მედიაკონკურსის შედეგები
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამამ 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა კონკურსი სურსათის უვნებლობის საკითხებზე საუკეთესო მედიანამუშევრების გამოსავლენად. კონკურსის ამოცანა იყო ქართული მედიის ხელშეწყობა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ იმ მედიანამუშევრებს, რომლებიც 3 თვის განმავლობაში გამოქვეყნდა/ეთერში გავიდა. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6815.
კონკურსში 23 მედიაპროდუქტი იქნა წარმოდგენილი.
საუკეთესო ვიდეონამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ:
- თამარ ქავთარაძე/თინათინ ახვლედიანი, მეგა ტვ, „ქართული ყველის დაკარგული გემო“;
- მარიამ გოცირიძე, ტელეკომპანია რუსთავი 2, გადაცემა P.S., „საშიში ნივთიერება სუნელებში”;
- ანა ღუდუშაური, ევრონიუს საქართველო, „როგორ ამოვიცნოთ „ნამდვილი“ ყველი”.
საუკეთესო სტატიის ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ:
- ნონა ქვლივიძე, Business Research Group (BRG), „ყველი - უცნობი პროდუქტი?”;
- სოფიო გოდუაძე, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, „უგლუტენო პროდუქტების ხელმისაწვდომობა
ქართულ ბაზარზე’’; - რუსუდან გვარამაძე, რეგიონული ტელეკომპანია მე-9 არხი, „რძის ნაწარმის შავი ბაზარი’’.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო აუდიონამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებულები არ გამოვლენილან.
კონკურსი ჩატარდა ევროკავშირისა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.
08.05.2024
კომენტარის გასაკეთებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია