მედიაკონკურსი სურსათის უვნებლობის საკითხებზე

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა აცხადებს კონკურსს სურსათის უვნებლობის საკითხებზე საუკეთესო მედიანამუშევრების გამოსავლენად.

კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოებს 750 ევროს ოდენობით.

კონკურსში წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/ეთერში გასული უნდა იყოს 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 14 მარტი.

სრული ინფორმაციისათვის იხილეთ:


06.11.2023


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია