდო)

პროდუქტზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება

კოფეინის შემცველი სასმელები (ყავა, ჩაი და სხვა)

 

ასე რომ, ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვეული გართულებებისადმი არიან მიდრეკილი, მოხმარებული სურსათის შერჩევისას ყურადღება მართებთ. გარდა ამისა, ყველასათვის რეკომენდებულია რაც შეიძლება მრავალფეროვანი კვება, რათა ორგანიზმმა მისთვის საჭირო ყველა ნივთიერება ზომიერად მიიღოს, ხოლო ზოგიერთი სურსათის უარყოფითი ზემოქმედება მაღალი არ აღმოჩნდეს.

 

ავტორი: დალი წულაია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ქ. ლაფერაშვილი, ზ. ქუჩუკაშვილი, „სურსათის უვნებლობა და ხარისხი“, სახელმძღვანელო, ISBN 978-9941-0-3995-9 (120 გვ); 2011 წ.
  2. Проблема безопасности продуктов питания и их воздействие на организм человека - https://studbooks.net
  3. Пищевая химия/ А.П. Нечаев, С.Е. Траубенберг, А.А. Кочеткова и др. - 5-e изд., испр. и доп. - Санкт-Петербург: ГИОРД, 2012, 672 с.
  4. Л.В. Донченко, В. Д. Надыкта, Безопасность пищевой продукции, учебник для академического бакалавриата, 3-е изд., испр. и доп.- М, 2018., 264 с. 

12.06.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები