მომხმარებლები ხარისხიან ინტერნეტ-კავშირს ითხოვენ

ეს კამპანია დაიწყო ამ კომენტარით. მომხმარებელი უკმაყოფილოა იმით, რომ ინტერნეტ-პროვაიდერმა ინტერნეტი რამოდენიმე დღით გაუთიშა, მომსახურების ფასის გაანგარიშებისას კი ამ დღეების მომსახურების ფასი არ გამოაკლო. 

ჩვენ შევისწავლეთ, თუ rec_id: 258 რას ითვალისწინებს ასეთი შემთხვევებისთვის საქართველოს კანონმდებლობა. როგორც გაირკვა, კანონმდებლობა მკაფიოდ არ მიუთითებს, უნდა გამოექვითოს თუ არა მომხმარებელს მიუღებელი მომსახურების ფასი. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საკითხი ინტერნეტის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით უნდა დარეგულირდეს.

ჩვენ კითხვით მივმართეთ საქართველოში აქტიურ 10-ზე მეტ ინტერნეტ-პროვაიდერსშეკითხვის წერილები დაეგზავნათ: შპს კავკაზუს-ონლაინს; ს.ს. გაერთიანებულ ტელეკომ; ს.ს. ეგრისს; შპს მაგთიკომს; შპს ვანექსს; შპს საქართველოს ცენტრალური კაშირგაბმულობის კორპორაციას; საქართველოს სამეცნიერო - საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციას; შპს ვიტელ-ჯორჯიას; შპს სერვისს;კომპანია გლობალ-ერთს; კომპანია ჯეონეთს , თუ როგორია მათი კომპენსაციის პოლიტიკა უხარისხო ან მიუწოდებელ ინტერნეტ-კავშირის შემთხვევაში. 

თითქმის ყველა პროვაიდერმა დაგვირეკა და იკითხა, რა გინდათ, რატომ გვისვამთ შეკითხვებს, თქვენ ხომ ჩვენი კლიენტები არ ხართო. ავუხსენით, რომ ჩვენ უბრალოდ გვინდა მომხმარებლების ინფორმირება სხვადასხვა ინტერნეტ-პროვაიდერების მომსახურების პირობების და მომხმარებელთა შესაბამისი უფლებების შესახებ. პასუხი როგორც წესი იყო _ ჩვენ კერძო კომპანია ვართ და არ ვართ ვალდებული გიპასუხოთო. ასე რომ პასუხი მხოლოდ იმ პროვაიდერისგან მივიღეთ, რომლის მომსახურებითაც ჩვენი ორგანიზაცია სარგებლობს _ კავკაზუს ონლაინისგან. აი ის. კერძოდ, კომპანიამ მოგვაწოდა კომპანიის ინტერნეტ-მომსახურების ტიპიური ნიმუშები და გამოგვიცხადა, ჩვენი ვალდებულებები მანდ არის გაწერილიო. ამ გვერდზე გარჩეულია, თუ კერძოდ რას ითვალისწინებს კავკაზუს-ონლაინის ეს და სხვა ხელშეკრულებები. მოგვიანებით აგრეთვე მივიღეთ პასუხი გაერთიანებული ტელეკომიდან

მადლობელი ვიქნებით სხვა ინტერნეტ-პროვაიდერების მომხმარებლების, თუკი ისინი ინტერნეტ-მომსახურების თავიანთი ხელშეკრულებების ასლებს მოგვაწვდიან. 

ჩვენ არეთვე მივმართეთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კითხვით, თუ როგორ (რა საშუალებებით) უნდა გაზომოს ინტერნეტის ხარისხი მომხმარებელმა, რომელსაც პრეტენზია აქვს თავისი ინტერნეტ-პროვაიდერისადმი. სამი თვის შემდეგ მივიღეთ პასუხი, სადაც გვიმარტავდნენ, რომ ინტერნეტის ხარისხი სხვადასხვა პარამეტრებზეა დამოკიდებული და რომ მისი გაზომვა სხვადასხვა პროგრამებით შეიძლება. კომისიოს რჩევა იყო მოვთხოვოთ ინტერნეტ-პროვაიდერს ისეთი პროგრამული პაკეტის მოწოდება, რომლის საშუალებითაც გავზომავთ ინტერნეტის ხარისხს.

ჩვენ დავეყრდენით კომისიის ამ რჩევას და მოვთხოვეთ ინტერნეტ-პროვაიდერებს, მოგვაწოდონ პროგრამული პაკეტი ინტერნეტის ხარისხის გასაზომად. გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ. 

ამჯერად ოპერატიულად მოვიდა პასუხი საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერების ქსელების ასოციაციიდან (GRENA). წერილის მიხედვით ამ ოპერატორს თავის ვებ-გვერდზე საგანგებო მომსახურება აქვს ორგანიზებული მომხმარებლებისთვის, რომლის საშუალებით მათ დროის ყოველ მომენტში შეუძლიათ გაზომონ მიწოდებული ინტერნეტის არხის დატვირთვა და დაყოვნება.

მალევე მოვიდა პასუხი კიდევ ერთ ინტერნეტ-პროვაიდერისგან: ”სილქნეტი”-სგან. როგორც ირკვევა, მათაც აქვთ შექმნილი ინტერნეტ-გვერდი, რომლის საშუალებითაც მათ მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტის სიჩქარის გარკვევა. საინტერესოა ამ პროვაიდერების მომხმარებელთა აზრი აღწერილი მომსახურების ეფექტურობაზე.

მოვიდა პასუხი აგრეთვე ჩვენი საკუთარი პროვაიდერისგან _ კაუკაზუს ონლაინისგან, რომელსაც პირდაპირ მოვთხოვეთ, მოგვაწოდეთ ის პროგრამული პაკეტი, რასაც კომუნიკაციის კომისია თავის წერილსი ითვალისწინებს-თქო. კაუკაზუს ონლაინმა უარით გვიპასუხა _ არ გვაქვს ამის შესაძლებლობაო.

სხვა პასხუხებს ველით.

პარალელურად ჩვენ კვლავ მივმართეთ კომისიას კითხვით, თუკი ინტერნეტის ხარსხის გაზომვის მეთოდი დღემდე არ დაუდგენიათ, მაშ როგორ აპირებენ რეგლამენტის მოთხოვნის შესრულებას (ევალებათ ხარისხის დადგენა და მის შესრულებაზე ზედამხედველობა). სანამ პასუხს მივიღებდით,  ბიზნეს-კურიერიდან გავიგეთ, რომ კომისია ინტერნეტ-პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისადმი მიწოდებული ინტერნეტის გაკონტროლებას გეგმავს. ამასობაში თავად კომისიიდანაც მოვიდა განმარტება იმის თაობაზე, რომ კომისიას კარგად ესმის რომ ამ ეტაპზე თავის ფუნქციებს სრულად ვერ ასრულებს და მუსაობს მდგომარეობის გამოსწორებაზე. 

ალბათ რამოდენიმე თვე უნდა დაველოდოთ და მერე შედეგები მოვიკითხოთ.

05.04.2012


კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია