პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება

5 პროდუქტში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა!

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გავაგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მოიხმაროთ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა (N. 5, 20, 30, 33, 34)! 

ლაბორატორიული შემოწმების ოქმები იხილეთ „ანალიზის შედეგში“ მოცემული ტექსტების ბმულების სახით.

1. 

პროდუქტის დასახელება: სახის საცხი "Biodermin40+

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Pharma Cos/ბელორუსია

შესყიდვის ადგილი:"სუფთა სახლი", ნუცუბიძის 183

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


2. 

პროდუქტის დასახელება: სახის საცხი "NIVEA"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Beiserdof Manufacuring Poznan/პოლონეთი

შესყიდვის ადგილი: "კარფური", ცინცაძის 12

ანალიზის შედეგი: პარაბენები და კონსერვანტები ნორმის ფარგლებში


3. 

პროდუქტის დასახელება: სახისა და ყელის ლოსიონი "Equate Beauty"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Distributed by:Wal-Mart Stores, Inc.

შესყიდვის ადგილი: "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


4. 

პროდუქტის დასახელება: სახის საცხი "ჩისტაია ლინია"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: LLC Univer Rus./რუსეთი

შესყიდვის ადგილი:"სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


5. 

პროდუქტის დასახელება: ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“

პარტიის N. 28R700/ვარგისიანობის ვადა: 07/21 

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: L'Oreal Co/გერმანია

შესყიდვის ადგილი:"სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი: დარღვევა - აკრძალული პარაბენებიამავე დროს, ნიმუშზე მითითებულია, რომ საერთოდ არ შეიცავს პარაბენებს


6. 

პროდუქტის დასახელება: მათეთრებელი საცხი "QIANSOTO"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: GZ ZIDI Cosmetics Co. Ltd/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


7. 

პროდუქტის დასახელება: სახისა და ტანის საცხი "Belle Jardin"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Belle Jardin Cosmetics UI/პოლონეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


8. 

პროდუქტის დასახელება: სახის, ტანისა და ხელის საცხი "Fruit of the Wokali"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


9. 

პროდუქტის დასახელება:  ოქროს კოლაგენის სახის რძე "DR. RASHEL"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd./ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


10. 

პროდუქტის დასახელება: სახისა და ტანის სკრაბი "Washami"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Shantou City Oulaia Cosmetics Co. Ltd/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: პარაბენები არ აღმოჩნდა


11. 

პროდუქტის დასახელება: თვალის საცხი "Perfect Gold"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი:  პარაბენები ნორმის ფარგლებში


12. 

პროდუქტის დასახელება: თვალის საცხი "QIANSOTO"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: QIANSOTO/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი:  პარაბენები ნორმის ფარგლებში


13. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი კერატინით "Washami"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Shantou Jiali Biotechnology Co.Ltd/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: პარაბენები არ აღმოჩნდა


14. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "Vatika"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Naturelle LLC/არაბეთის გაერთიანებული საემიროები

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი: პარაბენები არ აღმოჩნდა


15. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის "SVOBODA"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Svoboda Co./რუსეთი

შესყიდვის ადგილი: "გუდვილი", ქავთარაძის 1

ანალიზის შედეგი: პარაბენები არ აღმოჩნდა


16. 

პროდუქტის დასახელება: თმის კონდიციონერი "Sunsilk"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Unliever San.veTic. Turk. A.S. Buyukkayack Mah./თურქეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი: პარაბენები არ აღმოჩნდა


17. 

პროდუქტის დასახელება: კონდინციონერი ნორმალური თმისთვის "Careline"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: CosmoPharm/ისრაელი

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


18. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი მულტივიტამინი "Golrang"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Pakshoo Industrial Group/ირანი

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი:  პარაბენები არ აღმოჩნდა


19. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "დამაშნი დოქტორ"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Pharmaceutical Factory “Elfa”/უკრაინა

შესყიდვის ადგილი: შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61

ანალიზის შედეგი: პარაბენები არ აღმოჩნდა


20. 

პროდუქტის დასახელება: ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy"

გამოშვების თარიღი: 08.03.19/ პარტიის N. 10:70

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Quimi Romar S.L.U/ესპანეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61

ანალიზის შედეგი: დარღვევა -აკრძალული პარაბენები


21. 

პროდუქტის დასახელება: შამპუნი "CLEAR"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Unilever Rus. Ltd/რუსეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61

ანალიზის შედეგი: პარაბენები არ აღმოჩნდა


22. 

პროდუქტის დასახელება: შხაპის გელი "DEBA"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Rubella Beauty AD/EU

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი:  პარაბენები არ აღმოჩნდა


23. 

პროდუქტის დასახელება: სახის საწმენდი რძე "MINDAL"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Rosaimpex L.t.d/ბულგარეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


24. 

პროდუქტის დასახელება: თმის ბალზამ-კონდიციონერი "Belle Jardin"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Belle Jardin Cosmetics UI/EU

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


25. 

პროდუქტის დასახელება: შხაპის საცხი-გელი

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა:  Clever Company/რუსეთი

შესყიდვის ადგილი: "გუდვილი", ქავთარაძის 1

ანალიზის შედეგი: პარაბენები არ აღმოჩნდა


26. 

პროდუქტის დასახელება: ტანის რძე "BECKON"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Shantou Herbal-Hall Cosmetics Co.Ltd/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა

ანალიზის შედეგი: პარაბენები არ აღმოჩნდა


27. 

პროდუქტის დასახელება: სახისა და დეკოლტეს ნიღაბი "ვიტექსი"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Vitex Co./ბელორუსია

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი:  პარაბენები ნორმის ფარგლებში


28. 

პროდუქტის დასახელება: სახის ნიღაბი ოქროს კოლაგენით "DR. RASHEL"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd/ჩინეთი

შესყიდვის ადგილი: "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


29. 

პროდუქტის დასახელება:  თმის ნიღაბი, შვრიის "Fito Cosmetics"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: LLC Fitocosmetics/რუსეთი

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი: პარაბენები ნორმის ფარგლებში


30. 

პროდუქტის დასახელება: თმის საღებავი "CLAIROL"/ პარტიის N. 0267030300

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati/მექსიკა

შესყიდვის ადგილი: "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა

ანალიზის შედეგი:  დარღვევა - აკრძალული პარაბენები


31. 

პროდუქტის დასახელება: შავი ხნა "Herbul"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Government Recognised Export House/ინდოეთი

შესყიდვის ადგილი: "სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

ანალიზის შედეგი: კონსერვანტები ნორმის ფარგლებში, პარაბენები არ აღმოჩნდა


32. 

პროდუქტის დასახელება:  წამწამების ტუში "MAX FACTOR"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Mascara

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის 8

ანალიზის შედეგი: ბარიუმი არ აღმოჩნდა


33. 

პროდუქტის დასახელება: თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline. შტრიხკოდის N. 5902082520757

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Bell Cosmetics/EU

შესყიდვის ადგილი: შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8

ანალიზის შედეგი: დარღვევა - აკრძალული პარაბენები


34. 

პროდუქტის დასახელება: ფრჩხილის ლაქი "Olivia"

გამოშვების თარიღი: 14.05.2019

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Orkide Cosmetics/თურქეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი: დარღვევა - აკრძალული პარაბენები/ ბარიუმი ნორმის ფარგლებში


35. 

პროდუქტის დასახელება:  ფრჩხილის ლაქი "Flomar"

მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა: Kosan Kaz.San. ve Tic A.S.G.O.S.B/თურქეთი

შესყიდვის ადგილი: შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9

ანალიზის შედეგი:  პარაბენები ნორმის ფარგლებშიბარიუმი არ აღმოჩნდა


ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.   

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.  

დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.

საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნებისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001-ს №307/ნ ბრძანება „პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებებისა და პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების, ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“  2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის სახით მოქმედებს, არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ჩვენი ინფორმაციით საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.  ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. 

ამგვარად, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს.

მოცემული კვლევით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებასა და მთლიანად საზოგადოებას ამ პრობლემის შესახებ და მოვითხოვთ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად!  

კვლევის შედეგების თაობაზე გაიგზავნა წერილები მთავრობაში, პარლამენტში და შესაბამის მეწარმეებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა (შპს სუფთა სახლს ტუჩსაცხზე, შპს სუფთა სახლს სახის საცხზე, შპს ძმებს ფრჩხილის ლაქზე, შპს კოტეს შამპუნზე, შპს ნავნეს თმის საღებავზე; ასევე მწარმოებელ ფირმებს: L,Oreal-ს სახის საცხზე, Clairol-ს თმის საღებავზე, Quimi Romar-ს შამპუნზე, BELL-ს ტუჩსაცხზე და Orkide Cosmetics ოლივიას ფრჩხილის ლაქზე). 

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

-------------

2019 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს დაევალათ ჩვენს მიერ გაგზავნილი ინფორმაციის განხილვა.

24 სექტემბერს Amalfi-ს ბრენდის იმპორტიორმა ფირმამ „ჰისპანია“ თავისი ფეისბუქის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. ნაცვლად იმისა, რომ ამ ფირმას ეცადა იმის გარკვევა, თუ რატომ აღმოჩნდა მის პროდუქტში პარაბენები, იგი ცდილობს ცილისწამებით გაიმართლოს თავი და აბსურდული არგუმენტებით თაღლითობაში გვადანაშაულებს.

