10 ტიპის ბენზინის შემოწმება
სტატიაში მითითებულ მეწარმეებს, ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.
ვინაიდან არცერთი მომხმარებელი არ ასახელებს რომელი ფირმის ბენზინის შემოწმებას ითხოვენ, ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოში ბენზინის 5 ძირითადი ფირმის ბენზინგასამართ სადგურებზე ორი ხარისხის საწვავის ოქტანობის შემოწმება. 2012 წლის 15 ოქტომბერს ჩვენ შევიძინეთ:
- გალფი - (#1) ევრო რეგულარი და ( #2 ) რეგულარი;
- სოკარი - (#3) რეგულარი და (#4) სუპერი;
- ვისოლი - (#5) ევრორეგულარი და (#6) რეგულარი;
- ლუკოილი -(#7) სუპერი და (#8) ავანგარდი;
- რომპეტროლი - (#9)რეგულარი და (#10) ევროსუპერი;
საწვავი ბენზინგასამართ სადგურებზე შევიძინეთ 2 ლიტრიანი პოლიეთილენის ქილებით. მიუხედავად იმისა, რომ ტარა 2 ლიტრიანი იყო და ჩვენც ოპერატორებს 2 ლიტრის ჩამოსხმას ვთხოვდით, სხვადასხვა სადგურებზე სხვადასხვა რაოდენობის ბენზინი მოგვყიდეს, რაც ჩვენს მიერ გადაღებულ სურათზეც ჩანს.
თითო ლიტრი საწვავი გავამზადეთ ლაბორატორიაში მისატანად, მივანიჭეთ პირობითი ნომრები და საწვავში ოქტანობის შესამოწმებლად ჩავაბარეთ ლაბორატორიას .
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები მოცემულია ცხრილში:
პირობითი ნომერი | ფირმის დასახელება | საწვავის ხარისხი | ოქტანობის მაჩვენებელი |
---|---|---|---|
#1 | გალფი | ევრო რეგულარი | 92,8 |
#2 | გალფი | რეგულარი | 93,0 |
#3 | სოკარი | რეგულარი | 92,4 |
#4 | სოკარი | სუპერი | 98,9 |
#5 | ვისოლი | ევრო რეგულარი | 93,9 |
#6 | ვისოლი | რეგულარი | 93,5 |
#7 | ლუკოილი | სუპერი | 98,1 |
#8 | ლუკოილი | ავანგარდი | 95,7 |
#9 | რომპეტროლი | რეგულარი | 94,1 |
#10 | რომპეტროლი | ევრო სუპერი | 98,0 |
საავტომობილო საწვავის შემოწმება მომავალშიც იგეგმება, თუმცა დონორებისგან ამ შემოწმებებისათვის საჭირო დაფინანსება ჯერჯერობით ვერ მოვიპოვეთ. ამიტომ შევქმენით სპეციალური ანგარიში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შემოიტანონ მცირე თანხები ასეთი შემოწმების დასაფინანსებლად. საწვავის ერთი სინჯის სრული შემოწმება აკრედიტებულ ლაბორატორიაში 300-400 ლარი ჯდება. როგორც კი ანგარიშზე ეს თანხა შეგროვდება, ჩვენ რომელიმე ერთი საწვავის სინჯის შემოწმებას განვახორციელებთ (მომხმარებელთა საჩივრებზე დაყრდნობით). შემდეგი თანხის შეგროვებისას შემდეგი სინჯი შემოწმდება და ა.შ.
იაქტიურეთ!
10.05.2015
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია