პარფიუმერია-კოსმეტიკის შემოწმება

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმი და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ „ევროფინსის“ საფრანგეთის ფილიალის შუამავლობით პარაბენების, ტყვიისა და დარიშხნის შემცველობაზე შესამოწმებლად. შემოწმება მოხდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

3 ნიმუშში მცირე ოდენობით ტყვია აღმოჩნდა (იხ. ნიმუშები N. 9, 24, 27 ქვემოთა სიაში), ხოლო 3 ნიმუშზე ეტიკეტირების წესები იყო დარღვეული - პროდუქტები შეიცავდა პარაბენებს (ნორმის ფარგლებში, იხ. ნიმუშები N. 11, 20, 22 ქვემოთა სიაში), მაგრამ ეს ეტიკეტზე არ იყო აღნიშნული. 6 ნიმუშში შესამოწმებელი პარამეტრების ზუსტი ოდენობების განსასაზღვრად დამატებითი კვლევა გახდა საჭირო, რის შედეგებსაც მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.

ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის, ესენი იყო: შამპუნები, შხაპის გელები, ბალზამები, ანტიპერსპირანტები და სხვა. 

ევროკავშირში და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების ნაწილის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ნაწილი კი - ნორმირებული. ასევე, ამ ტიპის პროდუქციაში დაუშვებელია ტყვიისა და დარიშხნის არსებობა. თუმცა, ვინაიდან ეს ნივთიერებები ბუნებრივ გარემოში გვხდება, მათ შეიძლება შეიცავდეს პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ნედლეული, ჭურჭელი, რომელშიც ეს პროდუქციაა განთავსებული, ან ისინი პროდუქციაში საწარმოო პროცესის დროს მოხვდეს. ამიტომ ევროკავშირში დაშვებულია ტყვიისა და დარიშხნის ნარჩენების არსებობა პარფუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იმ შემთხვევებში, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. 

საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა განსაზღვრული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001-ს №307/ნ ბრძანება „პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებებისა და პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების, ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, რომელშიც ბოლო 18 წლის განმავლობაში ერთი ცვლილებაც კი არ შესულა და არ არის გათვალსიწინებული პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოებისადმი  თანამედროვე მსოფლიოში არსებული მიდგომები. ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ ბრძანების მიხედვითაც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმშში ტყვია იკრძალება. გარდა ძმარმჟავა ტყვიისა თმის საღებავებში, დანართი 2, I, პ. 289 

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო მცირე ოდენობით ტყვიის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის ლაბორატორიული კვლევები 2019 წლის ზაფხულშიც და 2020 წლის გაზაფხულზეც ჩავატარეთ, რის შედეგადაც 5 ნიმუშში ევროკავშირში აკრძალული პარაბენები, 40 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 3 ნიმუშში ტყვია, ხოლო 5 ნიმუშზე ეტიკეტირების წესების დარღვევა აღმოჩნდა.იხ. https://www.momxmarebeli.ge/articles/212/6729https://www.momxmarebeli.ge/articles/212/6721https://www.momxmarebeli.ge/articles/212/6661, https://www.momxmarebeli.ge/articles/212/6667

ბოლო კვლევა იმის კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესი ნაწილის სახელმწიფო კონტროლის დანერგვა.

შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ:

1. 

პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "სალონი" ვანილის

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Tibet ITH. IHR. Ve KOZ. SAN. A.S/თურქეთი

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია ისტანბულ ბაზარი/შპს "ჰეფი" (თევდორე მღვდლის 13)

წარმოების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის N:  13.05.19-13.05.22 PN:03

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


2

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "ჰობი" 2 1-ში

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Hobi Kozmetik Imalat SAN. Ve Tic. A.S/თურქეთი

წარმოების/ვარგისიანობის თარიღი/პარტიის N: 14.11.2019/0549-14.11.2022

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია ისტანბულ ბაზარი/შპს "ჰეფი" (თევდორე მღვდლის 13)

ანალიზის შედეგი:  არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


3. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი/ბალზამი "კრაპივა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ფიტო დოქტორი/უკრაინა

წარმოების/ვარგისიანობის თარიღი 01.20-07.22

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია ისტანბულ ბაზარი/შპს "ჰეფი" (თევდორე მღვდლის 13)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


4. 

პროდუქტის დასახელება: აგაფის მსუბუქი ბალზამი 

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "პერვოე რეშენიე"/რუსეთი

წარმოების/ვარგისიანობის თარიღი: 10.18-10.21

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია ისტანბულ ბაზარი/შპს "ჰეფი" (თევდორე მღვდლის 13)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


5. 

პროდუქტის დასახელება: თხევადი კრემ-საპონი&რძე ბიო ნატურელი

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ეკოპლანტი"/უკრაინა

წარმოების/ვარგისიანობის თარიღი: 06.04.20-05.10.22

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია ისტანბულ ბაზარი/შპს "ჰეფი" (თევდორე მღვდლის 13)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


6. 

პროდუქტის დასახელება: ანტიპერსპირანტი "ნივეა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ბაიერსდორფი (ტაილანდი)/ტაილანდი

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "უნივერსამი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ)

წარმოების/ვარგისიანობის თარიღი:  20.11.18-08.05.21

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


7. 

პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი Wash Essenza,

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Olympic Mountain Products/აშშ

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნავნე" (სანდრო ეულის 7ა)

პარტიის N: 13253B, 10:18

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


8. 

პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი Mountain Falls

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Vi-Jon, Inc./აშშ

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ნავნე" (სანდრო ეულის 7ა)

პარტიის N:/ვარგისიანობის თარიღი: 0392192, 06/2021

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


9. 

პროდუქტის დასახელება: კრემ-დეოდორანტი "ინჯოი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ინჯოი&ჯოი"/საქართველო

წარმოების/ვარგისიანობის თარიღი: 03.20-03.23

შესყიდვის ადგილი: აფთიაქი "ჯი-პი-სი"/სს"გეფა" (აღმაშენებლის გამზირი N.?)

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ტყვია, ლაბორატორიის დასკვნა


10. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი High Stile

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ბელიტა"/ბელორუსი

ვარგისიანობის თარიღი: 07.2022

შესყიდვის ადგილი: სუფთა სახლი (ვაჟა-ფშაველას 73, მე-3 კვარტალი, კორპ. 1ა)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


11. 

პროდუქტის დასახელება: თხევადი საპონი "თეო"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ფისკოტა"/ბულგარეთი

წარმოების/ვარგისიანობის თარიღი: 22.04.20-21.04.22

შესყიდვის ადგილი: სუფთა სახლი (ვაჟა-ფშაველას 73, მე-3 კვარტალი, კორპ. 1ა)

ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


12. 

პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "ადიდასი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ადიდასის" ლიცენზიით/ესპანეთი

პარტიის N: 9245

შესყიდვის ადგილი: სუფთა სახლი (ვაჟა-ფშაველას 73, მე-3 კვარტალი, კორპ. 1ა)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


13. 

პროდუქტის დასახელება: ხელის მოვლის საშუალება "დელია"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Delia Cosmetics S.P. z.o.o./პოლონეთი

შესყიდვის ადგილი: სუფთა სახლი (ვაჟა-ფშაველას 73, მე-3 კვარტალი, კორპ. 1ა)

ვარგისიანობის თარიღი/პარტიის N: 01.2023 0123KB 

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


14. 

პროდუქტის დასახელება: ქოქოსის შამპუნი "ინექტო ნატურალსი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "კარიუმი"/ინგლისი

პარტიის N:  W1935212 16:20

შესყიდვის ადგილი: აფთიაქი "პსპ" (ხიზანიშვილის 15)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


15. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "ლილიენი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Union Cosmetic s.r.o./ჩეხეთი

შესყიდვის ადგილი: აფთიაქი "პსპ" (ხიზანიშვილის 15)

პარტიის N: 194534 187.59.30

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


16. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "ნატურალ ესენსის"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Union Cosmetic s.r.o./ჩეხეთი

პარტიის N: 200299 187.23.9

შესყიდვის ადგილი: აფთიაქი "პსპ" (ხიზანიშვილის 15)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


17. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "ბიო სიო"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ბიოსიო/საქართველო

წარმოების თარიღი: 15.06.20

შესყიდვის ადგილი: აფთიაქი "პსპ" (ხიზანიშვილის 15)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


18. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი შეღებილი თმისთვის "ინტენსისი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ჩანტალი/პოლონეთი

ვარგისიანობის თარიღი/პარტიის N: 11.2021, 1118030

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "კოსმო"(მეტრო ახმეტელის მ/ტ)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


19. 

პროდუქტის დასახელება: ანტიპერსპირანტი "ფა სპორტი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ჰენკელ რუსი/რუსეთი

ვარგისიანობის თარიღი: 06/22

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "უნივერსამი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიული დასკვნა


20. 

პროდუქტის დასახელება: თმის აღმდგენი ბალზამი "ჯენერა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Fairness Srl Laboratory Cosmetici/იტალია

შესყიდვის ადგილი: მაღაზია "ძმები" (თევდორე მღვდლის 9)

პარტიის N/ვარგისიანობის თარიღი: 1311191098 11/22

ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


21. 