კერძოდ, „ჰისპანია“ აქვეყნებს ჩვენი ლაბორატორიული კვლევის ოქმის ქართულ თარგმანს (იხ. ბმული), მონიშნული აქვს რამდენიმე წინადადება (რომელთაგან ყველა სწორად არც არის ნათარგმნი) და ამტკიცებს თითქოს დასკვნაში წერია, რომ შემოწმებულ ნიმუშში წინასწარ, განზრახ იყო დამატებული მავნე ნივთიერებები.

ეს იმდენად აბსურდული ბრალდებაა, რომ სერიოზულ განხილვას არც კი იმსახურებს. თუმცა, საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს ეჭვი რომ არ დაებადოთ მაინც მოკლედ ვიტყვით. ლაბორატორია ამოწმებს მასთან მისულ ნიმუშებს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ისინი არის. შეუძლებელია ლაბორატორიამ განსაზღვროს განზრახ არის დამატებული ესა თუ ის ნივთიერება, თუ უნებლიედ და ვის მიერ.

გარდა ამისა, ის ფრაზა, რომელიც ლაბორატორიული ოქმის მეორე გვერდზე აქვს მონიშნული „ჰისპანიას“, ყველა ჩვენს მიერ შემოწმებული პროდუქტის ოქმში წერია, სადაც პარაბენების შემცველობა იყო აღმოჩენილი (როგორც დაშვებული, ისე აკრძალული პარაბენებისა). ეს ფრაზა ევროკავშირის რეგულაციის ერთ-ერთ მოთხოვნაზე მიუთითებს.

„ჰისპანია“ ასევე აქვეყნებს ჩვენს მიერ შემოწმებული პარტიის ერთ-ერთი შამპუნის ლაბორატორიული შემოწმების შედეგებს (დასკვნის ორიგინალი/ ქართული თარგმანი), რომელიც ესპანეთში ჩატარდა და ამ ნიმუშში პარაბენები არ აღმოჩნდა. ეს მაინც არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშში პარაბენები არ იყო, ვინაიდან ეს შამპუნები ქარხნულად დალუქული არ იყიდება. როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას თავად „ჰისპანიისა“ და მაღაზიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შესაძლოა დისტრიბუციის, ან სავაჭრო ობიექტში განთავსების დროს შამპუნში სხვა სითხის შერევა მომხდარიყო.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იმედს ვიტოვებთ, რომ „ჰისპანია“ ეცდება სიმართლის გარკვევას და შესაბამის ზომებს მიიღებს თავისი პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი ასეთი ზომა შეიძლება იყოს ქარხნულად დალუქული ნიმუშების გაყიდვა, რაც იმის რისკს გამორიცხავს, რომ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეეძლოს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გააყალბოს პროდუქცია.

ჩვენ მომავალშიც შევამოწმებთ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ პროდუქციას, მათ შორის, Amalfi-ს ბრენდისას და, როგორც ყოველთვის, გამოვაქვეყნებთ შედეგებს.

  

-------------

1 ოქტომბერს ფირმა „ჰისპანიამ“ კიდევ ერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგი გამოგვიგზავნა, რომელიც ამჯერად ლაბორატორია „ევროფინსში“ გაგზავნა მწარმოებელმა. ლაბორატორიული ოქმის მიხედვით, ნიმუშზე გამოშვების იგივე თარიღი იყო მითითებული, რომელიც ჩვენ შევამოწმეთ, თუმცა, პარაბენები არ აღმოჩნდა.

 

-------------

15 ოქტომბერს მივიღეთ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხი ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილზე. სამინისტრო აღიარებს ჩვენს მიერ დაყენებულ პრობლემას და გამოთქვამს მზადყოფნას პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მექანიზმის განსაზღვრასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მონაწილეობისათვის. 

იმედი გვაქვს ხელისუფლება თავად გამოიჩენს ინიციატივას არა მხოლოდ პარფიუმრიულ-კოსმეტიკური, არამედ ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დასანერგად კონსულტაციების დასაწყებად. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ კონტროლს მიღმა დარჩენილი პროდუქციის უსაფრთხოების შემოწმებას და მომავალი თვეების განმავლობაში დავუკავშირდებით ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.

-------

2020 წლის 21 იანვარს მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხი. ამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე http://momxmarebeli.ge/?menu=141&rec=8523 

-------------------------------

 ძველი საიტიდან გადმოტანილი კომენტარები იხილეთ ბმულზე

 

 

 

 

 

 

11.09.2019


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

საინფორმაციო მასალები