პროდუქტის დასახელება: ბალზამი "სვობოდა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "სვობოდა"/რუსეთი

ვარგისიანობის თარიღი/პარტიის N: 04/22 1311

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ძმები" (თევდორე მღვდლის 9)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


22. 

პროდუქტის დასახელება: კონდიციონერი "ვატიკა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს ნატურელე/არაბეთის გაერთიანებული საამიროები

წარმოების/ვარგისიანობის  თარიღი: 10.2017-03.2020

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ძმები" (თევდორე მღვდლის 9)

ანალიზის შედეგი: ეტიკეტირების დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


23. 

პროდუქტის დასახელება: ხელის ანტიბაქტერიული საპონი "სეიფვოში"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Canada Green Gate, Kozmetik Urunleri San. TIC. A.S./თურქეთი

წარმოების/ვარგისიანობის  თარიღი/პარტიის N: 03.2020-02.2025 33520

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ძმები" (თევდორე მღვდლის 9)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


24. 

პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "ნივეა სპა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Beiersdorf Manufacturing Berlin GmBH/გერმანია

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ძმები" (თევდორე მღვდლის 9)

წარმოების/ვარგისიანობის  თარიღი: 02/19-07/21

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ტყვია, ლაბორატორიის დასკვნა


25. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "სიოსი პროფესიონალი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ჰენკელ რუსი"/რუსეთი

ვარგისიანობის  თარიღი/პარტიის N: 06/22 5301698654

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ძმები" (თევდორე მღვდლის 9)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


26. 

პროდუქტის დასახელება: ანტიპერსპირანტი "რექსონა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "უნილევერ რუსი"/რუსეთი

წარმოების თარიღი: 27.09.19

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ძმები" (თევდორე მღვდლის 9)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


27. 

პროდუქტის დასახელება: ფიტო დეოდორანტი "ჩისტაია ლინია"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "უნილევერ რუსი"/რუსეთი

წარმოების თარიღი: 17.07.2019

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ძმები" (თევდორე მღვდლის 9)

ანალიზის შედეგი: აღმოჩნდა ტყვია, ლაბორატორიის დასკვნა


28. 

პროდუქტის დასახელება: დეოდორანტი "დეო აქტივი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "კომპანი ქლევერი"/რუსეთი

ვარგისიანობის თარიღი: 05.2020

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "ძმები" (თევდორე მღვდლის 9)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


29. 

პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "ჩისტაია ლინია"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "უნილევერ რუსი"/რუსეთი

წარმოების/ვარგისიანობის  თარიღი: 24.05.17-23.05.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "უნივერსამი"(ახმეტელის მეტროს მ/ტ)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


30. 

პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "პალმოლივი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Colgate-Palmolive Temizlik Urunleri Sanayi/თურქეთი

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "უნივერსამი"(ახმეტელის მეტროს მ/ტ)

წარმოების თარიღი: 01.11.2019

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


31. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "პრო სერია"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: S.C. Detergenti S.A./რუმინეთი

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "უნივერსამი"  (ახმეტელის მეტროს მ/ტ)

წარმოების თარიღი: 09/19

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


32. 

პროდუქტის დასახელება: ბალზამი "პანტენ პრო-ვი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: S.C. Detergenti S.A./რუმინეთი

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "უნივერსამი"  (ახმეტელის მეტროს მ/ტ)

წარმოების თარიღი: 01/20

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


33. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "ლ'ორეალ ელსევე"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ლ'ორეალი"/რუსეთი

ვარგისიანობის თარიღი: 12/22

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "უნივერსამი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


34. 

პროდუქტის დასახელება: სახის დასაბანი ქაფი "სტო რეცეპტოვ კრასოტი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "უნილევერ რუსი"/რუსეთი

წარმოების/ვარგისიანობის  თარიღი: 24.10.17-23.10.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "უნივერსამი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


35. 

პროდუქტის დასახელება: დეოდორანტი "გარნიერ მინერალი"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ლ'ორეალი"/რუსეთი

ვარგისიანობის თარიღი: 01/23

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "უნივერსამი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


36. 

პროდუქტის დასახელება: ანტიპერსპირანტი "დეონიკა"

მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "აეროზოლ ნოვომოსკოვსკი"/რუსეთი

წარმოების თარიღი: 21.01.20

შესყიდვის ადგილი:  მაღაზია "უნივერსამი" (ახმეტელის მეტროს მ/ტ)

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის დასკვნა


ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

11.08.2020


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები